planeta.ge Posted December 16, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2021 „გამიცრუვდა იმედი იმიტომ, რომ თქვენი გამოსვლა იყო სადღეგრძელო სასურველ გეგმებზე“, – ასე მიმართა „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ნათია თურნავას.მისი თქმით, მოქალაქეების გაღიზიანებას იწვევს, როცა მინისტრი ამბობს, რომ ეკონომიკა დუღს, მაშინ, როცა პროდუქტზე ფასები მზარდია.„სიმართლე გითხრათ გამიცრუვდა იმედი იმიტომ, რომ თქვენი გამოსვლა იყო სადღეგრძელო სასურველ გეგმებზე, ვიდრე რეალობის ამსახველი. თქვით, რომ კრიტიკა ისმის იმასთან დაკავშირებით, როცა ხაზს უსვამთ, ეკონომიკა გაიზარდაო, გაღიზიანებას იწვევსო. თუ გნებავთ ავუყვეთ მაღაზიებს და გაჩვენებთ, რომ ადრე თითო რვეული თუ იყო ნისიების ახლა ტომეულებია. მაღაზიაში და ყველაზე უგემური პური რომაა, დაჭრილი, 80 თეთრი რომ ღირდა და ახლა, რომ 1.60 ღირს და მინისტრ ამბობს, რომ ეკონომიკა დუღს და გადმოდის ეს არის გამაღიზიანებელი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.The post ელისაშვილი თურნავას – თქვენი გამოსვლა იყო სადღეგრძელო სასურველ გეგმებზე appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts