Jump to content
Planeta.Ge

ყველაფერი რისი წარმოდგენაც შესაძლებელია რეალურად არსებობს

Recommended Posts

  • 6 months later...
  • Replies 60
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Proessor

ისევ ფიზიკას მოვიყვან მაგალითად ოღონდ არ ჩამქოლოთ

ჩაქოლვას არ იმსახურებ, მაგრამ თავად თეორია სულელურად ჟღერს, რადგან საგნების ფიქსაცია შესაძლებელია და შესაბამისად ერთდროულად ყველგან ვერ იქნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავად თეორია სულელურად ჟღერს, რადგან საგნების ფიქსაცია შესაძლებელია და შესაბამისად ერთდროულად ყველგან ვერ იქნება.

თეორია არ არის ეს ფაქტია :D ფიქსაციას მხოლოდ დამკვირვებელი ახდენს თავისი დაკვირვებით, მის გარეშე ნებისმიერი მატერია ანუ საგანი კარგავს თავის კორპუსკულურ (ნაწილაკურ) თვისებებს და შესაბამისად ავლენს ტალღურ თვისებებს, ანუ მისი როგორც ნაწილაკის კონკრეტული ადგილმდებარეობა არ არსებობს. სხვათაშორის ეს იმითაცაა საინტერესო რომ ხაზს უსვამს აზროვნების მნიშვნელობას სამყაროში, რადგან დაკვირვება აზროვნების ანუ გონის ერთ-ერთი ძირითადი თვისებაა. ფაქტიურად ზოგი მეცნიერი ფიქრობს რომ აზროვნება არ ქრება ანუ სიკვდილი არ არსებობს რადგან სამყარო ვერ და არ გააქრობს იმას რაც არის მისი რეალობის შექმნის (მეცნიერულად ე.წ კონკრეტულ რეალობაში კოლაფსირების) საფუძველი. ნუ ზოგი ფიქრობს რომ რეინკარნაცია არსებობს სხვადასხვა სამყაროებში განსაკუთრებით მას შემდეგ რაც სამყაროს შექმნის თეორიებიდან ყველაზე მეტად წინ გაიჭრა ინფლაციის თეორია, რომელის თანახმადაც ჩვენი სამყაროს ფარგლებს გარეთაც ზუსტად მსგავსად იქმნება სხვადასხვა სამყაროები როგორც ჩვენი ოღონდ სხვადასხვა ფიზიკის კანონებით და ძალებით. ნუ ინფლაციის თეორიაზე აღარ გავაგრძელებ შორს წავალთ :titebi: მოკლედ სამყარო ისეთი არ არის როგორიც ადამიანთა 90% ზე მეტს წარმოუდგენია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Proessor

მოკლედ სამყარო ისეთი არ არის როგორიც ადამიანთა 90% ზე მეტს წარმოუდგენია.

სამყარო ისეთი არის, როგორიც არის, აი როგორია ეს არ ვიცით, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მისი სისავსის აღქმა არ შეგვიძლია სრულყოფილად, შესაბამისად ილუზორული სამყარო კი არა ჩვენი აღქმაა ადამიანების. ეს აღქმაა, რომელიც "ხატავს" სამყაროსეულ სურათს, ოღონდ ილუზორულს, ეს გასაგებია და ვიცოდი ისედაც თან იმაზედ ადრე ვიდრე ამას კვანტური ფიზიკის კორიფეები შემოგვთავაზებდნენ. მე საუბარი მაქვს ნაწილაკების ერთდროულად ყველგანმყოფობის თეორიაზე, მოვიძიე და გავეცანი ექსპერიმენტს, ელექტრონების ნაკადი რომ იყო მიმართული ერთ წერტილში და თუ დააკვირდებოდი ის სწორხაზოვნად აისახებოდა ფიქსირებულ საგანზე და თუ არ დააკვირდებოდი რამოდენიმე ადგილზე ერთდროულად, მაგრამ აი რა, საქმე იმაშია, რომ აღქმაა ჩვენი ილუზორული და ვერავინ ვერ იტყვის მტკიცებით ხასიათში რომ ესა თუ ის მოვლენა მაინცდამაინც ისეთია, როგორც თავად აღიქვამს, რაც შეეხება თეორიას ნაწილაკების ყველგანმყოფობის შესახებ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ ამავდროულად დამკვირვებელიც იმყოფება ყველგან ერთდროულად არადა რაღაც მიზეზის გამო მანძილის დასაფარად მგზავრობა ძვირი მიჯდება ხოლმე, მე მინდა გავიგო რა არის ეს მიზეზი? გონება? შევხედე დაფიქსირდა? საგნებს მხოლოდ ჩვენი გონება "ამკვრივებს"? მასას ჩვენი გონება ქმნის? მატერიას ჩვენი გონება ქმნის? და რომ არა დამკვირვებელი ყოველივე ტალღურ თვისებას ატარებს? და რა მოხდება მაშინ თუ აღქმას გამოიცვლის ადამიანი? ანუ შეიძენს თვისებას, რომელიც ისე აღიქვამს სამყაროს, როგორიც ის სინამდვილეშია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მინდა გავიგო რა არის ეს მიზეზი? გონება? შევხედე დაფიქსირდა? საგნებს მხოლოდ ჩვენი გონება "ამკვრივებს"? მასას ჩვენი გონება ქმნის? მატერიას ჩვენი გონება ქმნის? და რომ არა დამკვირვებელი ყოველივე ტალღურ თვისებას ატარებს? და რა მოხდება მაშინ თუ აღქმას გამოიცვლის ადამიანი? ანუ შეიძენს თვისებას, რომელიც ისე აღიქვამს სამყაროს, როგორიც ის სინამდვილეშია?

შენს კითხვებს ნაწილობრივ ლუი დებროილის კორპუსკულკურ-ტალღოვანი დუალიზმის თეორია პასუხობს, რაშიც მან ნობელის პრემია აიღო. ნუ თვითონ სიტყვა კორპუსკულურ-ტალღოვანი დუალიზმი ნიშნავს რომ ნებისმიერი მატერია, არამარტო ელექტრონი და ფოტონი(სინათლის ნაწილაკი) ავლენს როგორც ნაწულაკურ(კორპუსკულურ) თვისებას ისე ტალღურს. მოკლედ მატერია ორივე თვისების ერთდორულად მატარებელია. დამკვირვებელი მხოლოდ ახდენს რეალობის ფიქსაციას ანუ კოლაფსირებას თავისი დაკვირვებით და ეს ესე უბრალოდ არ ხდება ამას თავისი მიზეზები აქვს, თუ გაინტერესებს რატომ, ამას ხსნის ჰეიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპი (квантовая неопределенность). აუცილებელი არ არის რომ ადამიანი აკვიდებოდეს. დაკვირვებას ნებისმიერი ხელსაწყოც ახდენს რომელიც ინფორმაციის გაზომვას ახდენს აგრეთვე ცხოველებიც და ა.შ. ამ თემას საინტერესოდ ხსნის "შრედინგერის კატის" აზრობრივი ექსპერიმენტი... ამ ვიდეოს უყურე და უფრო სხვანაირად დაფირდები ამ ფენომენზე

https://www.youtube....h?v=blpt4S7ZsNY

ესაც საინტერესოა:

https://www.youtube....h?v=brDT_FkTo_0

Edited by Proessor
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისევ ფიზიკას მოვიყვან მაგალითად ოღონდ არ ჩამქოლოთ :titebi:ცოტა რთული იქნება თქვენთვის მაგრამ შევეცდები გავამარტივო. მოკლედ ალბათობის თეორიიდან გამომდინარეობს ამ კითხვის პასუხი. ფიზიკა და აქედან გამომდიანრე მათემატიკაც გვეუბნება რომ როდესაც დამკვირვებელი რაღაცას არ აკვირდება იქ ყველაფერი შეიძლება იყოს ერთდროულად. უფრო გასაგებად ავხსნი. კვანტური მექანიკა გვეუბნება რომ ელექტრონი, როგორც ელემენტარული ნაწილაკი შეიძლება იყოს ერთდროულად რამდენიმე ადგილზე. მაგალითად 2, 5, 30000, ან კიდევ უფრო მეტ ადგილას სვირცეში ერთდროულად, არა სხვადასხვა არამედ ერთი კონკრეტული ელექტრონი, ამ მოვლენას ქვია კვანტური სუპერპოზიცია. ზოგი მეცნიერი იმასაც ფიქრობს რომ ყველა ელექტრონი სამყაროში არის ერთი კონკრეტული ელექტრონის სუპერპოზიცია. კვანტები ანუ ელემენტარული ნაწილაკები რომლებისაგანაც შედგება ყველაფერი, არ წარმოადგენენ რაიმე კონკრეტული გაგების სუბიექტებს და აქედან გამომდიანრე მათ შეუძლიათ ერთდროულად იმყოფებოდნენ ყველა კვანტური მდგომარეობაში ერთდორულად. თუ ვერ გესმით ამ წიანადადების მნიშვნელობა და ზოგადად კვანტური მექანიკა ეს არ არის პრობლემა, რადგან არავის არ ესმის ამის. ჩვენ უბრალოდ ვიცით რომ ეს ესე ხდება მაგრამ არავინ არ იცის რატომ. მოკლედ როდესაც მთვარეს არავინ არ აკვირდება, ის ყველა კვანტურ მდგომარეობას იკავებს ერთდროულად და ყველგან არის სანამ მას დამკვირვებელი ისევ არ შეხედავს და ტალღოვან ფუნქციას არ დაარღვევს თავისი დაკვირვებით. ფიზკიოსს რომ კითხო როცა უკან არ ვიხედები ჩემს უკან რა არისო, ის გიპასუხებს რომ ყველაფერი რისი წარმოდგენაც შეგიძლია, იქამდე სანამ ისევ არ შეტრიალდები და შენი დაკვირვებით რეალობის კოლაფსირებას არ მოახდენ. ასე გვეღადავება ბუნება, რომელიც ყველაფრის არსებობას არ გამორიცხავს :titebi:

მდაჰ, ორჯერ წავიკითხე, მაგრამ მაინც ვერ დავინახე არგუმენტები, ალბათ იმიტომ რომ ფიზიკაში ვერ ვერკვევი. უფრო სწორედ ის დავასკვენი რომ ფიზიკაში ნამდვილად ვერ ვერკვევი. ეს თეორიულად დასაშვებია, მაგრამ პრაქტიკულად ჩემს ზურგს უკან ერთი და იმავე რამ ხდება ვუყურებ მე თუ არა მას. მე თუ არა სხვა ადამიანები ხომ ხედავენ. მე ხომ არავარ სამაყაროს ცენტრი, სამყარო ჩემს გარეშეც სამყაროა. დავუშვათ რომ ადამიანები გაქრნენ სამყაროც ხომ არ გაქრება ამით არაფერი შეიცვლება. მეც ისევე ვხედავ მაგიდას ფორმას როგორც ძაღლი ან ბუზი. ანუ არცერთი არ ვეჯახებით მას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს თეორიულად დასაშვებია, მაგრამ პრაქტიკულად ჩემს ზურგს უკან ერთი და იმავე რამ ხდება ვუყურებ მე თუ არა მას. მე თუ არა სხვა ადამიანები ხომ ხედავენ. მე ხომ არავარ სამაყაროს ცენტრი, სამყარო ჩემს გარეშეც სამყაროა.

ცდები ეს შენი ტვინის ილუზიაა მაგრამ სინამდვილეში ეგ ეგრე რომ ხდებოდეს ფიზიკის კანონები ირღვევა :D

Edited by Proessor
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე თუ არა სხვა ადამიანები ხომ ხედავენ.

თუ სხვა ხედავს მაშინ მართალი ხარ მაგრამ როადესაც რაღაც სივრცეს ან ობიექტის არცერთი დამკვირვებელი არ აკვირდება მაშინ ის ობიერქტი იქ კონკრეტულ მდებარეობას კარგავს და იქცევა "ალბათობის ტალღად". მოკლედ ზემდა კომენტარში რისი ციტირებაც მოადინე იქ ვიდეოს ლინკებია და უყურე თუ რუსული გესმის უკეთესად გაიგებ.

Edited by Proessor
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ბიბლიიდან დავიწყებ მიუხედავად ჩემი ათეიზმისა და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მატერია არსებობას იწყებს იდეაში და მხოლოდ ამის შემდეგ მატერიალიზდება. როგორც ბიბლია ამბობს ჯერ იყო სიტყვა და შემდეგ მოქმედება. თქვა დაე იყოს ნათელი და გახდა ნათელი, დაახლოებით ასე. ვინაიდან და რადგანაც იდეა საწყისია, ჩვენი ფანტაზიის წყალობით საკმაოდ ფართო არჩევანი გვაქვს იდეებში, შესაბამისად დასაშვებია ნებისმიერი იდეა ოდესღაც რომელიმე დროში ან სივრცეში განხაორციელდეს.

კი განხირციელდება მაგრამ არა კონკრეტულად ამ დროში მყოფი "მეს" მიერ არამედ სხვა პარალელურად არსებული სხვა "მეს: მიერ რომელიც შენი ცნობიერების ნაწილი არ იქნება. ვიდეოს ლინკები რო დავდე იმას უყურე და უკეთესად გაერკვევი კვანტური მექანიკის დამტკიცებულ თეორიებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kelevra13 რომელ სამყაროში და პარალელურ რეალობაშიც არ უნდა რსებობდე შენ მაინც ფიზიკის კანონებს დაემორჩილები. ფაქტი ისაა რომ ამ სამყაროში ცხოვრობ და ამ სამყაროში კი ეს უცნაური კანონები მოქმედებს რაც სამწუხროდ თუ საბედნიეროდ რეალობაა და ეს ექსპერიმენტებით დამტკიცებული თეორიებია და არა ჰაერიდან მოტანილი იდეები. ხომ არსებობს ალბათობა, ნუ კამათელს რომ გააგორებ სანამ ის არ დაეცემა რომელიმე კონრეტულ მხარეს გაგორების პროცესში ვერავინ და ვერაფერი ვერ იწინასწარმეტყველებს თუ რომელ მდგომარეობაში დაეცემა კამათელი. ჩვენს ცხოვრებაშიც სწორედ ასეა როდესაც რაღაცას არ ვაკვირდებით და კონკრეტულად არ ვზომავთ სისტემას ის ანალოგიურ მდგომარეობაშია როგორც კამათელი გაგორების პროცესში. ერთი სიტყვით ეხლა რომ ზიხარ შენს ოთახში (თუ მანდ სხვა ვინმე არ არის) შენს ზურგს უკან იმის ალბათომაც არის რომ გრაფი დრაკულაც დგას შენი ვინმე ნაცობიც და სხვა ნებისმიერი რამ რისი წარმოდგენაც შეგიძლია იქამდე სანამ არ შეტრიალდები და ისევ კანონზომიერი რეალობის ფიქსაციას არ მოახდენ შენი დაკვირვებით. :titebi: სამყარო ალბათობაზეა დამყარებული და არა ბედისწერაზე და თუ შენ ალბათობის უფრო გწამს მაშინ ეს უფრო მისაღები იქნება შენთვის ვიდრე ის რომ უკან ისევ ის ხდებ რაც უნდა იყოს შენი დაკვირვების მიუხედავად. ეს სცენარი უკვე ბედისწერას უსვავს ხაზს რადგან ბედისწერა სხვა არაფერია თუ არა მოვლენის აუცილებლად დაწერილი სცენარით განვითარება ნებისმიერ შემთხვევაში :brr:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენს კითხვებს ნაწილობრივ ლუი დებროილის კორპუსკულკურ-ტალღოვანი დუალიზმის თეორია პასუხობს, რაშიც მან ნობელის პრემია აიღო. ნუ თვითონ სიტყვა კორპუსკულურ-ტალღოვანი დუალიზმი ნიშნავს რომ ნებისმიერი მატერია, არამარტო ელექტრონი და ფოტონი(სინათლის ნაწილაკი) ავლენს როგორც ნაწულაკურ(კორპუსკულურ) თვისებას ისე ტალღურს. მოკლედ მატერია ორივე თვისების ერთდორულად მატარებელია. დამკვირვებელი მხოლოდ ახდენს რეალობის ფიქსაციას ანუ კოლაფსირებას თავისი დაკვირვებით და ეს ესე უბრალოდ არ ხდება ამას თავისი მიზეზები აქვს, თუ გაინტერესებს რატომ, ამას ხსნის ჰეიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპი (квантовая неопределенность). აუცილებელი არ არის რომ ადამიანი აკვიდებოდეს. დაკვირვებას ნებისმიერი ხელსაწყოც ახდენს რომელიც ინფორმაციის გაზომვას ახდენს აგრეთვე ცხოველებიც და ა.შ. ამ თემას საინტერესოდ ხსნის "შრედინგერის კატის" აზრობრივი ექსპერიმენტი... ამ ვიდეოს უყურე და უფრო სხვანაირად დაფირდები ამ ფენომენზე

https://www.youtube....h?v=blpt4S7ZsNY

ესაც საინტერესოა:

https://www.youtube....h?v=brDT_FkTo_0

ვნახე ვიდეოები :) ჩემს ზურგს უკან არ შეიძება იდგეს ზომბი, რადგან ის ბუნებაში არ არსებობს, ჩემს გონებაში შეიძება არსებობდეს მაგრამ ბუნებაში არ არის. არ შეიძება დგეს დევი, არ შეიძება ჩემს ზურგს უკან ატომური ბომბი აფეთქდეს და მე ეს ვერ ვიგრძნო. ზემოთ მოცემული თემისაგან ცოტა შორსაა ეს თეორია. იქ კატა ან აფეთქდება ან არ აფეთქდება მაგრამ კატა ვეფხვად ვერ იქცევა ვერცერთ შემთხვევაში, ჩემს გონებაში კი შეიძება კატა ლურჯ საწერ კალმად იქცეს, ბუნებაში კი ეს "გამორიცხულია"

kelevra13 რომელ სამყაროში და პარალელურ რეალობაშიც არ უნდა რსებობდე შენ მაინც ფიზიკის კანონებს დაემორჩილები. ფაქტი ისაა რომ ამ სამყაროში ცხოვრობ და ამ სამყაროში კი ეს უცნაური კანონები მოქმედებს რაც სამწუხროდ თუ საბედნიეროდ რეალობაა და ეს ექსპერიმენტებით დამტკიცებული თეორიებია და არა ჰაერიდან მოტანილი იდეები. ხომ არსებობს ალბათობა, ნუ კამათელს რომ გააგორებ სანამ ის არ დაეცემა რომელიმე კონრეტულ მხარეს გაგორების პროცესში ვერავინ და ვერაფერი ვერ იწინასწარმეტყველებს თუ რომელ მდგომარეობაში დაეცემა კამათელი. ჩვენს ცხოვრებაშიც სწორედ ასეა როდესაც რაღაცას არ ვაკვირდებით და კონკრეტულად არ ვზომავთ სისტემას ის ანალოგიურ მდგომარეობაშია როგორც კამათელი გაგორების პროცესში. ერთი სიტყვით ეხლა რომ ზიხარ შენს ოთახში (თუ მანდ სხვა ვინმე არ არის) შენს ზურგს უკან იმის ალბათომაც არის რომ გრაფი დრაკულაც დგას შენი ვინმე ნაცობიც და სხვა ნებისმიერი რამ რისი წარმოდგენაც შეგიძლია იქამდე სანამ არ შეტრიალდები და ისევ კანონზომიერი რეალობის ფიქსაციას არ მოახდენ შენი დაკვირვებით. :titebi: სამყარო ალბათობაზეა დამყარებული და არა ბედისწერაზე და თუ შენ ალბათობის უფრო გწამს მაშინ ეს უფრო მისაღები იქნება შენთვის ვიდრე ის რომ უკან ისევ ის ხდებ რაც უნდა იყოს შენი დაკვირვების მიუხედავად. ეს სცენარი უკვე ბედისწერას უსვავს ხაზს რადგან ბედისწერა სხვა არაფერია თუ არა მოვლენის აუცილებლად დაწერილი სცენარით განვითარება ნებისმიერ შემთხვევაში :brr:

ფიზიკის როგორც მეცნიერების აზრს ნუ მიხსნი :) არსებობს მოვლენები რომლესაც ფიზიკა ვერ ხსნის და არსებობს დრო სადაც ფიზიკა როგორც მეცნიერება არ არსებობდა მაგრამ ზეზვა და მზია მაინც მრავლდებოდნენ.. შენი ახსნა მოცემული თემას ნაკლებად ეხება. ანუ ფიზიკაზე მეტად ფილოსოფიის ან მხატვრული ლიტერატურის საკითხია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემს ზურგს უკან არ შეიძება იდგეს ზომბი, რადგან ის ბუნებაში არ არსებობს, ჩემს გონებაში შეიძება არსებობდეს მაგრამ ბუნებაში არ არის. არ შეიძება დგეს დევი, არ შეიძება ჩემს ზურგს უკან ატომური ბომბი აფეთქდეს და მე ეს ვერ ვიგრძნო. ზემოთ მოცემული თემისაგან ცოტა შორსაა ეს თეორია. იქ კატა ან აფეთქდება ან არ აფეთქდება მაგრამ კატა ვეფხვად ვერ იქცევა ვერცერთ შემთხვევაში, ჩემს გონებაში კი შეიძება კატა ლურჯ საწერ კალმად იქცეს, ბუნებაში კი ეს "გამორიცხულია"

შეიძლება თანაც როგორ :D ოღონდ ზომბი ვერ დაგარტყამს, ატომურო ბომბი არ აფეთქდება რადგან თუ ეს მოხდება მაშინ შენ ამას იგრზნობ, შესაბამისად დაკვირვებას მოახდენ და ისინი რეალურები გახდებიან, ეს კი კანონზომიერებას დაარღვევს. მე იმას კი არ ვამბობ რომ უშუალოდ ზომბი ან სხვა რამე იდგება შენს უკან არამედ იმას რომ არსებობს ალბათობა იმისა რომ იქ ზომბი, დინოზავრი, რობოტი და ნებისმიერი რამ იდგება ერთდროულად. უფრო მარტივად რომ გაიგო პირიქით ვიტყვი, რაც უფრო სწორი ინტერპრეტაციაა... ვერასდროს ვერ იქნები შენ დარწმუნებული რომ შენს უკან ისევ ის ხდება რაც ხდებოდა სანამ არავინ არ აკვირდება მას.

