Jump to content
Planeta.Ge

შესაბამისი რეაგირება გვექნება, თუ მაინც გაკეთდება ღონისძიებები – შრომის ინსპექციის უფროსი


Recommended Posts

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ რამდენიმე ღამის კლუბი მაინც გადაწყვეტს ღონისძიების ჩატარებას, ინსპექციას შესაბამისი რეაგირება ექნება. როგორც ფერაძემ აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ღამის კლუბებთან მიმდინარეობდა კომუნიკაცია და საკითხის განხილვა, არ ნიშნავს იმას, რომ მათ ღონისძიების ანონსის ან მისი თვითნებურად ჩატარების უფლება, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებამდე აქვთ. 

“ვერ ვიტყვი, რომ იყო დისკომუნიკაცია ღამეს კლუბებთან… პროტოკოლის დრაფტის შემუშავება არ გულისხმობს, რომ ნებართვა აქვს ამა თუ იმ სექტორს მიღებული. სავარაუდოდ, განწყობა უწყებების ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მხრიდანაც კონსტრუქციული მზაობა და დამოკიდებულება სექტორის მიმართ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებამდე თვითნებურად ანონსი უნდა გაკეთდეს ღონისძიებების ჩატარება, თუ არჩატარებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, მათ შორის, [ანონსი] როდესაც გავრცელდა პირველივე დღეს, კომუნიკაცია გვქონდა და მათ ავუხსენით, რომ მანამ, სანამ გადაწყვეტილება არ იქნება, ვერ იქნება ნებართვა მიცემული ვერც ერთ ღონისძიებაზე, ეს ინფორმაცია მათ აქვთ და მიუხედავად ამისა, როგორც ვხედავთ გარკვეულმა ორგანიზაციებმა მაინც დააანონსეს ივენთები”, – ამბობს ფერაძე რუსთავი 2-ის ეთერში.

ფერაძემ ღამის კლუბების ხელმძღვანელებსაც მოუწოდა, რომ ღონისძიებები არ გამართონ, იქამდე, სანამ საბჭოს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება და უსაფრთხოების საბოლოო პროტოკოლზე არ შეჯერდებიან.

“როგორც ჩანს, რამდენიმე ობიექტმა გადაწყვიტა, რომ დაანონსონ ივენთი, ჩვენ გვაქვს კვლავ კომუნიკაცია და მოვუწოდებთ, რომ არ არის ეს ნებადართული საქმიანობა და ჩვენ მოგვიწევს გეგმიური მონიტორინგის განხორციელების დროს შესაბამისი რეაგირება, თუ აღმოვაჩენთ, რომ ესა თუ ის ღონისძიება კვლავ იმართება.

ასევე მოვუწოდებთ მათ, რომ ეს არის გზა, ამდენი სახელმწიფო უწყება ერთობლივად ვმუშაობთ და საბჭოს უნდა წარედგინოს – საბჭო იმსჯელებს და თუ საბჭო მიზანშეწონილად ჩათვლის, რომ უნდა გაიხსნას ესა თუ ის სექტორი, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს საკოორდინაციო საბჭოზე, ამიტომ ღია კარი, როდესაც არსებობს და მზაობა, რომ მაქსიმალურად კოორდინირებულად მოხდეს ეს ქმედებები, ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, რომ წინსწრებით, რამდენიმე დღით ამა თუ იმ კომპანიამ მაინც განახორციელოს ღონისძება. ვფიქრობ, რომ არ მოხდება ასე, მიუხედავად ამისა, თუ რამდენიმე ორგანიზაცია მაინც დააანონსებს და გააკეთებს ამა თუ იმ ღონისძიებას, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ”, – თქვა ბექა ფერაძემ.

The post შესაბამისი რეაგირება გვექნება, თუ მაინც გაკეთდება ღონისძიებები – შრომის ინსპექციის უფროსი appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...