Jump to content
Planeta.Ge

ჩაკვეტაძე “გენტს” ტოვებს – მის შემცვლელად არტურ გალოიანი სურთ


Recommended Posts

რუსული Match TV-ის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძეს ევროპის ტოპ ლიგის კლუბებიდან რამდენიმე შემოთავაზება აქვს და ის “გენტს” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს.

როგორც ირკვევა, ბელგიური კლუბი მის შემცვლელად რუსეთის რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე “ველესის” ნახევარმცველს, არტურ გალოიანს მოიაზრებს.

“გენტსა” და “ველესს” შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ამავდროულად, ცნობილია, რომ რუსეთის მოქალაქე გალოიანის მიმართ ინტერესს “როსტოვი”, მოსკოვის “ლოკომოტივი” და “უფა” იჩენენ.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე “გენტის” ღირსებას 2017 წლიდან იცავს. გიორგიმ ბოლო ორ სეზონში ამ გუნდის რიგებში მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

The post ჩაკვეტაძე “გენტს” ტოვებს – მის შემცვლელად არტურ გალოიანი სურთ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...