Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ტრადიციონალისტი ფუნდამენტალისტი ქრისტიანები ამტკიცებენ, რომ ბიბლიურმა მამაღმერთმა ერთხელაც დაინახა, რომ კაცობრიობა აივსო და გაირყვნა და გადაწყვიტა მისი განადგურება მსოფლიო წარღვნით, ფუნდამენტალისტების თანახმად მთელ დედამიწაზე მხოლოდ ნოე იყო მართალი და წმინდა კაცი, რომელიც ღმერთს ძალიან უყვარდა. ნოეს ჰყავდა ცოლი და სამი ვაჟიშვილი: სემი, ქამი და იაფეტი, რომლებსაც ჰყავდათ ცოლები. ბიბლიურმა ღმერთმა ნოეს კიდობნის აშენება უბრძანა, სადაც მას და მის ოჯახს შეეძლებოდა გადარჩენა, როდესაც ღმერთი დედამიწაზე ყველაფერ ცოცხალს დაღუპავდა, ღმერთმა აგრეთვე მას უბრძანა კიდობანში შეეყვანა ცოცხალი არსებების (ცხოველების) გარკვეული ნაწილი. ნოემ გააკეთა ის როგორც ღმერთმა უბრძანა, როდესაც წარღვნა დასრულდა ნოე და მისი ოჯახი კიდობნიდან გამოვიდა, ნოემ ღმერთს სამადლობელოდ მსხვერპლი შესწირა და ასე დასრულდა მათი თავგადასავალი. მაგრამ ყველაფერი ეს საზარელი და ბინძური ტყუილია, რომელიც ფუნდამენტალისტმა ქრისტიანებმა შეთითხნეს, რათა ჭეშმარიტება დაემალათ და ჩაენაცვლებინათ იგი თავიანთი აბსურდული იდეებით, რომლებიც სამწუხაროდ დღესდღეობით ადამიანთა დიდ ნაწილს კვლავაც გულუბრყვილოდ სჯერა. ბიბლიაში კონკრეტულად არაფერი წერია იმის შესახებ, თუ რა მიზეზით დაღუპა ღმერთმა კაცობრიობა (და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე ზოგადად) წარღვნით, დაბადების წიგნის მეექვსე თავში ძალიან ბუნდოვნად არის ნახსენები კაცობრიობის ე.წ. „ცოდვები“, რაც კონკრეტული დასკვნების გამოტანის საშუალებას არ იძლევა. შუმერული მითოლოგიის თანახმად (რომლის დამახინჯებულ პლაგიატს წარმოადგენს ებრაული ბიბლიური მითოლოგია) მსოფლიო წარღვნა მოაწყო ადამიანთა ხმაურისაგან შეწუხებულმა ჰაერის ღმერთმა – ანუნაქმა ენლილმა. ენლილმა მოისურვა მთელი კაცობრიობის განადგურება, მაგრამ სიბრძნის და მეცნიერების ღმერთს – ანუნაქ ენქის შეეცოდა კაცობრიობა და განიზრახა მისი თუნდაც რაღაც ნაწილის გადარჩენა. ის გამოეცხადა შუმერის ერთ-ერთი ქალაქ-სახელმწიფოს მეფე ზიუსუდრას, ამცნო რომ ენლილი წარღვნით კაცობრიობის დაღუპვას აპირებდა, დაავალა აეგო კიდობანი (გემი), შესულიყო შიგ თავის ოჯახთან ერთად, შეეყვანა შიგ სხვადასხვა სახეობის ცხოველები და დალოდებოდა გლობალურ კატასტროფას. ებრაელებმა იმგვარად დაამახინჯეს შუმერული მითოლოგია, რომ ენლილისა და ენქის პერსონები გააერთიანეს. მსოფლიო წარღვნის შესახებ ებრაული მითი არის შუმერული ორიგინალის დამახინჯებული პლაგიატი და სხვა არაფერი. იუდაისტები და ქრისტიანები აცხადებენ, რომ „მოსეს ხუთწიგნეული“ (თორა) და მასში არსებული მითები, მათ შორის მითი წარღვნის შესახებ, დაიწერა „ღმერთის“ კარნახით და ჩაგონებით და რომ მას ანალოგი არ გააჩნია, მაგრამ სინამდვილეში, მეცნიერული კვლევების თანახმად ეს არის მტკნარი სიცრუე, დემაგოგია და კილაოზნიკობა. სინამდვილეში ებრაელებს ე.წ. „ღვთაებრივი კარნახით“ სულაც არ დაუწერიათ თავიანთი „მოსეს ხუთწიგნეული“, არამედ ყველაფერი რაც დაწერეს, შუმერებისგან და ბაბილონელებისგან გადაიღეს. ბიბლიაში წერია:
„დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 5). „ინანა უფალმა რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად და შეწუხდა“ (დაბადება, თავი 6 , სტროფი 6). „თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ რომ გავაჩინე“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 7). „მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 8). „ეს არის ამბავი ნოესი: მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან დადიოდა ნოე“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 9). „შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეტი“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 10). „წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 11). „გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაეყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 12).
