planeta.ge Posted December 15, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2021 „ნატო-ს წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმთავრეს საკითხს წარმოგადენს“, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრინების ყველა ინსტრუმენტი გააჩნია.„ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა რეგიონში, ქვეყანაში, ვისაუბრეთ არსებულ მოვლენებზე, რუსეთის მიმდინარე ოკუპაციაზე. ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ, რომ ნატო-ს წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმთავრეს საკითხს წარმოგადენს, რომელსაც მხარს უწერს ქართველი ერის უმრავლესობა. ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობთ, საბოლოო ჯამში ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მკაფიო ხედვის შესამუშავებლად. გაწევრიანებისთვის უკვე ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაგვაჩნია და დიალოგს ვაწარმოებთ მოკავშირეებთან, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება მომზადდეს, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.The post ღარიბაშვილი: საქართველოს ნატო-ში გაწევრინების ყველა ინსტრუმენტი გააჩნია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts