planeta.ge Posted December 11, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 11, 2021 4 დეკემბერს სანზონაში მოკლული 15 წლის დავით კრავეიშვილის ძმა „ტვ პირველთან“ ყვება, რომ ძმა ბოლოს მკვლელობამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე ნახა. ის დედასთან სამსახურში იყო მისული.გარდაცვლილის ძმა ამბობს, რომ მოკლულს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. მისივე ინფორმაციით, მკვლელობის იარაღი დანა, დავით კრავეიშვილს არ ეკუთვნოდა.ბოლოს მაღაზიაში იყო დედასთან. 10 წუთით ადრე. იქ არაფერი არ უთქვამს. გავიდა იქიდან და უნდა მოსულიყო. არავინ გამოჩენილა იქ. ჩემი ძმა არ გადაადგილდებოდა დანით. არასდროს. კონფლიქტი არ ჰქონია“, – განაცხადა მოკლული კრავიაშვილის ძმამ „ტვ პირველთან“.შეგახსენებთ, რომ 15 წლის დავით კრავეიშვილი 4 დეკემბერს სანზონაში მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით დაკავებული ორი პირი. დაკავებულებიდან ერთს განზრახ მკვლელობას, მეორეს კი მკვლელობის დაფარვას ედავებიან.The post სანზონაში მოკლული 15 წლის ბიჭის ძმა განცხადებას აკეთებს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts