planeta.ge Posted December 11, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted December 11, 2021 დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი „მძიმე ეკონომიკური შედეგების“ წინაშე აღმოჩნდება.მისი თქმით, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც ლივერპულში შაბათ-კვირას გაიმართება, ერთიანობის დემონსტრირებას მოახდენს და ცხადყოფს, რომ რუსეთისგან მსგავსი ნაბიჯი „სტრატეგიული შეცდომა“ იქნება.„თუ რუსეთი ამ ქმედებას განახორციელებს, ეს იქნება სტრატეგიული შეცდომა და რუსეთისათვის მძიმე შედეგები მოჰყვება“, – აცხადებს ლიზ ტრასი.შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობა იზრდება, რადგან რუსეთი უკრაინის საზღვარზე ჯარების რაოდენობას ზრდის. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი სამხედრო თავდასხმას, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს გეგმავს, თუმცა კრემლი აღნიშნულს უარყოფს. ავტორი: მარიამ ტაბატაძეThe post ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთი მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts