planeta.ge Posted December 14, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 14, 2021 ლონდონის “არსენალმა” გუნდის თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა. ამის მიზეზი ფეხბურთელის მხრიდან მორიგი დისციპლინური დარღვევა გახდა. კერძოდ, ჩრდილოლონდონურმა კლუბმა გასულ კვირას ობამეიანგს საფრანგეთში გაფრენისა და შეუძლოდ მყოფი დედის მონახულების უფლება მისცა, თუმცა ინგლისში დაბრუნების ვადაც დაუთქვა. ფეხბურთელი კლუბის ბანაკში დაგვიანებით გამოცხადდა, რაც არ ეპატია.“გასულ კვირაში დაფიქსირებული უკანასკნელი დისციპლინური დარღვევის შემდეგ ობამეიანგი ჩვენს კლუბს აღარ უკაპიტნებს. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ყველა ფეხბურთელი, განსაკუთრებით კი კაპიტანი, ჩვენ მიერ დადგენილი და შეთანხმებული წესებისა და სტანდარტის შესაბამისად იმუშავებს. სრულად კონცენტრირებულნი ვართ ხვალინდელ მატჩზე”, – წერია “არსენალის” განცხადებაში.“მეთოფეები” ხვალ ინგლისის პრემიერლიგის ეგიდით “ვესტ ჰემს” მიიღებენ. ცნობილია, რომ ობამეიანგი დარღვევის გამო ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებს. ამავე მიზეზით არ ითამაშა გაბონელმა შაბათს, “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (3:0). ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო კი იუწყება, რომ “არსენალი” 2022 წლისთვის ახალი თავდამსხმელის შეძენას გეგმავს.პიერ-ემერიკ ობამეიანგის მიერ მიმდინარე წელს ეს უკვე მესამე დისციპლინური დარღვევაა. თებერვლის თვეში გაბონელმა ფეხბურთელმა ინგლისში დაწესებული ლოქდაუნის წესი დაარღვია, მარტში კი “ტოტენჰემ ჰოთსპურთან” გამართულ მატჩზე (2:1) გამოცხადება დააგვიანა. აღნიშნულ შეხვედრაში ობამეიანგს უნდა ეთამაშა, მაგრამ დარღვევის გამო ის ძირითადი შემადგენლობის მიღმა დატოვეს და სათადარიგოთა სკამიდან არც აუყენებიათ.The post ობამეიანგს “არსენალის” კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts