Jump to content
Planeta.Ge

მოხდეს უარყოფა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები – რუსეთის საგარეო უწყება


Recommended Posts

რუსეთი ნატო-სგან საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევასა და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში, შეიარაღების განუთავსებლობასთან დაკავშირებით დასავლეთისგან გარანტიებს მოითხოვს. განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია, ოფიციალურად უარი ითქვას 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, იმის თაობაზე, რომ „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები”, რაც ეწინააღმდეგება ეუთო-ს ყველა წევრი-სახელმწიფოს ლიდერების ვალდებულებას – „არ გააძლიერონ საკუთარი უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის ხელშეკრულების გარდა, ნატო-ს ქვეყნებს ასევე აქვთ ვალდებულებები ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების განუყოფელობასთან დაკავშირებით, ეუთო-ს მთელ ტერიტორიაზე.

„ეს პრინციპი პირველად ჰელსინკის დასკვნით აქტში გამოცხადდა, შემდეგ კი კვლავ დადასტურდა და განმტკიცდა 1990 წელს პარიზის ქარტიაში ახალი ევროპისთვის, სადაც ნათქვამია: „თითოეულის უსაფრთხოება განუყოფლად არის დაკავშირებული ყველა დანარჩენის უსაფრთხოებასთან”. ხოლო 1999 წელს სტამბოლში, ეუთო-ს სამიტზე მიღებული იქნა ევროპის უსაფრთხოების ქარტია, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ მონაწილე სახელმწიფოები „არ გააძლიერებენ თავიანთ უსაფრთხოებას სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოების ხარჯზე”.

რუსეთი ასევე დაჟინებით მოითხოვს შეერთებული შტატებისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების მიერ, შეთანხმების ლეგალურ კონსოლიდაციას, რუსეთის მეზობელ, ნატო-ს არაწევრ ქვეყნებში თავდასხმითი იარაღის სისტემების განუთავსებლობის შესახებ, რაც მოსკოვის თქმით, საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასავლეთს რუსოფობიის კურსი აქვს აღებული და თავიანთი უკრაინელი პროტეჟის შეზღუდვის ნაცვლად, ნატო მათ აგრესიული ნაბიჯებისკენ უბიძგებს.

„სხვაგვარად შეუძლებელია შავ ზღვაში აშშ-სა და მისი მოკავშირეების გახშირებული დაუგეგმავი სწავლებების ინტერპრეტირება. ნატო-ს წევრი-ქვეყნების თვითმფრინავები, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენები, რეგულარულად ახორციელებენ პროვოკაციულ გადაფრენებს და სახიფათო მანევრებს რუსეთის საზღვართან. გრძელდება უკრაინის ტერიტორიების სამხედრო ათვისება, იარაღით აღჭურვა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მოსკოვი დაძაბულობის შესამცირებლად ნატო-ს გარკვეულ ნაბიჯებს სთავაზობს, მათ შორის რუსეთსა და ნატო-ს სამხედრო ხომალდებსა და თვითმფრინავებს შორის, უსაფრთხო დისტანციაზე შეთანხმება, განსაკუთრებით კი ბალტიისა და შავ ზღვებში.

მოსკოვი მოუწოდებს თავდაცვის უწყებათა დონეზე რეგულარული დიალოგის განახლებისკენ აშშ-სა და ნატო-სთან და მოუწოდებს ვაშინგტონს, შეუერთდეს მორატორიუმს საშუალო რადიუსზე მოქმედი ბირთვული ძალების განთავსებაზე ევროპაში.

The post მოხდეს უარყოფა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები – რუსეთის საგარეო უწყება appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...