planeta.ge Posted December 12, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2021 მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას დღეიდან სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ახალი წევრი, ფსიქიატრი შეისწავლის.ფსიქიატრი კონსილიუმის სხვა წევრებთან ერთად ამ წუთებში კლინიკაში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც შევიდა.როგორც სააკაშვილთან შესვლამდე სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სააკაშვილის მონახულების შემდეგ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩატარებულ თუ ჩასატარებელ კვლევებთან დაკავშირებით დასკვნა და რეკომენდაციები იქნება წარმოდგენილი.„სამედიცინო შემოწმება მოხდება. შემდეგ ალბათ, იქნება მათი დასკვნა. დღეს ჩვენთან ერთად, ნევროლოგთან ერთად იმუშავებს ექიმი-ფსიქიატრიც, რომ შევაფასოთ ის წუხილი, რაც გამოითქვა დოზირებასთან დაკავშირებით. ასევე, შესრულდა თუ არა ის რეკომენდაციები, რაც ჩვენ გავეცით ჩასატარებელ ფსიქოთერაპიასთან დაკავშირებით“ , – განაცხადა ლომჯარიამ.The post ნინო ლომჯარია სააკაშვილზე: ნევროლოგთან ერთად იმუშავებს ფსიქიატრიც, რომ შევაფასოთ წუხილი, რაც დოზირებასთან დაკავშირებით გამოითქვა appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts