planeta.ge Posted December 15, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2021 პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “პალიტრანიუსთან” ამბობს:“10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა ე.წ. 3+3-ის პირველი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები. შეხვედრის დონე მეტყველებს იმაზე, რომ ეს იყო მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა. გასაგები მიზეზების გამო, საქართველო არ იღებდა მონაწილეობას ამ შეხვედრაში, თუმცა, ფორმატის დასახელებაში იგულისხმება, რომ საქართველო იქ უნდა ყოფილიყო, სხვანაირად 3+2 ერქმეოდა, მეტიც, საქართველოს დროშაც კი იყო შეხვედრის პროცესში წარმოდგენილი, რაზეც, ჩემი აზრით, ადეკვატური და სწორი რეაქცია ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ვფიქრობ, ეს დროშა ტყუილად არ იყო იქ გამოფენილი, რუსეთის საგარეო პოლიტიკა კარგადაა დახვეწილი და მათ ყველა ნაბიჯს აქვს სიმბოლური დატვირთვა. ეს იყო მინიშნება საქართველოსთვის, რომ ნებსით, თუ საკუთარი ნების წინააღმდეგ, ადრე, თუ გვიან, საქართველოს ამ ფორმატში მოუწევს მონაწილეობა. არ არის ეს მარტივი საკითხი – საერთოდ, ბუნდოვანია მიზნები, გაცხადებული ყოველთვის სიკეთე და მშვიდობაა, მაგრამ კონტექსტი უნდა გავიაზროთ. თავად ის ფაქტიც, რომ არა 6 ქვეყანაზეა საუბარი, არამედ 3-3-ზე, გულისხმობს იმას, რომ სამმა დიდმა რეგიონალურმა ქვეყანამ უნდა უზრუნველჰყოს მშვიდობა და სტაბილურობა 3 პატარა ქვეყანაში (სამხრეთ კავკასიაში) და გარკვეულ კურაციაზე იკითხება პრეტენზია ამ ყველაფრის უკან, რაც ჩემი აზრით, განსაკუთრებით საქართველოსთვის, ძალიან ბევრი მიზეზის გამო, მისაღები არ უნდა იყოს.პირველი და ფუნდამენტური მიზეზია ის, რომ ჩვენ გვაქვს სისტემური პრობლემა რუსეთთან, რუსეთს ოკუპირეული აქვს საქართველოს ტერიტორიები და თუ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის ამ ტიპის ფორმატში მონაწილეობა მისაღები გახდა ყარაბაღის ომის შემდეგ, როდესაც კვანძი გარკვეულწილად გაიხსნა და აზერნაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა იქნა აღდგენილი, ჩვენ გვრჩება ეს პრობლემა და ამ პრობლემის თავი და თავი რუსეთია. ამიტომ მასთან ერთად რაიმე სახის ინტეგრაციულ პროცესში მონაწილეობა სრული აბსურდია. გარდა ამისა, არის მეორე მიზეზი – თუ ინტეგრაციაზე ვფიქრობთ, ჩვენი სტრატეგიული ვექტორი არის სულ სხვა მიმართულებით – ჩვენ უფრო სერიოზული და გლობალური მოთამაშე გვყავს არჩეული, იგივე ევროკავშირის და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სახით. რატომ უნდა დავკნინდეთ და ქვემოთ რატომ უნდა ჩამოვიდეთ , უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტის პროცესში, გაუგებარია. თუმცა, შეიძლებოდა გარკვეულ ეკონომიკურ-ინტეგრაციულ პროცესებში მოწილეობის მიღება, იმ დათქმით, თუ რუსეთთან არსებული პრობლემები, ამა თუ იმ ფორმით, წავიდოდა პოზიტიური მიმართულებით, რისი შანსებიც ძალიან ცოტაა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსთის მეთოდი ურთიერთობაში, არ არის ვიღაცისთვის პრობლემების გადაწყვეტაში დახმარება, არამედ, თუ მას აქვს რაიმე მიზნები, ის ქმნის ახალ პრობლემებს და თავისივე შექმნილ პრობლემის გადაწყვეტას სთავაზობს მეორე მხარეს. ის, რომ ილუზია ვიქონიოთ, რომ რუსეთი დაგვეხმარება ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით, ამაზე არც უნდა ვიოცნებოთ. ის, რომ რუსეთს შეუძლია კიდევ დამატებითი პრობლემების შექმნა, ეს უკვე სავსებით ცხადია.3+3 ფორმატში ჩვენი ჩათრევის მცდელობები კიდევ არაერთი იქნება. რუსეთი, და არამხოლოდ რუსეთი, ირანი და თურქეთი შეეცდებიან გაგვიკეთონ ისეთ წინადადებები, რომელზე უარის თქმა იქნება ძნელი, ასე რომ გვჭირდება სერიოზული გააზრება პრობლემების, სერიოზული განხილვა რისკების დასავლელ პარტნიორებთან ერთად და უსართხოების სისტემის შესაბამისი უზრუნველჰყოფა იმისათვის, რომ ჩვენ ძალით არ შეგვითრიონ გაუგებრობაში, საიდანაც გამოსვლა მერე გაჭირდება.”The post რა მიგვანიშნა რუსეთმა 3+3 შეხვედრაზე, რაზე შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია რუსეთს, თურქეთს და ირანს და რა უნდა გააკეთოს საქართველომ? – ხუხაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts