planeta.ge Posted December 13, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 13, 2021 გორის ჰოსპიტალში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიესალმება მეუფე იაკობის ინიციატივას, რომ შერიგება ეკლესიაში შედგეს.როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა, სააკაშვილს იქიდან გამომდინარე, რომ პატიმრობაშია, საპატრიარქოში შეხვედრა შეუძლებლად მიაჩნია.„მიხეილ სააკაშვილისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა ეკლესიის პოზიცია, რომ მათ სურვილი გამოთქვეს შეხვედრა გაიმართოს საპატრიარქოში. თუმცა მას შეუძლებლად მიმაჩნია ეს ტექნიკურად განხორციელდეს, ვინაიდან მისი პირობები ყველასთვის ცნობილია, ის არის პატიმრობაში და არ შეუძლია თავისუფლად გადაადგილება. ის გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს ნებისმიერ გარემოში, ოღონდ დასრულდეს ეს დაპირისპირება“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.The post მიხეილ სააკაშვილი ეკლესიის განცხადებას ეხმაურება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts