Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ინდო-ბერძნული სამეფო — სახელმწიფო ჩრდილოეთ ინდოეთში, ძვ.წ.180 – ძვ.წ. 10 წ.წ., მართავდნენ ევტიდემის დინასტიის გამგრძელებელი ბერძენი მეფეები. ინდო–ბერძნული სამეფო წარმოიქმნა როგორც ბერძნულ–ბაქტრიული სამეფოს გაფართოება.

 

ძვ. წ. 180 წ. ჩდილოეთ ინდოეთში შეიჭრა დემეტრიოს I. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მაურიების დინასტია ტახტიდან ჩამოაგდო პუშიამიტრა შუნგამ – შუნგას დინასტიის დამარსებელმა. (ძვ.წ.185-78 წ.წ.). ბერძნებმა მიაღწიეს თვით დედაქალაქ პატალიპუტრამდე აღმოსავლეთ ინდოეთში (თანამედროვე ქალაქი პატნა) სტრაბონი წერდა : " ისინი ვინც მოვიდნენ ალექსანდრესთან ერთად მიაღწიეს განგამდე და პატალიპუტრამდე. ინდური ხელნაწეები, ასევე, მეტყველებენ ქალაქების – მატჰურა, პანჩალა, საკეტა, პატალიპუტრა – ბერძნულ შეტევებზე. ამის შესახებ წერდა დაახლოებით ძვ.წ. 150 წ. პატანჯალი.

 

სამხრეთით ბერძნებმა დაიკავეს სინდჰისა და გუჯარათის ოლქები. აგრეთვე ბარიგაზას (ბჰარუჩის) სტრატეგიული ნავსადგური, რის შესახებაც გვიამბობენ სტრაბონი და სხვა ავტორები. ამას ადასტურებს აპოლოდოტ I–ის მონეტები. უფრო სარწმუნოა, რომ პენჯაბიდან აღმოსავლეთით მდებარე პროვინციების დაპყრობა მოგვიანებით მომხდარიყო მეფე მენანდრე მიერ მე–2 საუკუნის მეორე ნახევარში. თანამედროვე პაკისტანის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქი სირკაპი აგებული იყო მეფე დემეტრიოს I ბაქტრიელი–ის მიერ. ქალაქი აგებულია ბერძნული ქალაქთმშენებლობის სტანდარტების სრული დაცვით. ნაპოვნია არაერთი ბერძნული კულტურის ნიმუში. კერძოდ, ბერძენ–ბაქტრიელ მეფეთა მონეტები, რომლებზეც გამოსახულია ბერძნული მოთოლოგიური სცენები.

 

 

პირველი ლაშქრობა დასრულდა ძვ.წ. 175 წლისათვის. ამ დროს ბაქტრიაში ევკრატიდმა მოახდინა ტახტის უზურპაცია, ხელისუფლებას ჩამოაშორა ევტიდემის დინასტია და დაიკავა მისი ტერიტორიები მდინარე ინდამდე. ეს მოხდა ძვ.წ. 170–150 წ.წ. შორის. წყაროები გვაუწყებენ განხეთქილებას ბერძენთა შორის და მკაცრი სამოქალაქო ომის მოლოდინს.

 

ევკრატიდეს მოძრაობა შეჩერებულ იქნა მენანდრეს მიერ, რომელიც დაეყრდნო ინდოელთა ძალას და ზედიზედ რამდენიმე გამარჯვა ბაქტრიაზე, რის შემდეგაც დაიწყო აღმოსავლეთით გაფართოება. მენანდრე შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე წარმატებულ ინდო–ბერძენ მეფედ, რომელმაც ტერიტორიების მაქსიმუმი დაიმორჩილა. მისი მონეტები დიდი რაოდენობით არის გავრცელებული უზარმაზარ ფართობზე. ტერმინი "მენანდრეს მთები" ძვ.წ. I აღნიშნავდა ინდოსტანის უკიდურესი აღმოსავლეთის მთიან ქედებს. მენანდრე მოხსენებულია ბუდისტურ ლიტერატურაში როგორც მეფე მილინდა, რომელიც ეზიარა ბუდიზმს, გახდა არჰატი და მისი წმინდა ნაწილები საგულდაგულოდ ინახება, როგორც ბუდას წმინდა ნაწილები.

 

ძვ.წ. 125 წ. ინდო–ბერძნულ ტერიტორიაზე შეიჭრნენ ბერძებ–ბაქტრიელები ევკრატიდეს ვაჟის, მეფე ჰელიოკლომის მეთაურობით, მაგრამ იმავე დროს იუეჩჟებმა დაიწყეს შემოტევა ბაქტრიაზე ჩრდილო–დასავლეთის მხრიდან და დაიკავეს იგი. დანარჩენი სამეფო ორ ნაწილად გაიყო. ერთ ნაწილზე მეფობდა მეფე მენანდრეს დინასტია, მეორე ნაწილი კი დაიშალა წვრილ სამთავროებად.

 

post-10707-0-68972100-1524650683_thumb.jpg

post-10707-0-68972100-1524650683_thumb.jpg

Edited by შანკარადევა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...