როგორც ხედავთ დაბადების წიგნის ამ შვიდ სტროფში , რომლებშიც არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი იყო კაცობრიობა წარღვნის წინ და რა ხდებოდა დედამიწაზე მაშინ, საერთოდ არ არის კონკრეტული ფაქტები იმაზე, თუ კონკრეტულად რა ხდებოდა მაშინდელი ადამიანების საზოგადოებაში, როგორ აზროვნებდნენ ადამიანები და რაში მდგომარეობდა მათი გარყვნილება და ღმერთისგან განდგომილება, მოკლედ რომ ვთქვათ კონკრეტულად რა დააშავეს ადამიანებმა, რისთვის დაისაჯნენ ისინი, ჩვენ ეს არ ვიცით ბიბლიის ამ სტროფებიდან გამომდინარე და აქედან გამომდინარე ფუნდამენტალისტი ქრისტიანების თითიდან გამოწოვილი ზღაპრები ამ ამბავთან დაკავშირებით სრული აბსურდია და არავითარ ყურადღებას არ იმსახურებს. ეზოთერიკასა და პალეოუფოლოგიაში არსებობს ვერსია იმის შესახებ, რომ შორეულ წარსულში დედამიწაზე მოვიდნენ უცხოპლანეტელი ანგელოზები, რომლებმაც დედამიწაზე მოიტანეს უზარმაზარი ცოდნა და სიბრძნე, ისინი დაეშვნენ ჩვენს პლანეტაზე, ცოლად შეირთეს დედამიწელი ქალიშვილები, რომლებმაც ანგელოზებისგან შვეს ჰიბრიდები ანუ ნარევსისხლები, ნახევრად ანგელოზები და ნახევრად ადამიანები ანუ
ნიფილიმები
. ეს არსებები იყვნენ გიგანტები და ფლობდნენ უზარმაზარ ცოდნას და ინტელექტუალურ განვითარებას, ზოგიერთი ვერსიით ისინი ფლობდნენ ზებუნებრივ ფსიქიკურ ძალებს და გააჩნდათ კვანტური ტექნოლოგიების შექმნის უნარი.
„როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ,“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 1). „დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 2). „ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგან სახელოვანი ხალხი“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 4).
ფუნდამენტალისტები ამტკიცებენ, რომ ღვთისშვილები ნახსენები დაბადებაში არიან სეითის შთამომავალნი, ხოლო ადამიანები კაენის შთამომავლები, მაგრამ ეს კრიტიკას ვერ უძლებს და წარმოადგენს აბსურდულ სიცრუეს. დაბადებაში გარკვევითაა ნახსენები ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული სიტყვა, „ღვთისშვილები“ და „ადამიანთა“, ეს ნიშნავს იმას, რომ ღვთიშვილები ნახსენები დაბადებაში არ იყვნენ ადამიანები, აქ ცხადად არიან ერთმანეთისაგან გაცალკევებულნი „არა-ადამიანები“ ანუ „ღვთიშვილები“ და „ადამიანები“. ორი ებრაული სიტყვა ბიბლიაში, სიტყვა „ელოჰიმი“, რომელსაც ფუნდამენტალისტი ქრისტიანები თარგმნიან მხოლობითში და მამრობითი სქესის არსებით სახელად, როგორც „ღმერთს“ და „ბენ-ელოჰიმი“, რომელსაც ისინი თარგმნიან, როგორც „ღვთისშვილებს“, სინამდვილეში წარმოადგენენ ძველ იუდაისტურ და კაბალისტურ მისტიციზმში კოსმიური ენერგეტიკული არსებების იერარქიებიდან ორი იერარქიის სახელწოდებებს და სხვა არაფერს, „ელოჰიმ“ ითარგმნება როგორც „ქალღმერთები“, ქალური სქესის არსებითი სახელი მრავლობით რიცხვში, ხოლო „ბენ-ელოჰიმ“ ითარგმნება როგორც „ქალღმერთების ვაჟიშვილები“, გამოჩენილი იუდაისტი მისტიკოსების, ებრაელი რაბინების, მოშე მაიმონიდის წიგნში „მიშნე თორა“ და იად-გა ხაზაკას წიგნში „იასოდა-გა თორა“ მოცემულია ენერგეტიკული (ზეციური) არსებების შემდეგნაირი იერარქიები: ხაიოტ ხა კოდეშები, აუფანიმები, არელიმები, ხაშმალიმები, სერაფიმები, მალახიმები, ელოჰიმები, ბენ ელოჰიმები, ქერუბიმები და იშიმები, ხოლო კაბალისტურ ტრადიციებში მოცემულია შემდეგნაირი იერარქიები: არელიმები, იშიმები, ბენ ელოჰიმები, მალაჰიმები, ხაშმალიმები, ტარშიშიმები, შინანიმები, ქერუბიმები, ოფანიმები და სერაფიმები. როგორც ვხედავთ, ელოჰიმები (არასწორად თარგმნილი როგორც „ღმერთი“) და ბენ ელოჰიმები (არასწორად თარგმნილი როგორც „ღვთისშვილები“), არიან ზეციური, კოსმიური, ენერგეტიკული ზეარსებები, რომლებიც იმყოფებიან კოსმიურ სივრცეში.
ნიფილიმების
შესახებ წერია ენოქის ძველ იუდაისტურ აპოკრიფულ წიგნშიც, ენოქის პირველ წიგნში (ენოქმა დაწერა 79 წიგნი). სატანისტურ წიგნში „სემიაზას წიგნი“ მოცემულია ტრადიციული ბიბლიური ვერსიისგან რადიკალურად განსხვავებული ვერსია.სემიაზას წიგნის თანახმად
ლუციფერი ანუ სატანა
არის ბოროტი, უსამართლო, სასტიკი და ამპარტავანი შემოქმედი ცრუღმერთის წინააღმდეგ აჯანყებული სიკეთისა და სინათლის, თავისუფლებისათვის მებრძოლი ღვთაებრივი ანგელოზი და ჭეშმარიტი ღმერთი. სატანიზმის მიხედვით შემოქმედი არის ბოროტი, უსამართლო, სასტიკი და ამპარტავანი, ხოლო ლუციფერი ანუ სატანა კეთილი და ბრძენი, ლუციფერი არის სიბრძნის, ცოდნის, სიყვარულის და მშვიდობის ღმერთი. სატანიზმის მიხედვით სატანა-ლუციფერი იყო ის ვინც ზეციური ანგელოზების ერთი მესამედი გაანთავისუფლა ტირანი შემოქმედის დესპოტური კლანჭებისგან და ის ვინც კაცობრიობას მოუტანა ცოდნა (გველის სახით ედემის ბაღში და შემდეგაც არაერთხელ). სემიაზა და დანარჩენი 199 ანგელოზი ჩამოვიდნენ დედამიწაზე რათა ადამიანთათვის ცოდნა მოეტანათ და დემიურგის მზაკვრული კლანჭებისგან ეხსნათ. ეზოთერიკისა და სატანიზმის მიხედვით ბიბლიურმა დემიურგმა კაცობრიობა ნიფილიმების გამო დაღუპა, რადგანაც ადამიანები, ნიფილიმები და ანგელოზები ბიბლიურ დემიურგს აღარ ემორჩილებოდნენ.როდესაც ნოე კიდობნიდან გამოვიდა, მან სისხლიანი მსხვერპლი აღუვლინა ბოროტ დემიურგს, ბიბლიურ მამაღმერთს, რომელიც სინამდვილეში ბოროტი დემონია და არა ღვთაება. ნოემ მოკლა ცხოველების გარკვეული ნაწილი, დაანთხია მათი სისხლი და შეუკეთა სამსხვერპლო ცეცხლი, რაც ბიბლიურ დემიურგს ძალიან ესიამოვნა.
„აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, თითო-თითო ამოარჩია ყოველი წმინდა პირუტყვიდან და ყოველი წმინდა ფრინველიდან და აღსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე“ (დაბადება, თავი 8, სტროფი 20). „იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი“ (დაბადება, თავი 8, სტროფი 21).
დაბადების ამ სტროფებში პირდაპირ ჩანს ნოეს და მისი „ღმერთის“ ბუნება. ნოე არის მკვლელი, ხოლო მისი „ღმერთი“ საზიზღარი ტირანი და სადისტი. გნოსტიკურ ქრისტიანობაში, ჰერმეტიზმში, თეოსოფიურ მოძღვრებაში, ანთროპოსოფიურ სწავლებაში, ეზოთერიკაში, ოკულტიზმში და აღმოსავლურ დჰარმულ მოძღვრებებში (მაგ. ინდუიზმში, ჯაინიზმში და ბუდიზმში) ცოცხალი არსებებისათვის ზიანის მიყენება და მოკვლა ითვლება საზარელ უზარმაზარ ცოდვად. ბუდიზმში და ჯაინიზმში აჰიმსას ანუ არაძალმომრეობის, არაძალადობის დოქტრინა ყველაზე ძლიერად არის განვითარებული, ჯაინიზმი და ბუდიზმი მთელ მსოფლიოში ორად-ორი მოძღვრებაა, რომლებშიც აჰიმსას დოქტრინა უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია, ამ ორ სწავლებაში აჰიმსას იდეა ყველაზე მკვეთრად არის გამოხატული და ყველაზე კარგად და ცხადად არის გაგებული და აღქმული. ჯაინიზმისა და ბუდიზმის თანახმად აჰიმსას საპირისპირო ქმედება, ჰიმსა ანუ ძალმომრეობა, ძალადობა, ადამიანის ცნობიერებაში იწვევს ნეგატიური კარმული ენერგიის დაგროვებას, ცნობიერებაში დალექილი ნეგატიური კარმული ენერგიის გამო, ადამიანი იძულებულია განიცადოს რეინკარნაცია, გარდაცვალების შემდეგ, თავისი ნეგატიური კარმული დანალექებით განპირობებული, ადამიანი ფსიქიკური სხეულით იბადება ჯოჯოხეთში (ჯოჯოხეთის ერთ-ერთ სამყაროში), სადაც იგი რჩება რამოდენიმე საუკუნიდან რამოდენიმე მილიარდი წელი ჯოჯოხეთის დროით, მაშინ, როდესაც დედამიწაზე ამ დროს შეიძლება გავიდეს ერთი, ათი ან ასი წელი, ჯოჯოხეთში შეიძლება გავიდეს ათასი, ასიათასი, მილიონი ან მილიარდი წელი და ყველაზე დიდი ტრაგედია მდგომარებს იმაში, რომ ადამიანი იმ დონეზე გრძნობს ჯოჯოხეთში გატარებულ თითოეულ წამს, რომელიც აღსავსეა ტანჯვა-წამებით, რომ ჯოჯოხეთში გატარებული დრო უსასრულობად და მარადისობად ეჩვენება, მაგრამ ამასაც საბედნიეროდ აქვს დასასრული, როდესაც ნეგატიური კარმისგან განპირობებული დადგენილი სასჯელი ამოიწურება, ადამიანი ჯოჯოხეთიდან ამოდის კვლავ დედამიწაზე და ხელახლა იბადება ახალ ფიზიკურ სხეულში. ჯოჯოხეთში ყოფნა კი სრულდება, მაგრამ ხელახალი ფიზიკური განხორციელების შემდეგ ადამიანის ტანჯვა-წამება არ სრულდება, ის უბრალოდ მცირდება და მეტი არაფერი, ტანჯვა გრძელდება და ადამიანი ახალ ფიზიკურ ინკარნაციაშიც განაგრძობს კარმული სასჯელის მიღებას, ის კი თავისუფლდება ჯოჯოხეთისგან, მაგრამ კარმული სასჯელი არ იწურება, იმიტომ რომ კარმა განაგრძობს არსებობას. თუ ახალი ფიზიკური ინკარნაციის დროს ადამიანი განაგრძობს კარმის (ნეგატიური კარმის) დაგროვებას, ყველაფერი მეორდება, კარმული სასჯელის კასკადი უსასრულოდ გრძელდება, იქამდე სანამ ადამიანი არ განუდგება მატერიას, არ განახორციელებს ჯნანა-იოგას და ტანტრა-იოგას, მათი მეოხებით არ მიაღწევს სულიერ გასხივოსნებას და არ გახდება დჰიანა ბუდა ან დჰიანა ბოდჰისატვა, ზეგანღმრთობილი წმინდა ზეარსება, რომელმაც შეძლო და მოსპო საკუთარი კარმა. დჰიანა ბუდები და დჰიანა ბოდჰისატვები არიან გასხივოსნებული ზეარსებები, რომლებიც უკვე აღარ განიცდიან რეინკარნაციას და მეტი აღარასოდეს დაიბადებიან, არც ჯოჯოხეთში (ნეგატიური კარმით განპირობებული), არც ფიზიკურ კოსმოსში (დადებითი და უარყოფითი კარმის გამო), არც სამოთხეში (დადებითი კარმით განპირობებული). ჯაინისტური და ბუდისტური ფილოსოფიის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ნოე არის ბოროტი და ცოდვილი ადამიანი, პირისხლიანი მკვლელი, სადისტი და არა მადლმოსილი და მართალი კაცი, როგორც ამას ბიბლია ამტკიცებს.

