planeta.ge Posted December 16, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2021 საახალწლო მიღებაზე მიწვეულ პოლიტიკოსებთან, პრეზიდენტმა განაცხადა:მთავარია, რას მოგვიტანს ეს პროცესი, თუკი წავიყვანეთ წარმატებულად. ეს გვაძლევს საშუალებას, წარსულთან გავასწოროთ ჩვენი ანგარიშები, შევაფასოთ წარსული, დავხუროთ წარსულის ფურცლები, რომლებიც გვაწვება მძიმედ და მომავალი დავინახოთ ნათლად. ეს მოგვიტანს შინაგან, შედარებით მაინც დამშვიდებას, არ ვიცი თუ გვაქვს უნარი, მთლიანად დავმშვიდდეთ და შეიძლება არც იყოს საჭირო… მოგვცემს გამყარებას დემოკრატიისას, თუ შევძელით ასეთი პროცესის წარმართვა, ამითი კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგება დემოკრატიის პორცესი. სენი, რომელიც შეიძლება მოედოს მთელ მსოფლიოს, ვნახეთ პარტნიორ ქვეყნებში, რა დოზით შეიძლება გაღვივდეს დაპირისპირება და შეიძლება გავხდეთ მაგალითი, რომ პატარა ქვეყანამ შეძლო იმ პროცესის დაწყება, რაც დიდმა ქვეყნებმა ვერ გაბედეს… და ოკუპაცია, რომელზედაც პრაქტიკულად აღარ ვლაპარაკობთ. ხანდახან ვლაპარაკობთ რომ მიუღებელია, მაგრამ რეალურად არ არსებობს სამომავლო გეგმა და ვერც იქნება, ქვეყანა რომელიც არ იქნება გაერთიანებული შიგნით, ვერ ისაუბრებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაერთიანებაზე. პერსპექტივა და ერთიანობა დავანახოთ ჩვენ აფხაზებს და ოსებს და ვაჩვენოთ რომ ეს არის ნამდვილი გზა.კიდევ ერთხელ, ერთადერთი გზა, იმისთვის, რომ ის მინიმალული კონსესუსი შეიქმნას, როგორი უნდა იყოს მძიმე ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრის გზა, ეს არავის ხელში არ არის, ეს არის ერთობლივ ხედვაში, ამასაც სჭირდება შეჯერებული ძალები. ყველაფერში თანხმობაში ვერ ვიქნებით, მაგრამ რაღაცეებზე უნდა შევძლოთ თუ არა შეთანხმება, ერთად საუბარი, იმისთვის რომ სხვისი არგუმენტი მოვისმინოთ. ერთობლივი და ეროვნული საუბარი ასევე უნდა იყოს ამ პროცესის ბოლოსაც, ეროვნული საუბარი უნდა შევძლოთ მომავალშიც, ამითი ეს ქვეყანა იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ ყველას გვინდა.“ეს უნდა იყოს ქართული პროცესი” – როგორ აპირებს პრეზიდენტი მოლაპარაკებების წარმართვას?The post “დავხუროთ წარსულის ფურცლები” – რას მოგვიტანს შერიგება პრეზიდენტის აზრით? appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts