planeta.ge Posted December 15, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2021 „რუსეთს ნებისმიერი აგრესია ძვირად დაუჯდება“, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველო და უკრაინა ფლობენ უფლებას, თვითონვე აირჩიონ თავისი მოკავშირეები. მისი თქმით, რუსეთს არ აქვს უფლება, რომ ამ ორი ქვეყნის არჩევანზე რაიმე გავლენა იქონიოს.„საქართველო არის ერთ-ერთი უახლოეს პარტნიორი ნატოსთვის. რიგაში მოკავშირეებმა მტკიცედ დაადასტურეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ურყევია. ვაგრძელებთ რუსეთის მოწოდებას, რომ სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან გაიყვანოს ძალები. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ნატო ფხიზლად იქნება და ესკალაციას თავიდან აიცილებს რეგიონის. რუსეთს ნებისმიერი აგრესია ძვირად დაუჯდება. საქართველო და უკრაინა ფლობენ უფლებას თვითონვე აირჩიონ თავისი მოკავშირეები. რუსეთს არ აქვს უფლება, რომ ამ ორი ქვეყნის არჩევანზე რაიმე გავლენა იქონიოს. ევროპაში ვგრძნობთ, რომ ორივე ქვეყანა ისტორიის ნაწილია. ნატო გააგრძელებს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების უზრუნველყოფას, ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განვამტკიცოთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.The post იენს სტოლტენბერგი: რუსეთს ნებისმიერი აგრესია ძვირად დაუჯდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts