planeta.ge Posted December 11, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 11, 2021 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ოკუპანტი საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან მიმართებაში „აგრესიული თავდასხმის რეჟიმზე გადავიდა“.როგორც სამადაშვილი ამბობს, რუსეთის საგარეოს განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრი პოზიცია უნდა დააფიქსირო. ოპოზიციონერი აღნიშნავს, რომ ყოველი დღე, რომელსაც საქართველო ნატო-ში გაწევრიანების დასაჩქარებლად ვერ იყენებს, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სახიფათოა.„ძალიან აშკარაა, რომ რუსეთი სხვა ფაზაში გადავიდა, მე ვიტყოდი აგრესიული თავდასხმის რეჟიმზე გადავიდა, რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. ის უკვე მოითხოვს არამხოლოდ პროცესის შეჩერებას, არამედ მიღებული გადაწყვეტილებების რევიზიას და დეზავუირებას იმ განაცხადის, რაც არის ჩაწერილი ნატო-ს უმაღლესი პოლიტიკური ფორუმის შესაფერის დოკუმენტებში. ამაზე საჭიროა ძალიან მკვეთრი პასუხის როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან ერთად მობილიზება შესაბამისი რეაგირების დასავლეთის მხრიდან. ყოველი დღე, რომელსაც ჩვენ ვერ ვიყენებთ, ნატოში ჩვენი გაწევრიანების დასაჩქარებლად, არის სახიფათო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, იმიტომ რომ რუსეთი გადავიდა აგრესიული თავდასხმის რეჟიმზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ოფიციალურად უარი ითქვას 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე“.The post სალომე სამადაშვილი: რუსეთი აგრესიული თავდასხმის რეჟიმზე გადავიდა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.