planeta.ge Posted December 15, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 15, 2021 „მოწონებით ანჯელინა ჯოლი მომწონს“, – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ჟურნალისტების კითხვას, ჯანდაცვის მინისტრობის რომელი კანდიდატურა მოსწონს.როგორც იმნაძე „ტვ პირველთან“ აცხადებს, ჯანდაცვის მინისტრობის პოსტზე მხარს დაუჭერს, როგორც არჩილ თალაკვაძის, ისე ლევან რატიანის კანდიდატურებს.„ქალბატონი ეკაა ჯერჯერობით მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. არ გამიგია ვინ განიხილება, არ ვიცი. რატომ არა? მოწონებით არ არის, მოწონებით ანჯელინა ჯოლი მომწონს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „ტვ პირველთან“.შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელად რამდენიმე პირს განიხილავს – ნინო კობახიძე, ლევან რატიანი, არჩილ თალაკვაძე. ამ დრომდე მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კვლავ ეკატერინე ტიკარაძეა. ღარიბაშვილმა ტიკარაძის შემცვლელი წლის ბოლომდე უნდა დაასახელოს.The post პაატა იმნაძე: ანჯელინა ჯოლი მომწონს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts