planeta.ge Posted December 15, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2021 პრეზიდენტს აქვს პატივი მოგიწვიოთ საახალწლო მიღებაზე – სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის წევრები ორბელიანის სასახლეში საახალწლო მიღებაზე მიიწვია.პოლიტიკოსების ნაწილმა მისაწვევები უკვე მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ღონისძიების დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. ოპოზიციური პარტიები თვლიან, რომ მიღების არაფორმალური ნაწილიპოლიტიკურ კრიზისზე საუბარი იქნება. სალომე სამადაშვილის თქმით, სწორი გადაწყვეტილება იქნება მონაწილეობის მიღება ამ ღონისძიებაში, რადგან დიალოგის ინიციატორი სწორედ პრეზიდენტია. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თუ ფორმატი მისცემს დიალოგის საშუალებას, ვერ ხედავს პრობლემას ღონისძიებაზე დასწრების. გახარის პარტია “საქართველოსთვის” აცხადებს, რომ მიწვევას დაესწრება. “გირჩის” აზრით, ამ საშუალების გამოტოვება არ ღირს. შალვა პაპუაშვილი (ქართული ოცნება), აცხადებს, რომ პირადად მას მოსაწვევი არ მიუღია.“ენმ”-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საახალწლო ღონისძიებებისთვის არ სცალია ახლა ქვეყანას, თუმცა, უცნობია, დაესწრებიან, თუ არა, ისინი შეხვედრას. The post საახალწლო ნადიმი პრეზიდენტთან – რა მოსაწვევები გაუგზავნა ზურაბიშვილმა პოლიტიკურ ლიდერებს appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts