Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo 17 მაისის საქმეზე სტრასბურგმა საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა


Recommended Posts

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისის საქმეზე საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის მიხედვით, დაირღვა კონვენციის მე-3, მე-14 და მე-11 მუხლები, რაც გულისხმობს LGBTQ+ ადამიანების მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების დარღვევას.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციამ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება უზრუნველეყო 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ღონისძიების მშვიდობიანად ჩატარება. შიდა ხელისუფლება, რა თქმა უნდა, თავისუფალია აირჩიოს ზომები, რომლებიც ღონისძიების არეულობის გარეშე ჩატარებას უზრუნველყოფს, თუმცა სასამართლო სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ მომზადებისას LGBT დემონსტრანტებისთვის სერიოზული საფრთხის განეიტრალებისთვის საჭირო რესურსების სათანადო შეფასება არ მომხდარა.

იმის მიუხედავად, რომ რეალობა და რისკის მასშტაბი სრულად იყო გაცნობიერებული, პოლიციამ უფრო ეფექტიანი ზომების მიღების ნაცვლად, რაც საშუალებას მისცემდა აპლიკანტებს გაეგრძელებინათ მშვიდობიანი ღონისძიება, თავისი როლი დაიყვანა [დემონსტრანტების] ადგილიდან გაყვანის გეგმის, როგორც ერთადერთი ალტერნატივის, შემუშავებამდე. ასეთი დამოკიდებულება მიანიშნებს, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის ღონისძიების ჩატარების უზრუნველყოფისთვის მიღებული ზომები არასოდეს ყოფილა შიდა ხელისუფლების პრიორიტეტი. ზემოაღნიშნულის ფონზე, სასამართლო ასკვნის, რომ დაირღვა მოპასუხე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება კონვენციის მე-11 მუხლის მე-14 მუხლთან ერთად ფარგლებში“, – ,%22itemid%22:[%22001-214040%22]}"]აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

 

ავტორი: მარიამ ტაბატაძე

The post 17 მაისის საქმეზე სტრასბურგმა საქართველოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...