Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

Guest ჭანო
რას იზამ ყველას აქვს თავისი ნაკლი.

აი როცა მაგ ნაკლით ამაყობენ,მაშინა პრობლემა!

 

გავიგეეეეე, რომ არ ხარ მართლმადიდებელიიიიიი!!!

ვერაფერიც ვერ გაიგე,ეს არაფერს ამბობს ჩემს მართმადიდებლობა არ მართლმადიდებლობაზე, არემდე იმ ფსევდო მორწუმეებზე და პატრიოტებზე, ვისაც გონია რომ ქართელი და მართლმადიდებელი ერთი და იგივეა,ანუ თუ მართმადიდებელი არ ხარ ქართველი ვერ იქნები!!!

და ა.შ.

 

ქრისტიანობას ფიცულობენ და ქრისტეს სიტყვები არ იციან!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

ჭანო გავიგეეეეე, რომ არ ხარ მართლმადიდებელიიიიიი!!!

რატომ ხარ ასეთი გაბრაზებული ყველაზე. რა დაგიშავეთ დანარჩენებმა?

რას იზამ ყველას აქვს თავისი ნაკლი.

ფილმი მახსენდება მგონი "მეხუთე ელემენტი"ა ნაყურები გაქვს. ეპიზოდია ასეთი, როდესაც დედამიწის გადარჩენისათვის დგას ადამიანთა ჯგუფი და ლოცულობენ, ამ დროს გადის ტიპი და მას ეუბნებიან მოდი და ჩვენთან ილოცეო. პასუხი: მე თქვენი სარწმუნოების არ ვარო, მლოცველები კი ეუბნებიან: არაუშავს უნაკლო არავინაა.

:DD :DD :DD

მხოლოდ სიცილით რომ გამოვხატო ჩემი აზრი ხომ შეიძლება... :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
მხოლოდ სიცილით რომ გამოვხატო ჩემი აზრი ხომ შეიძლება..

ტუ ფილოსოფიური სიცილია მაშინ კი :) :ფილოსოფიური-სიცილის-სმაილიკი:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი როცა მაგ ნაკლით ამაყობენ,მაშინა პრობლემა!

ვერაფერიც ვერ გაიგე,ეს არაფერს ამბობს ჩემს მართმადიდებლობა არ მართლმადიდებლობაზე, არემდე იმ ფსევდო მორწუმეებზე და პატრიოტებზე, ვისაც გონია რომ ქართელი და მართლმადიდებელი ერთი და იგივეა,ანუ თუ მართმადიდებელი არ ხარ ქართველი ვერ იქნები!!!

და ა.შ.

 

ქრისტიანობას ფიცულობენ და ქრისტეს სიტყვები არ იციან!!!

თუკი ხარ ქართველი და აღმსარებლობით მართლმადიდებელი ხარ ქართველი,

თუ არადა წაიკითხე შენი სიგნიჩა :)

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
თუკი ხარ ქართველი და მართლმადიდებელი ხარ ქართველი,

თუ არადა შენ სიგნიჩაში რაც გიწერია ეგ ხარ TAT.gif

დამანჭვის სმაილიკი დაგავიწყდა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დამანჭვის სმაილიკი დაგავიწყდა!

შენ თვითონ გიწერია ვინც ხარ, ეტყობა ვერც გააცნობიერე რამხელა ჭეშმარიტება

ჩაწერე შენს სიგნიჩაში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
:ზისიციილ: 073.gif

თემის მორალი აქა

http://www.myvideo.de/watch/4138018/Hunde_...cherungswerbung

 

:)

 

 

Nukriko

ცოტა მოგვიანებით შენ გაწმინდე ეს თემა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ საკუთარ გონებაზე ვძალადობთ. უკეთეს შემთხვევაში, საკუთარ თავთან მუდმივ ”დიპლომატიურ მოლაპარაკებაში” ვართ და ვცდილობთ საკუთარი თავი დავარწმუნოთ იმაში, რაც გულის სიღრმეში მაინც საეჭვო რჩება. ამ მდგომარეობას ჩვენ შინაგან გაორებამდე მივყავართ. ეს გაორება მეც და თქვენც ნათლად გვინახავს:

გაიხსენეთ ეკლესია, თუ რა მოწიწებით უჭირავს სანთელი ხელში საკუთარი მოყვასის მტერს ან რა სინაზითა და სიფაქიზით იწერს პირჯვარს არშემდგარი ადამიანი.

ამიტომ შეუძლებელია ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვთქვათ ”დიახ” ან ”არა”. როდესაც გონებაში ეჭვი ბოლომდე არ გაფანტულა, შეუძლებელია რწმენის ჭეშმარიტება მივიღოთ. უფრო მეტიც, ამაში ვერც აუცილებლობასა და ვერც ვინმეს დამსახურებას ვერ ვხედავთ.

ამგვარად, ადგილი აქვს მუდმივ შინაგან მერყეობას და ამ მერყევ, გაუწონასწორებელ, არშემდგარ ადამიანთა ”საზოგადოების” არსებობა კრიმინალური ელიტისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს.

ასეთ მდგომარეობაში თვითშემეცნებით განმსჭვალული ადამიანის სიტყვა ”მწამს” ხშირად, თუ მკაცრად ჩავიხედავთ საკუთარ სულში, ნიშნავს ”მართალია არა მწამს, მაგრამ ძალიან მინდა, რომ მწამდეს. მინდა დავარწმუნო საკუთარი თავი იმაში, რომ ”მწამს”.

შეიძლება ღრმად ვცდებით, მაგრამ ასეთი ”რწმენა” ცოდვად მიგვაჩნია ღმერთის, ანუ უდიადესი სიმართლის წინაშე. შეიძლება ეს ცოდვა სულაც არ არის და ადამიანის ერთ უნიკალურ, მიწიერი ცხოვრებისაგან მიღებულ თავისებურებას ეფუძნება. ეს თავისებურება ყველაზე ნათლად დევიდ იუმმა გამოხატა.

იუმის აზრით, პრაქტიკული, ყოველდღიური ცხოვრება რწმენაზეა დამყარებული. უფრო ნათელი რომ გახდეს, შემდეგ მაგალითს მოგიყვანთ: როდესაც საღამოს დასაძინებლად ვწვებით, ღრმად ვართ დარწმუნებულნი იმაში, რომ გავიღვიძებთ და დღე დაგვხვდება. ამ თავისთავად ცხად ჭეშმარიტებას თუ მკაცრად მივუდგებით, აღმოჩნდება, რომ საქმე არც ისე მარტივად არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მართლაც, ვინმემ რომ მოგვთხოვოს ამ ჭეშმარიტების ”დამტკიცება”, მივხვდებით, რომ მტკიცებულების მოყვანა შეუძლებელია.

მართლაც, ჩვენ ვერ დავამტკიცებთ, რომ ღამის განმავლობაში დედამიწას მეტეორი არ დაეცემა და დღე-ღამის ასტრონომიული ცვლილება არ დაირღვევა. ან კიდევ, უბედური ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი უაზროდ აშენებული ან მოუვლელობით დაზიანებული სახლი არ დაინგრევა; ასევე ღამით, სახლშიც კი, იარაღიანი, ნიღაბაფარებული ბანდიტის თავდასხმისაგან არავინ არის დაცული.

ჩვენ რომ ამ შესაძლო უბედურებათა შესახებ ვიფიქროთ, მაშინ საერთოდ არ უნდა დავიძინოთ და შესაბამისად, სიცოცხლეც შეწყდება. ამიტომ, ყოველგვარ ”მტკიცებას”, ”ლოგიკას” უგულებელვყოფთ და დარწმუნებულნი იმაში, რომ არავითარი კატასტროფა არ გვემუქრება, ყოველ შემთხვევაში ამ ღამით მაინც, მშვიდად ვიძინებთ.

ამრიგად, ცხოვრებისეულ რწმენას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ჩვენც ამით ვხელმძღვანელობთ და არა ”ბუნების კანონებით”, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ”მწამს” არაფრით არის გარანტირებული, მაშასადამე ბრმაა.

როგორც ჩანს, იქ, სადაც მტკიცება შეუძლებელია, რწმენა გვშველის.

ცხოვრება დაფუძნებულია რწმენაზე, რომლის ”მტკიცებას” აზრი არა აქვს.

”რაც ჩვენია, ის კარგია” _ ეს ლოზუნგი აღარ გამოგვადგება.

”დავიბადე საქართველოში და ქრისტიანი უნდა ვიყო” _ ვინმეს რწმენას ვერც ეს ლოზუნგი შემატებს რამეს.

ქრისტეს სიყვარულმა სხვის მიმართ არ უნდა დაგვაბრმავოს. უდიადესი სიმართლე იმიტომაა უდიადესი, რომ ის ყველგან და ყველაფერშია.

შესაბამისად, ყველა რელიგიაში სიმართლის ელემენტების დანახვა შეიძლება და, ალბათ, აუცილებელიცაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

ქრისტე აღსდგა! მშვენიერი თემაა... რაც შეეხება ღმერთის მატერიალურობის საკითხს ამ კითხვის პასუხი თვით მართლმადიდებლობაა, ღმერთი მატერიალურია. რაც შეეხება იდეალიზმს და მატერიალიზმს მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი კლასიფიკაცია საკითხის შესწავლას გვიადვილებს, მაგრამ იმდენად ბევრი დამატებითი ცნება შემოდის რომ გვაბნევს, არ შეიძლება ერთმანეთის გარეშე წარმოვიდგინოთ მატ.. და იდეალ ეს ერთის< მთლიანის ორი ნაწილია. ჩემი აზრით ადამიანის შემეცნებაც უსაზღვროა, დღემდე მაოცებს და ვერსად პასუხი ვერ მიპოვია რატომ აქვს ადამიანს ამხელა ტვინი? რასაც ჩვენ ვაკეთებთ კაკლისხელა ტვინი ეყოფოდა ჩვენ ვერ ვიყენებთ ჩვენი რეალური შესაძლებლობების 90 პროცენტს.

პასუხის გაგება ამ ყველაპერზე ალბათ ისევ დასაწყისთან დაგვაბრუნებს. სიკვდილიც საწყისთან დაბრუნებაა, სიცოცხლე მცდელობა ამოვხსნათ ის რაც ჩვენამდე იყო რაც არი და რაც იქნება, გვინდა კი რეალურად ამის გაგება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...
რაც შეეხება ღმერთის მატერიალურობის საკითხს ამ კითხვის პასუხი თვით მართლმადიდებლობაა, ღმერთი მატერიალურია.

goga11

 

ღმერთი მატერიალურია? ეს რაღაც ახალი ფილოსოფიაა მგონი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 months later...
  • 1 month later...