ალბათობა არის ჩვენი რეალობის ერთ-ერთი ძირითადი ფუნდამენტი რომელსაც ემყარება კვანტური მექანიკა და თვითონ ალბათობა ნიშნავს რომ ყველაფერია შესაძლებელი, უბრალოდ შანსი იმისა რომ შენს უკან ეხლა ატომური ბომბი იყოს არის ვთქვათ 0.000000000000000000000000000000000000000000001%. ხომ შეიძლება ჩუმად ვიღაცა შემოძვრეს უკან ატომური ბომბი დადოს და ასევე შეუმჩნევლად გაიტანოს ეს ბომბი იქამდე სანამ შენ შეტრიალდები. ასევე ზომბის შემთხვევაში. (ჯერ ერთი არავინ არ იცის ის მართლა არსებობს თუ არა, შავი ხვრელებიც ფანტასტიკა ეგონათ მაგრამ ეხლა ისინი ჩვეულებრივი რეალური ობიექტებია კოსმოსში) არის ვთქვათ გაცილებით უფრო მცირე შანსი იმისა რომ რაღაც პროცესების შედეგად ჰარიდან ატომები ისე განლაგდნენ შენს ზურგს უკან რომ ცოცხალი ზომბი აიწყოს ნაწილ-ნაწილ და ასევე შეუმჩნევლად დაიშალოს და კვალი გაქრეს სანამ შენ შემოტრიალდები... რა სისულელეა არაა?. მაგრამ ფიზიკოსებს ამაზე არ ეცინებათ. არცერთ მეცნიერს არ აქვს პასუხი იმაზე თუ რატომ ხდება ეს ესე, ფაქტიურად კვანტურმა მექანიკამ ფიზიკია დროებით ჩიხში შეიყვანა რადგან ზედმეტად ფანტასტიკურია, ვერავინ ვერ ხსნის თუ რატომ ხდება ეს უბრალოდ ვიცით რომ ეს ესე ხდება და მორჩა, ესე გიპასუხებს ნებისმიერი მეცნიერი.

Edited by Proessor
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენი ახსნა მოცემული თემას ნაკლებად ეხება. ანუ ფიზიკაზე მეტად ფილოსოფიის ან მხატვრული ლიტერატურის საკითხია

სამწუხაროც სწორედ ეგაა რომ უმრავლესობას არ ესმის და შესაბამისად ვერ გამოაქვს ადეკვატური დასკვნები თავისთვის ამ თეამსთან დაკავშირებით (ცუდად არ გამიგო, მარტო შენ კი არა თიტქმის ყველა ანალოგიურ დასკვნებამდე მიდის), იმიტომ რომ ეხლა რასაც მე ვეხები უბრალოდ შუა ნაწილია მთელი ჯაჭვისა რისი ცოდნაცაა აუცილებელი რომ ჩაწვდე ფიზიკის ამ განხრას. და სწორედ მაგიტომ შეიყვანა ფიზიკოსები ჩიხში კვანტურამ მექანიკამ რომ ფილოსოფიას უფრო ემსგავსება ვიდრე მეცნიერებას. ცხონებულ ჩემს კუმირ აინშტაინს ეს არ მოსწონდა კვანტურ მექანიკაში და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან რომ ბოლომდე მაინც ეჭვის თვალით უყურებდა ამ ყველაფერს და ნაწილობრივ არ სჯეროდა. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Proessor, და რა უნდა ზომბის..?! :)

ხო გაატრაკე საქმე..! ჯერ ისედაც პარანოია მჭირს ხოლმე; როცა ღამით, სიბნელეში კომპის ვუზივარ, მეჩვენება თითქოს ვიღაც ჩემს ზურგს უკან იჩითება. ვიცი, რომ პარანოიაა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც ვიხედები.. ახლა ხო მომწყდა კისერი და ეგაა..! :D

kelevra13, როგორც რუსულად იტყვიან, - "рад что вы с нами" :bye:

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...