Jump to content
Planeta.Ge

დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი გარდაიცვალა


Recommended Posts

დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი გარდაიცვალა -ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.

“დღეს, 2021 წლის 7 დეკემბერს, გარდაიცვალა ფოთისა და ხობის ეპარქიის მღვდელმსახური, ფოთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი.

მამა თეიმურაზი 1978 წელს დიაკვნად აკურთხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, 1979 წელს კი თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხეს ხელი. 1980 წლიდან გარდაცვალებამდე,

41 წლის განმავლობაში, იგი ფოთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში მსახურობდა და ერთგულად ემსახურებოდა ქრისტეს რწმენასა და მრევლს.

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მიერ იგი აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში, სხვადასხვა დროს კი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით, გამშვენებული ჯვრით, მიტრითა და ორი ჯვრის ტარების უფლებით. მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ თეიმურაზის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.

ფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი თეიმურაზი’, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

The post დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი გარდაიცვალა appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...