planeta.ge Posted December 11, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 11, 2021 „არ ვიცი რამდენად გულწრფელია ზურაბიშვილის სიტყვები შერიგებაზე, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს ისტორიული როლი მან შეასრულოს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.დეკანოიძე აღნიშნავს, რომ შერიგებისთვის საჭიროა მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე.„არ ვიცი რამდენად გულწრფელია სალომე ზურაბიშვილის სიტყვები შერიგებასა და კონსოლიდაციაზე, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს ისტორიული როლი მან შეასრულოს.ეს აუცილებელია საქართველოს ევროპული მომავლისთვის.ჩემი აზრით, ამისთვის საჭიროა: ფიქრი და ქმედება მართლმსაჯულების დეპოლიტიზაციაზე, ნამდვილი სასამართლოს რეფორმის ნება; მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე; გულწრფელი და რეალური პოლიტიკური დიალოგი.ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ნამდვილად კონსოლიდაციაზე დგას“, – წერს ხატია დეკანოიძე.The post დეკანოიძე: შერიგებისთვის საჭიროა მორატორიუმი პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts