planeta.ge Posted December 15, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2021 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილე, პაატა იმნაძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. „რეკომენდაციები იგივე რჩება, თუ გვინდა ინფიცირებისგან თავის დაცვა, ეს არის, პირველ ყოვლისა, პირბადე, თუ გვინდა დაავადებისგან დაცვა, ეს არის ვაქცინა. რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს, თუ გავითვალისწინებთ იმ წახალისებას, რომელიც დაწესდა 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ამ მაჩვენებელმა მოიმატა. სამწუხაროდ, ჩვენი სტატისტიკითაც ცნობილია, რომ გარდაცვლილების 85 პროცენტი არის 60 წელს გადაცილებული ადამიანები, ამიტომ მათთვის ვაქცინაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, გაითვალისწინონ წახალისება, რაც მათთვის არის. მოვუწოდებ ჩემი თაობის ადამიანებს, რომ აიცრან“, – განაცხადა იმნაძემ. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts