Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo „მონანიება თუ რეფორმები“ – შედგება თუ არა პოლიტიკური შერიგება?


Recommended Posts

„შედგება თუ არა პოლიტიკური შერიგება?“, – ეს იყო კითხვა, რომელსაც დღეს როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციური პარტიების ლიდერები პასუხობდნენ. საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე პოლარიზაციის დასრულების საჭიროებაზე ისაუბრა.

ზურაბიშვილმა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინიციატივით გამართულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პირობა დადო, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, რათა „მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.

როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის შერიგებისკენ მიმავალი გზა მთავარი ოპონენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ მონანიებაზე, ხოლო ოპოზიციისთვის სასამართლო რეფორმაზე, მართლმსაჯულების დეპოლიტიზებასა და სამართლიან არჩევნებზე გადის.

„ქართული ოცნების“ წევრების რიტორიკა ამჯერადაც უცვლელი იყო, მაგალითად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მანამ „ნაცმოძრაობა“ დანაშაულებს არ აღიარებს, შერიგებაზე საუბარი შეუძლებელი იქნება.

„სანამ ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე, „ნაციონალური მოძრაობა“ სამართლიანად არ აღიარებს იმ პოლიტიკურ შეცდომებსა და დანაშაულებს, რისთვისაც მართლმსაჯულების წინაშე წარდგა მისი არაერთი ლიდერი, შეუძლებელი იქნება შერიგებაზე საუბარი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იზიარებს თანაგუნდელის პოზიციას და ამბობს, რომ შერიგებას აქვს წინაპირობა, ჩადენილი დანაშაულების მონანიების სახით.

„შერიგებას პოლიტიკაში აქვს თავისი წინაპირობები. ამის წინაპირობა არის, პირველ რიგში, სინანული და მონანიება, საუბარია ჩადენილი დანაშაულების გამო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება საქართველოს პარტნიორებისთვის თვალის ასახვევად იყო და საკითხს გაგრძელება არ ექნება. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი მიესალმება ზურაბიშვილის ინიციატივას და იმედს იტოვებს, რომ პრეზიდენტის განცხადება ცარიელ სიტყვებად არ დარჩება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ პოლარიზების დასრულებისთვის საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, სასამართლოს დეპოლიტიზება და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მორატორიუმი.

„ჩემი აზრით, ამისთვის საჭიროა: ფიქრი და ქმედება მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციაზე, ნამდვილი სასამართლოს რეფორმის ნება; მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე; გულწრფელი და რეალური პოლიტიკური დიალოგი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მზადაა დიალოგის დასაწყებად, თუმცა შერიგებისთვის საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო და სამართლიანი არჩევები.

„რაზე უნდა შევთანხმდეთ მაშინ? 1. თამაშის წესებზე: დანაშაულის მასშტაბს და ადრესატებს განსაზღვრავს დამოუკიდებელი სასამართლო; 2. ძალაუფლების განმსაზღვრელი უნდა იყოს სამართლიანი არჩევნები, სადაც, დღევანდელი მოცემულობით, ვერავინ 100 პროცენტით ვერ მოვა, ამას ყველა უნდა შევეგუოთ. შეიძლება ოცნებაც იყოს რაღაც დოზით, გახარიაც და სხვაც“, – განაცხადა ელენე ხოშტარია.

„ენმ“-ს წევრი, თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ სალომე ზურაშვილისა და „ქართული ოცნების“ განცხადებები შერიგებასთან დაკავშირებით ლიტონი სიტყვებია და მხოლოდ პარტნიორებისთვის თვალის ახვევას ემსახურება.

„ქართული ოცნება“, რომელიც უკიდურესად დაზიანდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ცდილობს ლიტონი სიტყვებით აღიდგინოს რეპუტაცია საერთაშორისო პარტნიორების თვალში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება კითხვა, შედგება თუ არა საერთო ეროვნული შერიგება პოლიტიკურ პარტიებს შორის და თუ შედგება, რა კომპრომისზე წავლენ მხარეები.

The post „მონანიება თუ რეფორმები“ – შედგება თუ არა პოლიტიკური შერიგება? appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...