Jump to content
Planeta.Ge

რამდენჯერ შემცირდა ჩაკვეს ფასი 3 წელიწადში?


Recommended Posts

ბელგიურმა “გენტმა” გიორგი ჩაკვეტაძის შემცვლელს უკვე მიაგნო და ეს რუსეთის მე-2 ლიგის, “ველესის” ნახევარმცველი არტურ გალოიანი.

ჩაკვეს შემოთავაზებები ევროპის ტოპ 5-ის გუნდებიდან აქვს და მოსალოდნელია, რომ ზამთარში “გენტს” აუცილებლად დატოვებს.

გიორგის კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული, ამიტომ მის სანაცვლოდ მსურველს სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს.

ქართველი 2018 წლის 27 დეკემბერს Transfermartk-მა 9 მილიონ ევროდ შეაფასა, დღეს კი 2.7 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მიუხედავად იმისა, რომ “გენტის” წვლილი ამაში უდიდესია, როდესაც ჩვენებურს ოპერაცია დროზე არ გაუკეთეს მეტი სატრანსფერო თანხის მიღების მიზნით, ბელგიელები მასში მხოლოდ 3 მილიონს არ დათანხმდებიან. შედარებისთვის, ხვიჩა დღეს Transfermartk-ს 18 მილიონად ჰყავს შეფასებული და “რუბინისთვის” 20 მილიონი საკმარისი არაა.

“გენტი” ჩაკვეში მიღებულ თანხას გალოიანის საყიდლად გამოიყენებს.

The post რამდენჯერ შემცირდა ჩაკვეს ფასი 3 წელიწადში? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...