ნოე ისეთივე ბოროტმოქმედი სადისტია როგორიც მისი „ღმერთი“. ბიბლიური ღმერთი ნოეს ეუბნება:
„თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყოველ სულდგმულს, რაც კი იძვრის დედამიწაზე, და ზღვის ყველა თევზს. თქვენს ხელთ არიან ისინი“ (დაბადება, თავი 9, სტროფი 2). „ყველი იძვრისი, რაც კი ცოცხლობს, საჭმელად გქონდეთ, როგორც მწვანე ბალახს, ისე გაძლევთ ყველაფერს“ (დაბადება, თავი 9, სტროფი 3).
ბიბლიური ღმერთი რომელიც არის სადისტი და ტირანი, აქ ნოეს და მის შთამომავლობას პრაქტიკულად აძლევს უდანაშაულო ცოცხალ არსებათა, ცხოველთა, ფრინველთა და ზღვის არსებათა ლეშის ჭამის უფლებას, ის აძლევს ნოეს და მის შთამომავლებს იმაზე კურთხევას, რომ მათ ინადირონ საბრალო ცხოველებზე, ფრინველებზე, თევზებზე და სხვა ცოცხალ არსებებზე, გულგრილად და უმოწყალოდ მოკლან ისინი და ჭამონ მათი გამოშიგნული ლეში. ბიბლიური ღმერთი ნოეს და მის შთამომავლებს ეუბნება, რომ მათ აქვთ სრული უფლება და თავისუფლება იყვნენ ლეშიჭამია მკვლელები და ამითი ადამიანებს ნეგატიურ კარმულ მოქმედებებზე აქეზებს, რადგანაც მან, როგორც მატერიალური ვნებებისა და სურვილების მმართველმა ბოროტმა სულმა იცის, რომ კარმული ენერგიის დაგროვების შედეგად ადამიანები ჩათრეული იქნებიან რეინკარნაციის წრეში. ნოეს „ღმერთი“ აშკარად ჰიმსას (ძალმომრეობის) მომხრე შავბნელი არსებაა. ეს არის
აჰიმსა-ვრატას
(არაძალადობის, არაძალმორეობის, ზიანის არმიყენების აღთქმის) პირდაპირი დარღვევა
რაჯასის
(ვნების, აგრესიის) და
ტამასის
(უმეცრების) მოდუსების ზეგავლენით. ბიბლიური ღმერთი ქადაგებს იმას (უდანაშაულო პირუტყვთა კვლას და მათი ლეშის ხარბად ნთქმას), რასაც ჯაინისტები და ბუდისტები (და არა მარტო ისინი) აგერ უკვე 4000 წელია ებრძვიან და ცდილობენ დათრგუნონ. ჯაინისტები და ბუდისტები ცდილობენ არავის (არცერთ ცოცხალ არსებას) არ მიაყენონ ზიანი, სულიერად განიწმინდონ სათნოებაში, იყვნენ მოწყალენი და თანაგრძნობით აღსავსენი ყველა ცოცხალი არსების მიმართ და მიაღწიონ სულიერ გასხივოსნებას, რათა დაძლიონ რეინკარნაციის წრებრუნვა და გადავიდნენ ყოფიერების უმაღლეს განზომილებაში, ხოლო ბიბლიური ღმერთი ამის საპირისპიროდ ქადაგებს ძალმორეობას და მტაცებლობას, იგი ადამიანებს ურჩევს იმის საპირისპირო ქმედებების შესრულებას, რომლებსაც აქვთ ადამიანის რეინკარნაციის წრებრუნვისგან გამოსხნის უნარი და ამით პირიქით ითრევს უსასრულო გარდასხეულებებში, იმის მაგივრად, რომ დაეხმაროს მისგან თავის დაღწევაში. ბუდას განსხვავებით ბიბლიური „უფლისგან“ არ სიამოვნებს მოკლული ცხოველის გვამის სურნელი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...