planeta.ge Posted December 13, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2021 ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, მათთან კორონავირუსით ინფიცირებული 122 პაციენტი მკურნალობს.რეხვიაშვილის თქმით, ციციშვილის კლინიკაში 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. მისი ინფორმაციით, ჩვილი და ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.„175 საწოლია კოვიდინფიცირებულებისთვის გამოყოფილი და აქედან 122 არის დაკავებული ამ ეტაპზე. აქედან 17 პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მხოლოდ ორი არის მძიმედ მცირე ასაკის ბავშვები, ახალშობილი და ჩვილი. იმყოფებიან აპარატულ მხარდაჭერაზე. ძირითადი მომართვიანობა არის წლამდე ასაკის ბავშვებში“, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 46 ადამიანი გარდაიცვალა, 4 588 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 890 813 შემთხვევა აღირიცხა, საიდანაც 837 263 პირი გამოჯანმრთელდა, 12 777 კი გარდაიცვალა.The post ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ჩვილის მდგომარეობა კრიტიკულია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts