planeta.ge Posted December 15, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2021 ამსტერდამის “აიაქსის” მეკარე ანდრე ონანა კარიერას დიდი ალბათობით მილანის “ინტერში” გააგრძელებს.25 წლის კამერუნი კიპერით არაერთი კლუბია დაინტერესებული, მათ შორის არიან “ინტერი”, “ბარსელონა” და ლონდონის “არსენალი”. ონანა “ბლაუგრანას” აღზრდილია და კატალონიურ კლუბს პატივს სცემს, თუმცა კარიერის გაგრძელება “ნერაძურის” რიგებში სურს.ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ კამერუნელ მეკარესა და “ინტერს” შორის ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ონანას “აიაქსთან” შრომითი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტის სტატუსით მილანურ კლუბს შეუერთდება.The post ონანამ მშობლიურ “ბარსელონას” “ინტერი” არჩია appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts