planeta.ge Posted December 12, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2021 შეიძლება ქართველს ქეიფი არ უყვარდეს?! გააჩნია ვის წრეში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.მან გადაცემაში ველისციხეში სუფრასთან დაკავშირებული შემთხვევა გაიხსენა, რის გამოც გამყრელიძე სოციალურ ქსელში კრიტიკის საგანი გახდა. ფოტოზე იგი ღვინოს კრამიტიდან სვამდა.„ვაქცინაციის მარათონის დროს ველისციხეში გახლდით და იქ შემოდგომის პერიოდი იყო, როდესაც რთველი მთავრდებოდა. მოსახლეობასთან შეხვედრები გვქონდა და ახსნა-განმარტება ვაქცინაციაზე. შემდეგ გვითხრეს, რომ ვენახში ჩავსულიყავით. ცოტა ყურძენი დავკრიფეთ. შემდეგ გვითხრეს, ჩვენი საკუთარი შატო გვაქვსო. მართლაც, ძველი შატო იყო – მე-19 საუკუნის და უფრო ძველი ქვევრებით. ასევე გვითხრეს, კახური შოთი და გუდის ყველი გაგვესინჯა. ამას მე „კახურ ფურშეტს“ ვეძახი-ხოლმე. თანამშრომლებთან ერთად ვიყავი და უარი არ ვუთხარით. ჩვენ ყველა აცრილები ვიყავით და ეგ იყო“, – განაცხადა გამყრელიძემ.მისი თქმით, მასპინძელმა შემდეგ სიტყვა გატეხა, პირობა არ შეასრულა და ქეიფის ამსახველი ფოტო გადაიღო.გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ყველაზე უცნაური სასმისი, რითაც ღვინო დაულევია, ახალგაზრდობაში ლამფის შუშა იყო.(ფოტოები) – “ვისი ქეიფია დანაშაული?” – გამყრელიძემ რეგულაციების დარღვევით იქეიფა – “სტუდია მონიტორი”The post „მასპინძელმა სიტყვა გატეხა, ფოტო არ უნდა გადაეღო“ – ამირან გამყრელიძე ველისციხეში გამართულ სუფრაზე appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.