იცი, აი ეხლა ვკითხულობდი შენს ნაწერს და განსაკუთრებით შუა ნაწილში, ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ჩემი დაწერილი ყოფილიყო. ბევრ რამეში გეთანხმები ... ბოლო ერთი წელია ვცდილბ ვიპოვო პასუხი კითხვებზე: საიდან მოვედით? რამ შეგვქმნა და რა მიზნით? მაგრამ ამ კითხვებმა ურწმუნოებამდე მიმიყვანეს. ფიქრმა იმაზე თუ რა არის სამყაროს აზრი და მთლიანი გიგანტური და უსასრულო სივრცის მარტივ მამრავლებად დაშლამ, იმ აზრზე დამაყენა რომ ღმერთი არ არსებობდა და რომ ეს ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივაა ზედმეტად მარტივი და იმდენად გენიალურია, რომ ჩვენ თვითონ, ადამიანებს, გვიჭირს წარმოდგენა ასეთი სიმარტივის და ვცდილობთ მასში რაიმე ამოუხსნელისა და მისტკურის პოვნას.. ვფიქრობდი, რომ სარწმუნოება ეს თანამედროვე ქცევის კოდექსი იყო, რომელიც გარკვეულ ფსიქოლოგიურ საზღვარს წარმოადგენდა ადამიანებისათვის, რომლების მოთოკვისა და დამორჩილების გზა არ არსებობდა. წარმოიდგინეთ ქვის ხანა : ადამიანები ყოველგვარი მორალისა და სინდსის გარეშე. ისინი კლავდნენ ერთმანეთს არ გააჩნდათ ჭამის, მოქცევის კულტურა, არ ჰქონდათ არანაირი სიყვარულის გამოვლინება.. მოკლედ, იყვნენ შეუზღუდავნი სამყარსაგან და შეუზღუდავნი თავიანთივილებისა, განცდებისა თუ სინდისისაგან... როგორ გგონიათ, დღეს ჩვილი დაბადებიდან რომ იგივე პირობებში აცხოვრო: არ ასწავლო, არ ჩააცვა და სადმე უკაცრიელ კუნძულზე ბედის ანაბარა მიატოვო იგივე არ გაიზრდება (ნუ თუ გაიზარდა საერთოდ :D ) როგორიც იყვნენ ჩვენი შორეული წინაპრები? ... მოკლედ მინდა ვთქვა რომ ადამიანი კი არა - შეიცვალა სამყარო, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს... ეს სამყარო ჭკვიანი ადამიანების ხარჯზე იცვლებოდა... ამ "ჭკვიანებმა" იცოდნენ რომ უნდა შეექმნათ რაღაც ისეთი, რისიც შეეშინდებოდა ხალხს, რადგან ამის გარეშე მასის მოთოკვა და "აზოგადოებრივ" ფარგლებში მოქცევა შეუძლებელი იქნებოდა... მოკლედ, მოიფიქრეს, რომ სჭირდებოდათ რაღაც მაშტაბური.. არა ისეთი, როგორიც უბრალო კერპთაყვანისმცემლობაა ( თუმცა ალბათ ისიც მხოლოდ თავისი თავის შესასზღუდად დასჭირდა ადამიანს) , მოკლედ დაწერეს წიგნი, რომელიც დედამიწაზე სამოთხის ბაღს გააშენებდა. რომელსაც დაემორჩილებოდა ყველა არსება. შეხედეს, რომ ადამიანებს არაფერი აფერხებდათ ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტვაში. ჰოდა, ამ წიგნში ჩაწერეს, რომ ეს უდიდესი ცოდვა იყო კაცობრიობისათვის და მაშინდელი სოფმხედველობისათვის დამაჯერებლადაც ახსნეს, თუ რატომ იყო ასე.(განა საშინლად განრისხებულს არასოდეს გაგჩენიათ ვინმეს მოკვლის სურვილი?! მაგრამ მერე ისევ საკუთარ თავზე იწყებთ ფიქრს და ამბობთ რომ ეს ცოდვა ცუდ შედეგებამდე მიგიყვანთ და ვერ უღალატებთ საკუთარ მორალს ) მოკლედ... რომ არ გადავუხვიო ... მერე შეხედეს ამ ჩვენმა "ჭკვიანებმა" და დაინახეს რომ ადამიანების უმეტესობას უზარმაზარი, ვეებერთელა ღიპები და ღაბაბები ეკიდათ.. ჭამდნენ უზომოდ , რადგან არც ესთეტიკის მნიშვნელობა ესმოდათ, არც გარეგნობაზეც არ ფიქრობდნენ და რაც მთავარია... არ იცოდნენ რა საფრთზეს წარმოადგენდა მათი ჯანმრთელობისათვის ეს.. ბევრი რომ არ გავაგრძელო ... ამ ხალხმა დააწესა საზგვრები, რომლების გადაცდომის შემთხვევაში ადამიაბი სახმილის ცეცხლში დაიწვებოდნენ სიკვდილის შემდეგ.. ეს იყო სასჯელი, რომელიც შეაშინებდა მათ და შეძლებდა ზემოქმედების მოხდენას მათზე. წიგნი ჭკნიანებმა სიყვარულის პრინცეპებზეე აგეეს, რათა დაემყარებინდა სიმშვიდე დედამიწაზე.. მიწაზე, სადაც ყოველი არსება ამბიციებითა და ოცნებებით არის გამსჭვალული...

ჰოდა მე ვიფიქრე რომ მივაგენი ჭეშმარიტებას.. მივუხვდი ეშმაკობასა და სიცრუეს იმ "ჭკვიანებს", რომლებსაც საუკუნეების მანძილზე უჯერებდნენ, ბრმად ენდობოდნენ და თავსაც კი სწირავდნენ მათი შექმნილისარწმუნოების გამო. ვიფიქრე, რომ მე, 17 წლის გოგო , რომელსაც ცხოვრება ცალი თვალითაც არ მინახავს იმ ყველა მორწმუნეზე ჭკვიანი ვიყავი, რომლებიც ვერაფერსაც ვერ მიხვდნენ და მისტიურისა და ამოუცნობის პატივისცემასა და სიყვარულს მიუძღვნეს მთელი მათი ცხოვრება. ჰო , მართლა ასე ვფიქრობდა და ვერც კი შევამჩნიე თავად როგორ გავხდი ლუციფერი... გამომეპარა ყველაზე მნიშვნელოვანი და საგულისხმო ... ვერ გავითვალისწინე, რომ სამყაროში არაფერი არ ჩნდება ასე... არც ჭკუა და არც ნიჭი. ახლა ვხვდები ... იმ "ჭკვიან" ხალხს არ შეიძლებოდა ჰქონოდათ ის სიბრძნე, რაც ბიბლიაში დევს... და იმასაც მივხვდი რომ შემეშალა სახელი და არსი მათი .. მათ "ჭკვიანნი" ან ბრძენნი კი არა - მამა, ძე და სული წმინდა ჰქვიათ. ჰოდა უპალმა შემინდოს ლუციფერობა. მე მის წინაშე მუხლმოყრით ვდგავარ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...