planeta.ge Posted December 12, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2021 18 დღეზე ნაკლები რჩება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმისთვის, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი მოძებნოს.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილი ტიკარაძის ადგილზე რამდენიმე კანდიდატს – პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს, ლევან რატიანსა და ღარიბაშვილთან დაახლოებულ პირს, ნინო კობახიძეს – განიხილავს.აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა არჩილ თალაკვაძემ. მან მის მიერ ჯანდაცვის მინისტრის სავარძლის შესაძლო დაკავების შესახებ გავრცელებული ცნობა არც უარყო და არც დაადასტურა. საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი თავმჯდომარე ამბობს მხოლოდ იმას, რომ ახალ მინისტრს „ქართული ოცნების“ სრული მხარდაჭერა ექნება.„რაც შეეხება ჯანდაცვის ახალ მინისტრს, მას ექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა, რომ იმ ამოცანებს უპასუხოს, რაც დღეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. სხვას ვერაფერს გეტყვით. მე მგონი, ამომწურავი პასუხი გაგეცით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.მედიასთან კომენტარი ლევან რატიანსა და ნინო კობახიძეს არ გაუკეთებიათ. ჟურნალისტებს ესაუბრა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ლალი ტურძელაძე, რომელმაც რატიანის მიერ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის შესაძლო დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. მანამდე კი ჟურნალისტმა ელისო კილაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ ღარიბაშვილი ლევან რატიანის კანდიდატურას განიხილავდა.„ერთ-ერთი კანდიდატურა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილება ლევან რატიანის, ოღონდ არ ვიცი საბოლოოდ ეს კანდიდატურა იქნება თუ არა ბოლომდე გატანილი. ეს არის ღარიბაშვილის მხრიდან სიმპათიით განწყობილ და მიღებული კანდიდატურა“, – განაცხადა ელისო კილაძემ „ფორმულასთან“.შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ 9 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ საქმიანობას მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში გააგრძელებს. ტიკარაძე მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი წლის ბოლომდე იქნება, შესაბამისად, ღარიბაშვილს სამ კვირაზე ნაკლები რჩება ახალი მინისტრის შესარჩევად.The post 18 დღეზე ნაკლები საბოლოო გადაწყვეტილებამდე – ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts