შანკარადევა Posted January 7, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2021 (edited) კაცობრიობა განიცდის აქტიურ დეგრადაციას და იყოფება დეკადანსის ტყვეობაში. თავდაპირველად, კალი-იუგას დაწყებამდე, მსოფლიოს მართავდა პანენთეიზმის პარადიგმა და ყველას ესმოდა, რომ კოსმოსი ესაა ღმერთის (აბსოლუტის) სხეული, ყველას ესმოდა, რომ აბსოლუტი არის ტრანსცენდენტურიც და იმანენტურიც ერთდროულად. მათ ესმოდათ, რომ ღმერთი ყველაფერშია და რომ სამყარო, არის აბსოლუტის გაგრძელება. ეს იყო განვითარებული თეოცენტრიზმის პარადიგმა. გავიდა დრო და ადამიანებმა დაკარგეს პანენთეისტური აღქმა ყოფიერებისა, მათ დაკარგეს სულიერი ცოდნის ნაწილი და სულიერი მზერა, ისინი გადავიდნენ პრიმიტიული პანთეიზმის პარადიგმაზე და მიიჩნევდნენ, რომ კოსმოსია ღვთაებრივი, ხოლო კოსმოსის მიღმა მათი გაგებით არაფერი არ იყო. ეს იყო პრიმიტიული კოსმოცენტრიზმი. გარკველი დროის შემდეგ ადამიანები დავიდნენ პრიმიტიული პოლითეიზმის და ანიმიზმის დონეზე. შემდეგ მოხდა ისე, რომ პოლითეიზმი უარყოფილი იქნა და ანტიკური ეპოქის დასასრულის შემდეგ დაიწყო არასწორი თეოცენტრიზმის (თეოკრატიის) ეპოქა, ბნელი შუასაუკუნეები, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს კოსმოსის მიღმა მყოფი მონოთეისტური (ტრანსცენდენტური) ღმერთის თაყვანისცემა. შემდეგ მოვიდნენ „განმანათლებლები“ და მათ მოიტანეს ანთროპოცენტრიზმი და განაცხადეს, რომ ადამიანია აბსოლუტი. მეოცე საუკუნეში გამოჩნდნენ „ბრძენკაცები“, რომლებმაც დაიწყეს ახალი კონცეფციის - ბიოცენტრიზმის ფორმირება და განაცხადეს, რომ ბუნება, ფლორა და ფაუნა არის აბსოლუტური ფასეულობა და არა უფალი, მისტიკური კოსმიური წესრიგი ან ადამიანი („ბუნების მეფე“), მათ განაცხადეს, რომ უმაღლესი ფასეულობაა მატერიალური ბუნება (ყოველგვარი მისტიციზმის და პანთეიზმის გარეშე) და ბიოლოგიური სიცოცხლე, რომელსაც მნიშვნელობა ენიჭება არა უფლის მიერ, არამედ თავისთავად, „შიგნიდან“.ანთროპოცენტრიზმი ჩაისახა ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში, როდესაც ბრძენმა პროტაგორამ ბრძანა, რომ „ადამიანია ყველაფრის საზომი“. შემდგომში ანთროპოცენტრიზმმა უფრო და უფრო მრუდე და გაუკუღმართებული ფორმები მიიღო და განიცადა დეგრადაცია.ეს ყველაფერი არის ონტოლოგიური ნიჰილიზმის განვითარების ეტაპები; გადასვლა პანენთეიზმიდან პანთეიზმზე, პანთეიზმიდან პოლითეიზმზე, პოლითეიზმიდან მონოთეიზმზე და მონოთეიზმიდან ათეიზმზე. ეს ონტოლოგიური ნიჰილიზმი შემთხვევით არ გაჩენილა ადამიანთა გულებში და ცნობიერებაში.თავდაპირველად გაუფასურდა პანენთეიზმი, რადგანაც ადამიანებს აღარ ჰქონდათ მისი აღქმის უნარი, შემდეგ გადავიდნენ პრიმიტიულ კოსმოცენტრისტულ პანთეიზმზე, მაგრამ ესეც გაუფასურდა და დავიდა ადამიანთა აზროვნება პრიმიტიულ პოლითეიზმზე და შამანიზმზე, აქედან ადამიანები გადავიდნენ მკაცრ მონოთეისტურ ტრანსცენდენტურ ღმერთზე, რადგანაც გაუფასურდა პოლითეიზმიც, საბოლოო კი გაუფასურდა მონოთეიზმიც და საბოლოოდ მივიღეთ - ათეიზმი, ბიოცენტრიზმი და ნეოპოზიტივიზმი. თავდაპირველად ადამიანები ხედავდნენ ფასეულობას და აზრს პანენთეიზმში, მაგრამ შემდეგ უკვე ვეღარ აღიქვამდნენ ფასეულობად პანენთეისტურ რელიგიურ ფილოსოფიას და მისტიციზმს, შემდეგ კოსმოსში ვეღარ ხედავდნენ ფასეულობას, შემდეგ მონოთეისტურ ღმერთშიც ვეღარ შეძლეს ფასეულობის დანახვა, ბოლოს კი ადამიანშიც შეწყვიტეს აბსოლუტური ფასეულობის დანახვა. ამიტომაცაა რომ დღეს აბსოლუტურ და უმაღლეს ფასეულობად (ერთადერთ ფასეულობად) გამოცხადებულია ბილოგიური სიცოცხლე, ბუნება, ფლორა და ფაუნა და არა ადამიანი („ბუნების მეფე“), კოსმიური მისტიკური წესრიგი ან ღმერთი (აბსოლუტი). სწორედ ფლორას და ფაუნას, როგორც აბსოლუურ ფასეულობას, განიხილავენ ერთადერთ ღირებულებად და ზოგიერთები, მაგ. დევიდ ორტონი, იქამდეც კი მიდიან, რომ აცხადებენ, რომ თურმე „დედამიწა არავისი არაა“. მომავალში ეს ნიჰილიზმი მიიღებს ბევრად უფრო საზიზღარ და საზარელ ფორმებს, რაც არაა გასაკვირი, თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ დანავების მიერ შექმნილია ორგანიზაცია, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც „ნებაყოფლობითი გადაშენებისკენ“ მოუწოდებს ადამიანთა მოდგმას, რადგანაც თურმე ადამიანი ფასეულობას აღარ წარმოადგენს, რადგანაც ბუნებას აზიანებს და კლავს. ღმერთზე აქ ლაპარაკიც აღარაა, უწყებ ეგეთ „ადამიანებს“ საუბარს ღმერთზე და მასხრად გიგდებენ, სამაგიეროდ ბიოცენტრისტულ დოგმებს ძალიან კარგადაც ეთაყვანებიან.ომ შანტი. 07.01.2021. Edited January 7, 2021 by შანკარადევა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted January 19, 2021 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2021 კოსმოსი ესაა ღმერთის (აბსოლუტის) სხეული, ეჰ, რას უყურებს მერე ის აბსოლუტი, როცა არხონტები ასე ანადგურებენ მოაზროვნე ადამიანებს..?? მისტიკური წესრიგიეჰ, მისტიური კარგი არაფერი მინახავს, ცუდი - კი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.