planeta.ge Posted December 17, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 17, 2021 წალენჯიხის მერმა, გიორგი ხარჩილავამ „ფორმულას“ ეთერში თვითმმართველობებში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით ისაუბრა.როგორც ოპოზიციონერი მერი აღნიშნავს, წალენჯიხაში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა და ახლა პოლიტიკური ცხოვრება თანამდებობის გარეშე ვერ წარმოუდგენია.„მათ თანამდებობის გარდა პოლიტიკური ცხოვრება ვერ წამოუდენიათ. ადგილზე დაკარგეს ხელისუფლება და ახლა ცენტრალური ხელისუფლების ზურგით და მორევის მეთოდებით ცდილობენ ადგილზე დაკარგული ხელისუფლების გავლენების აღდგენას და წაგებული არჩევნების მოგებად გამოცხადებას“, – აღნიშნა ხარჩილავამ.წალენჯიხის მერი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ვირუსივით არის.„“ქართული ოცნება“ პოლიტიკური კორონასავით არის, ეძებს ადამიანებში სუსტ წერტილებს და მუდმივად ამ სისუსტეებს უტევს – მოსყიდვა, შანტაჟი, მუქარა, მისი შვეული მეთოდებია. ალბათ, ს ცდილობს ადამიანების გადაბირებასა და თავისუფალი ნების გატეხას, ჯერჯერობით ეს არ გაუვიდა, იმიტომ, რომ ოცნებასა და გახარიას პარტიას შორის ურთიერთობა არ განვითარდა ისე როგორც ეს მას უნდა, მაგრამ გახარიაც არ არის საბოლოოდ გამოხატული“, – განაცხადა გიორგი ხარჩილავამ „ფორმულას“ ეთერში.The post წალენჯიხის მერი: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური კორონასავით არის appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.