Jump to content
Planeta.Ge

მოურინიო: “იმდენი ბარათი გვაქვს მიღებული, “რომა” მკვლელების გუნდად მოგეჩვენებათ”


Recommended Posts

“რომას” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ყურადღება გაამახვილა ბარათების რაოდენობაზე, რომელსაც გუნდის ფეხბურთელები მიმდინარე სეზონის მიმდინარეობისას იღებენ. “მგლებს” 52 ყვითელი და სამი წითელი ბარათი აქვთ მიღებული.

“თუ მიღებული ყვითელ-წითელი ბარათების რაოდენობას გადახედავთ, “რომა” მკვლელების გუნდად მოგეჩვენებათ. რაც შეეხება მსაჯთან ბრაიან კრისტანტეს კამათს, მე მას დაწყნარება ვურჩიე, რადგან ის ლეონარდო ბონუჩი არ არის. კრისტანტეს ცოტა სხვა სტატუსი აქვს ფეხბურთში, ამიტომ არბიტრებთან ზოგიერთ რამეზე საუბრის უფლება არ გააჩნია”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “ლა გაძეტა დელო სპორტი”.

“რომამ” იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 17 მატჩში 28 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიცია უკავია.

The post მოურინიო: “იმდენი ბარათი გვაქვს მიღებული, “რომა” მკვლელების გუნდად მოგეჩვენებათ” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...