Jump to content
Planeta.Ge

მიგრანტი წყვილების დაცილებისთვის დანიაში ყოფილი მინისტრი დააპატიმრეს


Recommended Posts

დანიაში დევნილთა, ემიგრაციის და ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ინგერ სტოიბერგი სასამართლომ ახალგაზრდა მიგრანტი წყვილების დაცილების და მათ სხვადასხვა თავშესაფრებში მოთავსებისთვის დამნაშავედ ცნო. ამ საქმემ გამოიწვია სტოიბერგის იმპიჩმენტიც. ყოფილ მინისტრს 60-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ინგერ სტოიბერგი დანიის დევნილთა, ემიგრაციის და ინტეგრაციის მინისტრი 2015-2019 წლებში იყო. მინისტრობის პერიოდში მას მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა ჰქონდა და სხვადასხვა შეზღუდვა დააწესა, მათ შორის, მინისტრის გადაწყვეტილებით, 18-წელს ქვემოთ ახალგაზრდები თავის მეუღლესთან ერთად ერთ თავშესაფარში არ უნდა ყოფილიყვნენ მოთავსებული. სტოიბერგის განმარტებით, ეს პოლიტიკა ადრეულ ასაკში ქორწინებასთან ბრძოლას ემსახურებოდა.

სოიბერგის განკარგულების საფუძველზე ერთმანეთს 23 დაქორწინებული წყვილი დააცილეს. რამდენიმე თვეში ამ ზომის გამოყენება შეწყდა. დაცილებულ წყვილებს შორის იყვნენ სირიელი რიმაზ ალკაიალი (იმ დროს 17 წლის) და მისი ქმარი ალნორ ალვანი (იმ დროს 26 წლის). ისინი იძულებული გახდნენ ოთხი თვის განმავლობაში ცალ-ცალკე ეცხოვრათ, მიუხედავად იმისა რომ ალკაიალი ორსულად იყო.

წყვილმა სხვადასხვა თავშესაფრებში მოთავსების გამო დანიის ომბუდსმენს 2016 წელს მიმართა. ომბუდსმენის ოფისის გამოძიების და სპეციალური კომისიის გამოძიების დასკვნების მიხედვით, ინგერ სტოიბერგის ბრძანებები უკანონო იყო.

დანიის კანონმდებლობით და ადამიანის უფლებების მიხედვით, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული. გამომძიებელთა დასკვნით, წყვილების დაცილების დროს ეს მოთხოვნა უგულებელყოფილი იყო, რაც ადამიანის უფლებებს არღვევს.

ორი დამოუკიდებელი იურისტის დასკვნით, ომბუდსმენის ოფისის გამოძიება მინისტრის იმპიჩმენტის საფუძველს იძლეოდა. 2021 წლის თებერვალში საპარლამენტო უმრავლესობამ, მათ შორის სტოიბერგის პარტიის წევრებმა მის იმპიჩმენტს დაუჭირეს მხარი.

იმის გადასაწყვეტად დაარღვია თუ არა მინისტრის მოქმედებამ ადამიანის უფლებებზე ევროპის კონვენცია და მინისტრის ანგარიშვალდებულების კანონი სტოიბერგის საქმე 26-მა უზენაესმა მოსამართლემ განიხილა, მათგან 25-მა ის დამნაშავედ ცნო.

სტოიბერგის თქმით, ის გაკვირვებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით, რადგან მისი პოლიტიკის მიზანი ადრეულ ასაკში ქორწინებასთან ბრძოლა იყო. მისივე თქმით, ის სასჯელს მოიხდის, თუმცა თავის გადაწყვეტილებებს არ ნანობს.

წყარო

The post მიგრანტი წყვილების დაცილებისთვის დანიაში ყოფილი მინისტრი დააპატიმრეს appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...