Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ისიდა (ძველეგვიპტურად „ისეტ“ ან „ასეტ“) — ძველი ეგვიპტის უზენაესი ღვთაება, ოსირისის და და ცოლი. ოსირისის კულტთან უმჭიდროეს კავშირშია ისიდას კულტი. ისიდა იყო ნაყოფიერების, დედობის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ქალღმერთი. ერთი ეგვიპტური მითის მიხედვით ოსირისი მოკლა ბოროტმა სეთმა და მისი სხეულის ნაწილები მთელ დედამიწაზე მოაბნია. გამწარებულმა ისიდამ მთელი დედამიწა შემოიარა, რათა შეეგროვებინა მისთვის უსაყვარლესი ადამიანის სხეულის ნაწილები. იგივე მითის მიხედვით რამდენიმე ხნის შემდეგ ოსირისი აღსდგა მკვდრეთით და იმქვეყნიური სამეფოს მმართველი გახდა. ისიდას კულტი საბერძნეთში ადრევე გადავიდა, ხოლო ელინიზმის პერიოდში გავრცელდა დუნაიდან ინდოეთამდე. რომში ისიდას კულტი გადავიდა პირველ საუკუნეში ჩვენს ერამდე. იმპერიის პერიოდში ისიდას კულტს სახელმწიფო იცავდა და უდიდესი აღიარება მოიპოვა ყველგან, სადაც კი რომაელთა ბატონობა გავრცელდა.

 

ბერძნულ–რომაულ სამყაროში ისიდა ითვლებოდა მიწისა და მეზღვაურთა მფარველად, ციურ მნათობთა შემქმნელად, იალქნის გამომგონებლად და სხვა. იმ ტანჯვა–წამებისა და განსაცდელის გამო, რომელიც ისიდამ განიცდა ოსირისის ნაწილების შეგროვებისა და ბოროტ სეთთან ბრძოლისას, იგი დაბეჩავებულთა ღვთაებად, ქალთა შემწედ, დამცირებულთა ქომაგად და მფარველად აღიარეს (ისიდას ეს თვისებები ქრისტიანობამ მარიამ ღვთისმშობელს მიაწერა). ისიდას დღეობებს მისტერიების ხასიათი ჰქონდა და დემეტრეს ელევსინურ მისტერიებს წააგავდა. რომში ისიდას დღესასწაულს 5 მარტს აღნიშნავდნენ.

 

ძვ. ეგვიპტურ გამოსახულებებში ისიდა უფრო ხშირად ტახტზე მჯდომარეა, ხელში უჭირავს ძროხის რქები და რქებს შორის მოჩანს ამომავალი მზის დისკო. ბერძნულ–რომაულ ხელოვნებაში ისიდა ჰერას მსგავსად გამოისახება: გრძელი ტანსაცმლით, მშვიდი, საკმაოდ ამაყი და დიდებული სახით. მისი ატრიბუტებია: გველი, ლოტოსი, თავთავი, სიუხვის რქა. ისიდას ზოგჯერ ხელში უჭირავს ჩვილი ჰოროსი, რომელიც ქრისტიანობამ ქრისტესთან გააიგივა. საბერძნეთში ერთხანს იგი აფროდიტედ მიაჩნდათ, ხოლო ჰოროსი ეროსად. ისიდას მითს ხშირად უკავშირებდნენ სერაპისის მითს. ჩვენამდეა მოღწეული ქანდაკება, რომლის მიხედვითაც ისიდა და სერაპისი წელს ზემოთ ადამიანები არიან, ხოლო წელს ქვემოთ – გველები. გველების ქვემო ნაწილები ერთიმეორეზეა გადახვეული. ისიდას კულტი აირია და შეერწყო მრავალი ქვეყნის ბევრი ღვთაების კულტს.

 

http://rodbg.com/wp-content/uploads/2020/07/Untitled-design-231.png

Edited by შანკარადევა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...