შანკარადევა Posted March 17, 2019 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2019 ინდუიზმში და სხვა დჰარმულ რელიგიებში დევები არიან ღმერთები. ლათინურადაც დეუს იგივე დევ ნიშნავს - ღვთაებას, მაზდეანურ ანუ ზოროასტრულ რელიგიაში - პირიქით, დევები არიან დემონები, ხოლო აჰურები იგივე ასურები - ღმერთები, რომელთაგან უმთავრესია - აჰურა მაზდა იგივე ასურა მაზდაო. დასავლეთ აზიაზე დიდ გავლენას ახდენდა ირანული ზოროასტრიზმი, რომელიც შექმნა ზარატუსტრა სპიტამამ, პორუშასპასა და დუგდოვას ძემ, ძვ.წ. მეექვსე საუკუნეში, გაანადგურა რა დევების კულტი და გამოაცხადა ისინი ავ სულებად, ხოლო ასურები - კეთილ სულებად, მისი საქმე გააგრძელა იმპერატორმა ქსერქსე პირველმა და შემდგომმა მეფეებმაც განაგრძეს ვედური კულტების წარხოცვა პირისაგან მიწისა. კავკასიაში ძლიერი იყო ზოროასტრის გავლენა. ძველი ქართული წარმართული რელიგია, პრაქტიკულად ესაა ზოროასტრიზმი და სხვა არაფერი. სადაა მტკიცებულება? აი აქ: ქართულ წარმართობაში, ისევე როგორც ზოროასტრიზმში დევები დემონურ სულებად იყვნენ მიჩნეულნი, რომელთაც ებრძოდნენ ე.წ. "ღვთისშვილები", ხოლო "ღმერთი" იყო ვინმე - "მორიგე", რომლის სიტყვებსაც იწერდა - კვირია. მორიგე ესაა ასურა მაზდაო, ხოლო მისი "ღვთისშვილები" - ასურები ანუ აჰურები. ვედური გაგებით ქართული წარმართობა იყო ირანული დემონიზმის - მაზდეანობის გაგრძელება და სხვა არაფერი. ირანულ მითოსში არიან ქართული ღვთისშვილების მსგავსი სულები - ამეშასპენტები, რომლებიც ებრძვიან დევებს, რომელთაგან უძლიერესია საურვა ანუ ირანულად - ვერაგობა, ხოლო ინდურად შარვა - მშვილდოსანი, რაც შივას რვა მთავარი ეპითეტიდან ერთ-ერთია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.