Jump to content
Planeta.Ge

ვეტერანთა "სრული დაზღვევა"


Recommended Posts

მოგესალმებით, არ შეგაწუხებდით რომ არა ერთი მოულოდნელობა.

მცირედ მოგიყვებით ჩემს შესახებ:

პირობითად ranger, დავიბადე 1986 წლის 16 აპრილს, ვარ დედისერთა. მივიღე სრული საშუალო განათლება. 2007 წლის ოქტომბერში ჩავირიცხე საკონტრაქტო სამსახურში, შეიარაღებული ძალების რიგებში არტილერიის მზვერავად. 2008 წელს მივიღე მონაწილეობა ცხინვალის რეგიონში განვითარებულ საომარ მოქმედებებში, 9 აგვისტოს ერთერთი დავალებისას მივიღე მაჯის მოტეხილობა, ასეულის მეთაურმა ჰოსპიტალში გამგზავნა რათა ხელი თაბაშირში ჩამესვა, პოზიციას არ ვტოვებდი მაგრამ შემპირდა აუცილებლად დაგაბრუნებ უკან გპირდებიო, რადგან დამპირდა დავტოვე პოზიცია წავედი ჰოსპიტალში თანმხლებ ფერშალთან ერთად, ჰოსპიტალში რენტგენი გადამიღეს თაბაშირს ველოდი, დაჭრილები შემოჰყავდათ ჩემს თვალწინ.. გორიც დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ. სწრაფად ჩავიცვი ერთერთი დაჭრილის ჯავშანჟილეტი, რეზერვისტის ჩაფხუტი დავიფარე რადგან ჩემი პოზიციაზე მქონდა დატოვილი და დაჭრილი სამოქალაქო პირების შემოყვანის მიზნით დავტოვე ჰოსპიტლის ეზო რამდენიმე შემოყვანის შემდგომ ერთერთ გასვლაზე მეც მიწია ჭურვის ნამსხვრებმა ჩაფხუტი მომაძრო სადგაც მომისროლა წამებში ავდექი უბრალოდ ყველაფერი წუოდა თითქოს, ისევ დაჭრილები მოვათავსეთ პიკაპზე და ერთერთი საკაცით მივიყვანეთ ჰოსპიტლის ეზოში, იქ მინახეს ჯავშანში ძურგის არეში 3 მოზრდილი ნამსხვრევი, არადა ჯავშანი შემთვევით მეცვა.. პოზიციაზე აგარ დამაბრუნეს ასეულის მეთაური ტელეფონს აგარ პასუხობდა თურმე უკვე მოეკლათ, ჩემი შემცვლელი მზვერავიც დაჩრილი იყო მე კი პოზიციაზე აგარ მიშვებდნენ და მპიდებოდნენ თვითნებურად ეზოს ტუ დავტოვებდი დამიჩერდნენ დეზერტირობის ბრალდებით, ეს ჩემთის სიკვდილზე მეტი იყო, საღამოს უკვე ტბილისში ჩამომიყვანა დაჭრილების ავტობუსმა და გამიშვეს სახლში, ეს აბსურდი იყო, სახლში წასვლა თუ შეიძლებოდა რატომ პოზიციაზე არ გამიშვეს? 10-ში ისევ დავბრუნდი გორში დიდი აურზაურის შემწრე გავხდი ვეღარავის ვუკავშირდებოდი.. საკუტარ ნაწილს დაუკავშირდი მიტხრეს ვაზიანში დაბრუნდი დამატებით ზალებში ჩაგსვამთ და დაგაბრუნებთ შენს ასეულთანო ჩავედი ვაზიანში და უკანდახევის ბრძანებაც გაიცა.. შემდგომ დღეებში რესპუბლიკურში მმკურნალობდნენ ხერხემლისა და თავის ქალის ტრამვებზე, მოტეხილ ხელზე, გამოკვლევები დაზღვევამ დამიფინანსა მაგრამ წამლებზე არ მოქმედებდა ძვირი გირდა და ვერ დავასრულე მკურნალობა, შჰოსპიტალი როგორც კი აღდგა ჩავედი იქ კი.. დამცირებულად ვიგრძენი თავი, თურმე მე მხოლოდ მელისალი მჩირდებოდა და სხვა არაფერი, თურმე არც ხელი მქონდა მოტეხილი და არც არაფერი, ისევ ჩემი სახსრებით განვაგრძე მკურნალობა ვალებით, ასეტუისე გამოვკეთდი და განვაგრძე სამსახური.. 2010-2011 ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც ვიმსახურე და ოქტომბერში კონტრაქტი დავასრულე აღარ გავაგრძელე რდგან საკმაოდ მაწუხებდა ხერხემალი, დღემდე გარკვეული უკეთესობა მქონდა, აღარ მაწუხებდა თითქოს, გადავწყვიტე საოფიცრო კურზე წასვლა თუკი უკეთ ვარ დაუბრუნდები ჩემს სამსახურსთქო და ბედის ირონია,.. ისევ ხერხემალმა შემაწუხა, მომანიჭეს სტატუსი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ტელევიზია აცხადებს რომ ვეტერნები იღებენ სრულ დაზღვევასო და მივაკითხე საავადმყოფოს, ფორმა ასი გამატანეს დაზგვევამ უნდა დაგიფინანსოსო წავიღე იმედით რომ ვეტერნებს სრული დაზღვევა გვქონდა და.. ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალური უარიც კი მომწერა არ ითვალისწინებს შენი დაზღვევა იმ კვლევას რაც გჭირდება და მოიძიე სხვა საშუალებაო.

აი ეს არის ჩემი და არა მარტო ჩემი გასაჭირი, ახლა მინდა გკითხოთ რატომ არის ვეტერანთა სრული დაძღვევა არასრული? და რატომ გვეუბნებიან რომ ჩვენ 100%იანი დაზღვევით ვსარგებლობთ? გთხოვთ პასუხისმგებელ პირებს გამოასწოროთ აღნიშნული სრული დაზღვევა სანამ გვყავს ერს ვეტერნები და ხალხი რომელიც მზადაა თავი გადადოს სამშობლოსათვის!!! მე კი მოვითმენ ტკივილს, ამ ტკივილით გავივლი საოფიცრო კურსს თუკი ამ წერილის შემდეგ საერთოდ მიმიღებენ კურსზე, ისევ ვიმსახურებ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ისევ სამშობლოს სიყვარულით და ერთ წესს გავიხდი ცხოვრების წესდებად:

თუ არ გაცვია ჯავშანი დაბომბვივას არ ჩაიცვა! და რომც გეცვას ჯავშანი გაიხედე! რადგან თურმე ჯობია მოკვდე, ვიდრე სამკურნალო დარჩე, იმიტომ რომ ვეტერანთა “სრული დაზვევა” არ ითვალისწინებს ვეტერნის ჯანმრთელობის გადარჩენას!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო რეინჯერ, ხვალ ორშაბათია, შევეცდებით პასუხისმგებელ პირებთან გავარკვიოთ ის, რაც თქვენ გაწუხებთ. დამირეკეთ 5 77 55 33 68.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო

ranger777

 

ამ საკითხზე დავუკავშირდით ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფს სამინისტროს, საიდანაც გვირჩიეს, რომ დარეკოთ 15 05ზე, დატოვოთ პირადი ნომერი და აუცილებლად გაარკვევენ, რა ტიპის დახმარება შეიძლება განხორციელდეს თქვენთან მიმართებაში.

როგორც გავარკვიეთ, 100%-იანი დაზღვევა არ ნიშნავს ყველანაირი დაავადების და, მით უმეტეს, მკურნალობის და კვლევების დაფინანსებას.კვლევები ფინანსდება მხოლოდ წინასაოპერაციო პერიოდში.

ვეტერანთა დაზღვევა 100%-ით აფინანსებს მხოლოდ გეგმიურ ოპერაციებს 15000 ლარის ფარგლებში და 12000 ლარის ფარგლებში ონკოლოგიურ დაავადებებს. რაც შეეხება თერაპიულ და რეაბილიტაციურ მკურნალობას, სამწუხაროდ ეს დაზღვევა არ აფინანსებს.

ჩვენი თხოვნაა, დაგვიკავშირდეთ და უფრო კონკრეტულად გავარკვიოთ საკითხი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გმადლობთ ყურადღებისთვის, ალბად თავადაც დაუფიქრდებოდით , თუკი ვეტერანს 100%ით უფინანსებენ ოპერაციას მაგრამ არ უფინანსებენ გამოკვლევას რანაირად გაიგებენ რომ მას ოპერაცია სჭირდება და რანაირად გაუკეტებენ 100%ით დაფინანსებულ ოპერაციას? თუ ვეტარანმა მოიძია საკუთარი სახსრებით გამოკვლევის თანხა ალბად მაგ შემთხვაში დაუფინანსებენ "ალბად" აქ ეს წერილი მხოლოდ იმიტომ დავტოვე რომ საზოგადოების მცირე ნაწილს მაინც გაეგო მწარე რეალობა, იქნებ ვინმე პასუხისმგებელმა პირმაც შემოიხედოს და ნახოს იქნებ რამე შეიცვალოს, შველა ბევრ ვეტერანს სჭირდება ისევ რომ სამშობლოს გამოადგეს თავი რომ გირსეულად იგრძნოს.სხვებს დაეხმარეთ თუკი ვინმეს რამე შეგიძლიათ

მეე? მე ავიტან, ჯერ ფეხზე ვდგავარ, კურსზეც წავალ და ისევ ქვეყნისთვის ჩრდილში ყოფნას ვამჯობინებ,

ჰოსპიტალმა არ გამაკოსიავა, არ გჭირს არაფერიო და მეც დავასრულე კონტრაქტი ტკივილით, ახლა თუ დამბრაკა კომიასიაზე კითხვაც გამიჩნდება თუ არაფერი მჭირდა ახლა რაგატო მბრაკავთთწო მაგრამ მთავარი მე არ ვარ, მთავარი ისაა რომ ვეტერანი ხელის გულზე უნდა ვატაროთ ყველამ, ადამიანები? უმეტესობა ვეტერანს არ თვლის სამშობლოს პატრიოტად, მითუმეტეს 2008წლის ომის მონაწილეებს, ფულისთვის იყვნენ ჯარში და მეტი არაფერიო არადა ასე რომ არაა ეს მხოლოდ იმან იცოდა ვინც ბრძოლის ველზე დაეცა, კიდევ იმან იცის ვინც ინვალიდად დარჩა და ხმას არ იგებს იმიტომ რომ ხედავს მწარე რეალობას კიდევ იმ უმეტესობამაც იცის გულის სიღრმეში რომ ომში ფულისთვის არავინ იბრძოდა მაგრამ ხმამაღლა მაინც ამას ამტკიცებს, უამრავია ისეთი ვინც ვეტერნის მოწმობა სადგაც მიაგდო იმიტომ რომ მხოლოდ ქაღალდია, მე? ხშირად ვუყურებ ჩემს მოწმობას და ვფიქრობ სახელმწიფომ ეს მოწმობა მომცა კიდევ "სრული დაზღვევა" რეალურად ისიც ცარიელი ფურცელი ვფიქრობ და ვთვლი რომ ჩემი ქვეყნისთვის შემდეგზე უფრო მეტს შევძლებ ვიდრე წინა ბრძოლაში იმიტომ რომ მე ფულისთვის არ მიბძოლია, იცით კიდევ რა? ის ინვალიდი ვეტერნები უფრო მეტს გააკეთებენ ქვეყნისთვის ვიდრე ის ბედოვლათები ფულის გულისთვის ჯარში წასულები რომ დაგვარქვეს, მე მიყვარდა ჩემი საქმე და ისევ მიყვარს, ჩემს მეთაურს უყვარდა თავის საქმე და ისევ ეყვარებოდა ცოცხალი რომ იყოს. შეურაცხყოფილი რამდენი ვეტერანი მხვდება ქუჩაში ზოგი ინვალიდი შემწეობას ითხოვს კითხვა მაქვს რატომ? მათ ხომ ქვეყნისთვის თავი გაწირეს, ხომ შეიძლება ისინი მაინც არ იტხოვდნენ მოწყალებას ხო შეიძლება არ დავაჭირვოთ? მაგრამ არა. ვეტერანი მხოლოდ ქაღალდზეა ვეტერანი აი ესაა რეალობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისევ მოგესალმებით. ვხედავთ და არაა რთული წარმოსადგენი სიტუაციის სიმძიმეც და რეალობაც, მაგრამ, იქნებ მოგვცეთ საშუალება უფრო აქტიური მოქმედების. დაგვიტოვეთ საკონტაქტო კოორდინატები, რომ შევძლოთ იმ ადამიანებთან დაკავშირება, რომლებსაც შეუძლიათ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება.

