planeta.ge Posted December 11, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 11, 2021 „ახლა არის მნიშვნელოვანი მომენტი, რომ საქართველომ და უკრაინამ ძალიან აქტიურად გააგრძელონ დასავლეთთან თანამშრომლობა ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა.მამულაშვილი ამბობს, რომ ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება რეალური ხდება, ამას ხედავს რუსეთიც და სწორედ ამის გამოძახილი იყო გუშინ ბუქარესტის 2008 წლის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება.„ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ საქართველომაც და უკრაინამაც ძალიან აქტიურად გააგრძელონ დასავლეთთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით, იმიტომ, რომ რეალური შანსი ნატო-ში გაწევრიანების მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო რეალისტური ხდება, ვიდრე ეს იყო აქამდე და შესაბამისად, რუსეთსაც რეაგირება აქვს ისეთი, როგორიც უნდა ჰქონდეს მაშინ, როდესაც ხედავს იმ საშიშროებას, რომ უკრაინა და საქართველო, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გახდებიან ნატო-ს წევრები“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ოფიციალურად უარი ითქვას 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე“.რუსეთის განცხადებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მას მიუღებელი უწოდა. რუსეთს პასუხობს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგიც და ამბობს, რომ „ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა“.The post მამულაშვილი: ნატო-ში გაწევრიანების შანსი ბევრად უფრო რეალისტური ხდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts