planeta.ge Posted December 17, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2021 საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე განმარტავს, თუ რატომ გამოაქვეყნეს მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში ტრანსპორტირებისა და შესახლების ვიდეოკადრები.„განხორციელდა სააკაშვილის გადაყვანა და კარგად გვახსოვს გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესახლებას რა ისტერია მოჰყვა. ამისი მომსწრე არის საზოგადოება. ალბათ ყველა ადევნებდა თვალყურს სატელევიზიო გადაცემებს. კეთდებოდა საჯარო მოწოდებები მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ეტაპირების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებასთან დაკავშირებით. მისმა ადვოკატმა ორჯერ გააჟღერა შესაბამისი მოთხოვნა, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან გამოქვეყნებულიყო სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გაყვანის კადრები, გლდანის ციხეში მისი მიყვანის კადრები, მისი მანქანიდან გადმოყვანის და ფიზიკური დაპირისპირების კადრები. ასევე მის პალატაში მიმდინარე ძალადობრივი ინვაზიის ამსახველი კადრები და სააკაშვილის პასუხი ამ ყველაფერზე. ამის გარდა, მრავალი სხვა მოწოდებაც გვესმოდა.ამ დროს იკრიბებოდა პენიტენციურ დაწესებულებასთან ხალხი. ბუნებრივია, ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი რესურსი სახელმწიფოს მხრიდან, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ამ პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოება. მოგახსენებთ, იქ დაახლოებით 2 000 პატიმარი იმყოფება და წარმოდგინეთ, რა ვითარება შეიძლება, ყოფილიყო, როდესაც გარეთ მოვიდოდა ხალხის დიდი მასა. რა თქმა უნდა, როდესაც ვინმე სახელმწიფოს აბრალებს წამებას, გამოიწვევდა აღშფოთებას. მთელი ეს განცხადებები ემსახურებოდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას მძიმე ბრალდებით, თითქოს სახელმწიფო აწამებს პატიმარს. უნდოდათ, სრული უნდობლობა გაჩენილიყო სახელმწიფოს მიმართ.ნაჩვენებია კადრები, როდესაც აბსოლუტურად მშვიდობიანად, თქვენობით მოუწოდებენ საკააშვილს, გადავიდეს და დაემორჩილოს კანონიერ მოთხოვნას და შესახლებულიყო მე-18 დაწესებულებაში. იმ კადრებში ნათლად ჩანს, რომ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ის მიზანმიმართულად აყენებს ფიზიკურ შეუარცხყოფას ჩვენს თანამშრომლებს. ეს იყო ამ კადრების გასაჯაროების მიზანი. შესაძლებელია, ვინმეს მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ როდესაც ვინმე ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიშებს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ბლოკირებას და ამით საფრთხე შეუქმნას საზოგადოებას, ბუნებრივია, სახელმწიფოს აღარ რჩება სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ აცნობოს საზოგადოებას სიმართლე.რა თქმა უნდა, საზოგადოებაში მშვიდობის შენარჩუნება არის სახელმწიფოსთვის ძალიან მაღალი საჯარო ინტერესი. სწორედ ამ საჯარო ინტერესების ფარგლებში ვიმოქმედეთ. ეს არის ის, რაც ვფიქრობ, ნებისმიერ თავმოყვარე და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა და გავაკეთეთ კიდეც. კადრების გამოქვეყნება ემსახურებოდა საზოგადოებრივი მშვიდობის შენარჩუნებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.The post სააკაშვილთან დაკავშირებით კადრების გამოქვეყნება არის ის, რაც ნებისმიერ თავმოყვარე სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა და გავაკეთეთ კიდეც – რატი ბრეგაძე appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts