planeta.ge Posted December 15, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2021 NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის სამიტზე განაცხადა:“პრემიერ-მინისტრი გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას და, ასევე, იმუშავებს ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით სასამართლო სისტემის რეფორმაზე და ა.შ. ასევე, მას მოვუწოდებთ, ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, რათა შემცირდეს პოლარიზაცია ქვეყანაში.NATO ელის, რომ საქართველო მხარს დაუჭერს დემოკრატიულ რეფორმებს, რაც ხორციელდებოდა ბოლო წლების განმავლობაში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის, რა თქმა უნდა გაგრძელდება საქართველოს და NATO-ს შორის პარტნიორობა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ გაიღო ავღანეთში, რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც ის ეხმარებოდა ავღანელებს საკუთარ ქვეყანაში მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. ის ძალისხმევა, რომელიც საქართველომ გაიღო 11 სექტემბრის შემდეგ, დასაფასებელია.”The post “დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის, მოგიწოდებთ, ითანამშრომლოთ ოპოზიციასთან” – NATO-ს გენერალური მდივანი appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts