planeta.ge Posted December 12, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2021 ცენტრ „ემპათიას“ ნევროლოგის, ოთარ თოიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნეირორეაბილიტაციასა და ფსიქონერვულ რეაბილიტაციას საჭიროებს.თოიძის თქმით, რეაბილიტაციის გაწევა საქართველოში შეუძლებელია. ნევროლოგი ამბობს, რომ ისაუბრეს ექსპრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე, თუმცა თავად მიხეილ სააკაშვილთან აღნიშნულზე საუბარი დღეს არ შემდგარა.„ის ახლა ძირითადად საჭიროებს სპეციალურ რეაბილიტაციას, ჩვენ ამას ვუწოდებთ ნეირორეაბილიტაციას და ფსიქონერვულ რეაბილიტაციას, რომლის საშუალება საქართველოში ვერ მოვიძიეთ იმ მოცულობით და იმ სიღრმით, რაც პაციენტის მკურნალობისთვის საჭიროა. მისთვის საჭიროა სპეციალიზებული დაწესებულება, რომელიც ეჭვი მეპარება, საქართველოში მოვიძიოთ. საუბარი იყო უცხოეთში მის გადაყვანაზე“, – განაცხადა ოთარ თოიძემ.The post გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში სამკურნალოდ appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts