planeta.ge Posted December 13, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2021 ალერგოლოგ-იმუნოლოგის, გიორგი კამკამიძის განცხადებით, საქართველოში „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევა ოფიციალურად არ დადასტურებულა.იმუნოლოგი ამბობს, რომ „ომიკრონ“ ვარიანტი „დელტა ვარიანტს ჰგავს, ამიტომ რთულია მისი იდენტიფიცირება. კამკამიძის თქმით, „კოვიდ-19“-ის ახალი შტამი, სავარაუდოდ, უკვე საქართველოშიცაა.„ჯერჯერობით ოფიციალურად საქართველოში აღებული სინჯებიდან არ არის დადასტურებული „ომიკრონის“ არსებობა, თუმცა, სავარაუდოდ, ის უკვე არის საქართველოში. „დელტა“ ვარიანტის თვისებებს ჰგავს, ამიტომ გადამოწმებისა და ღრმა კვლევის გარეშე ამის დადასტურება ვერ ხდება და ჩვენგანაც, ისევე როგორც სხვა ლაბორატორიებიდან პერიოდულად იგზავნება ასეთი სინჯები სეკვენირებისთვის“, – განაცხადა გიორგი კამკამიძემ.შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 46 ადამიანი გარდაიცვალა, 4 588 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 890 813 შემთხვევა აღირიცხა, საიდანაც 837 263 პირი გამოჯანმრთელდა, 12 777 კი გარდაიცვალა.The post „სავარაუდოდ, უკვე საქართველოშია“ – იმუნოლოგები „ომიკრონზე“ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts