Jump to content
Planeta.Ge

ნარკოტიკის, ან იარაღის ჩადებით მემუქრებიან- რეზი ანთაძე პოლიციის მხრიდან შანტაჟზე


Recommended Posts

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ სკანდალში ეხვევა. არჩევნების დასრულების შემდეგ პოლიციის მაღალაჩინოსნები ე.წ. შავ სამყაროსთან დაკავშირებულ გარკვეულ პირებს იბარებენ და ეუბნებიან, რომ ქვეყნიდან უნდა წავიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ნარკოტიკს, ან იარაღს ჩაუდებენ.

32 წლის რეზი ანთაძე ,,ტვ პირველს” პრევენციის მიზნით დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, პოლიციამ მას და ,,ქუჩის დალაგება” მოსთხოვა, ანუ ხელისუფლების სასარგებლოდ ხმების მოგროვება, რაზეც სამართალდამცველებმა უარი მიიღეს. ამის შემდეგ კი მას იარაღისა და ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრნენ.

რეზი ანთაძე აცხადებს, რომ პოლიციის მხრიდან შანტაჟის დამადასტურებელი მტკიცებულებები მას გააჩნია.

ჩემზე ყოველდღიურად ხორციელდება თვალთვალი, მიყურადება, არის მუქარები, უნდათ ჩემთვის იარაღის, ან ნარკოტიკის ჩადება. ვარ სამგზის ნასამართლევი. გარკვეული ტიპის დახმარება მთხოვეს არჩევნების პერიოდში, ვიღაც ტიპებთან გასაუბრება. როგორც კი უარი ვუთხარი, დაიწყო ჩემზე თვალთვალი, მაფრთხილებენ, რომ ჩემთვის იარაღის ჩადებას, ან ნარკოტიკის ჩადებას აპირებენ, 1937 წლის რეპრესიებზე არიან გადასული – აცხადებს ტვ პირველთან რეზი ანთაძე.

რეზი ანთაძის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქუცაში გავლენებით სარგებლობს, ამიტომაც აშანტაჟებს მას პოლიცია.

რეზი არ არის ის ადამიანი, ვინც ვინმეს თავს გამოაყენებინებს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მას გავლენა აქვს გარკვეულ ჯგუფზე, მისი არდამორჩილება გამაღიზიანებელი არის პოლიციისთვის, ამიტომ შანტაჟის ხერხს მიმართეს. დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს მას იარაღს, ან ნარკოტიკს ჩაქუდებენ – ამბობს ადვოკატი.

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აპირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს წერილით მიმართოს, რათა დაიცვას რეზი ანთაძის სიცოცხლე და უსაფრთხოება.

The post ნარკოტიკის, ან იარაღის ჩადებით მემუქრებიან- რეზი ანთაძე პოლიციის მხრიდან შანტაჟზე appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...