Jump to content
Planeta.Ge

“დინამო თბილისმა” პირველი ლეგიონერი დაიმატა


Recommended Posts

დინამო თბილისის შემადგენლობაში უკრაინელი ფორვარდი სტანისლავ ბილენკი ჩაირიცხა. ბილენკიმ თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა.

სტანისლავი სლოვაკური “დუნაისკა სტრედას” საკუთრება იყო და 2021 წლის სეზონში განათხოვრების წესით ბრესტის “დინამოში” თამაშობდა. უკრაინელი ფორვარდის ანგარიშზე 31 მატჩში 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ბილენკიმ ბელარუსის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილი დაიკავა.

ფეხბურთელი დონეცკის “შახტარისა” და “ოლიმპიკის” აღზრდილია. სხვადასხვა დროს იგი როგორც ოლიმპიკის ძირითად გუნდში ასევე, სლოვაკურ დუნაისკა სტრედაში, პოლონურ ზაგლებიეში და უკრაინულ რუხში ასპარეზობდა. რაც შეეხება ბილენკის სანაკრებო კარიერას, თავდამსხმელი უკრაინის 19-წლამდე და 21-წლამდე ნაკრებების წევრი იყო. 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში მან 7 შეხვედრა გამართა და 2 გოლის გატანა მოახერხა, 19-წლამდელთა რიგებში კი ბილენკის ანგარშიზე 1 მატჩია.

Fcdinamo.ge

The post “დინამო თბილისმა” პირველი ლეგიონერი დაიმატა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...