593 258615. ამ ნომერზე მომიმესიჯეთ თქვენი პირადი ნომერი და ჯანდაცვაში შეეცდებიან გარკვევას. პატივისცემით, კატო ჩულაშვილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არავის ვზღუდავ თავისუფალ მოქმედებაში მაგრამ არ ვღებულობ გასაჯაროვების შემდეგ დახმარებას მაშინ როცა სხვას უფრო მეტად უჭირს, აქცენტი ჩემზე ერთ კონკრეტულზე არ უნდა გაკეთდეს არავისგან, ჩვენ მათხოვრები არ ვართ, ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ და მხოლოდ ის გვინდა რასაც აცხადებენ ის მართლა შეასრულონ სრული დაზღვევა თუა უნდა იყოს და თუ არაა ნუღარ გვატყუებენ

მოქმედება გინდათ? იმოქმედეთ, საკონტაქტო კოორდინატები? ასეთი კოორდინატი უამრავია ვეტერანთა დეპარტამენტში ნებისმიერს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია და გააკეთოს თუ რამ შეუძლია, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ვის შეუძლია? ვეტერანთა დეპარტამენტს, თავდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტს რომელიც მაქსიმალურად წელავს ვეტერანტა საკითხის განხილვას სესიაზე და სასწრაფოდ განიხილავს ბუსუსებიანი პრეზერვატივის საკითხს,

ჩემი პირადი ნომერი? კი ბატონო საჯაროდ დავწერ: ომის ვეტერანი ესაა ჩემი პირადი ნომერი მე ყველა ვეტერანი ვარ და ყველა ვეტერანია მე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეტერანთა დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ყავს. ეს სტრუქტურა გამოეყო თავდაცვის სამინისტროს და გადავიდა პრემიერის ზედამხედველობის სივრცეში. თემა რთულია და დროში გაწელილი პრობლემები. თუ პრობლემა გადაუდებელია, ანუ სასწრაფო ჩარევას მოითხოვს, გამოსავალიც მოინახება და პრობლემაც გადაიჭრება, გვაქვს, პირადად მე მაქვს ეს პრაქტიკა. 4 დღეა თქვენი კოლეგა ვეტერანი, ჩვენი ჩარევით უკვე გერმანულ კლინიკაში მკურნალობს. რიტორიკის და პრობლემის დასმის დონეზე გასაგებია თქვენი გულისტკივილი და გეთანხმებით. ოღონდ ეს მიდგომა, რომ ვეტერანი მათხოვარია ახალ კანონპროექტში მთლიანად მოხსნილია. ვიცი, წაკითხული მაქვს და მიდგომები შეიცვალა. პარლამენტი რატომ აჭიანურებს მის განხილვას, ამას მეც ვერ ვხვდები და კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რამდენად მნიშვნელოვანია.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიცი სულ ახლახანს გახდა დამოუკიდებელი უწყება გელა დოლიძეც ვიცი აწი რას იზავს დეპარტამენტი ეგეც მაინტერესებს აქმდე ჩვენ ვერ ვწყვეტთო ამბობდნენ, მე ასეთი ვარ გასაჯაროვების შემდეგ ზალითაც რომ მომხედონ არ მინდა, რატომ? სხვა უფო ცუდ დღეშია, ვერ ასაჯაროვებს, ინტერნეტზეც არ მიუწვდება ხელი რომ გაასაჯაროვოს და მე მივიღო დახმარება ისეთი რომელიც მათაც ეკუთვნით მაგრამ ვერ იღებენ რადგან ვერ ახმაურებენ გასაჭირს? სად აღარ დავდივარ ვისზე რას ვთხოვ მაგრამ არაფერი, ასეთია კანონიო ესაა სულ პასუხი, რასაც თქვენ ამბობთ რომ ხალხს ეხმარებით მიხარია და იმედიც მომემატა, კიდევ ერთხელ გმადლობთ ყურადღებისთვის თუმცა ახალი კანონპროექტის 30 %იც კი არ დამტკიცდება მე ასე მგონია ნელნელა ამოიღებენ გარკვეულ პუნქტებს თუმცა ვნახოთ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მესმის, მოდით, ვიმეგობრტოთ და ერთად მივხედოთ მაგ საქმეს, მეც ბევრი მეგობარი მყავს ვეტერანი. ;) მჯერა, რომ შეიცვლება მალე სიტუაცია.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...