Jump to content
Planeta.Ge

ranger777

პლანეტელი
  • პოსტები

    7
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ranger777'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. ვინ ბრძანდებითთქო ვიგულისხმე
  2. ძალიან ცუდი და თითქოს ნაცნობი სუნი ტრიალებს ამ საკითხის გარშემო თანაც მკაფიო ამოუცნობი სუნის ელემენტებით გაჯერებული
  3. კი ბატონო, ორგანიზაცია კერძო პირი თუ იურიდიული პირი?
  4. ვიცი სულ ახლახანს გახდა დამოუკიდებელი უწყება გელა დოლიძეც ვიცი აწი რას იზავს დეპარტამენტი ეგეც მაინტერესებს აქმდე ჩვენ ვერ ვწყვეტთო ამბობდნენ, მე ასეთი ვარ გასაჯაროვების შემდეგ ზალითაც რომ მომხედონ არ მინდა, რატომ? სხვა უფო ცუდ დღეშია, ვერ ასაჯაროვებს, ინტერნეტზეც არ მიუწვდება ხელი რომ გაასაჯაროვოს და მე მივიღო დახმარება ისეთი რომელიც მათაც ეკუთვნით მაგრამ ვერ იღებენ რადგან ვერ ახმაურებენ გასაჭირს? სად აღარ დავდივარ ვისზე რას ვთხოვ მაგრამ არაფერი, ასეთია კანონიო ესაა სულ პასუხი, რასაც თქვენ ამბობთ რომ ხალხს ეხმარებით მიხარია და იმედიც მომემატა, კიდევ ერთხელ გმადლობთ ყურადღებისთვის თუმცა ახალი კანონპროექტის 30 %იც კი არ დამტკიცდება მე ასე მგონია ნელნელა ამოიღებენ გარკვეულ პუნქტებს თუმცა ვნახოთ
  5. მე არავის ვზღუდავ თავისუფალ მოქმედებაში მაგრამ არ ვღებულობ გასაჯაროვების შემდეგ დახმარებას მაშინ როცა სხვას უფრო მეტად უჭირს, აქცენტი ჩემზე ერთ კონკრეტულზე არ უნდა გაკეთდეს არავისგან, ჩვენ მათხოვრები არ ვართ, ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ და მხოლოდ ის გვინდა რასაც აცხადებენ ის მართლა შეასრულონ სრული დაზღვევა თუა უნდა იყოს და თუ არაა ნუღარ გვატყუებენ მოქმედება გინდათ? იმოქმედეთ, საკონტაქტო კოორდინატები? ასეთი კოორდინატი უამრავია ვეტერანთა დეპარტამენტში ნებისმიერს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია და გააკეთოს თუ რამ შეუძლია, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ვის შეუძლია? ვეტერანთა დეპარტამენტს, თავდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტს რომელიც მაქსიმალურად წელავს ვეტერანტა საკითხის განხილვას სესიაზე და სასწრაფოდ განიხილავს ბუსუსებიანი პრეზერვატივის საკითხს, ჩემი პირადი ნომერი? კი ბატონო საჯაროდ დავწერ: ომის ვეტერანი ესაა ჩემი პირადი ნომერი მე ყველა ვეტერანი ვარ და ყველა ვეტერანია მე.
  6. გმადლობთ ყურადღებისთვის, ალბად თავადაც დაუფიქრდებოდით , თუკი ვეტერანს 100%ით უფინანსებენ ოპერაციას მაგრამ არ უფინანსებენ გამოკვლევას რანაირად გაიგებენ რომ მას ოპერაცია სჭირდება და რანაირად გაუკეტებენ 100%ით დაფინანსებულ ოპერაციას? თუ ვეტარანმა მოიძია საკუთარი სახსრებით გამოკვლევის თანხა ალბად მაგ შემთხვაში დაუფინანსებენ "ალბად" აქ ეს წერილი მხოლოდ იმიტომ დავტოვე რომ საზოგადოების მცირე ნაწილს მაინც გაეგო მწარე რეალობა, იქნებ ვინმე პასუხისმგებელმა პირმაც შემოიხედოს და ნახოს იქნებ რამე შეიცვალოს, შველა ბევრ ვეტერანს სჭირდება ისევ რომ სამშობლოს გამოადგეს თავი რომ გირსეულად იგრძნოს.სხვებს დაეხმარეთ თუკი ვინმეს რამე შეგიძლიათ მეე? მე ავიტან, ჯერ ფეხზე ვდგავარ, კურსზეც წავალ და ისევ ქვეყნისთვის ჩრდილში ყოფნას ვამჯობინებ, ჰოსპიტალმა არ გამაკოსიავა, არ გჭირს არაფერიო და მეც დავასრულე კონტრაქტი ტკივილით, ახლა თუ დამბრაკა კომიასიაზე კითხვაც გამიჩნდება თუ არაფერი მჭირდა ახლა რაგატო მბრაკავთთწო მაგრამ მთავარი მე არ ვარ, მთავარი ისაა რომ ვეტერანი ხელის გულზე უნდა ვატაროთ ყველამ, ადამიანები? უმეტესობა ვეტერანს არ თვლის სამშობლოს პატრიოტად, მითუმეტეს 2008წლის ომის მონაწილეებს, ფულისთვის იყვნენ ჯარში და მეტი არაფერიო არადა ასე რომ არაა ეს მხოლოდ იმან იცოდა ვინც ბრძოლის ველზე დაეცა, კიდევ იმან იცის ვინც ინვალიდად დარჩა და ხმას არ იგებს იმიტომ რომ ხედავს მწარე რეალობას კიდევ იმ უმეტესობამაც იცის გულის სიღრმეში რომ ომში ფულისთვის არავინ იბრძოდა მაგრამ ხმამაღლა მაინც ამას ამტკიცებს, უამრავია ისეთი ვინც ვეტერნის მოწმობა სადგაც მიაგდო იმიტომ რომ მხოლოდ ქაღალდია, მე? ხშირად ვუყურებ ჩემს მოწმობას და ვფიქრობ სახელმწიფომ ეს მოწმობა მომცა კიდევ "სრული დაზღვევა" რეალურად ისიც ცარიელი ფურცელი ვფიქრობ და ვთვლი რომ ჩემი ქვეყნისთვის შემდეგზე უფრო მეტს შევძლებ ვიდრე წინა ბრძოლაში იმიტომ რომ მე ფულისთვის არ მიბძოლია, იცით კიდევ რა? ის ინვალიდი ვეტერნები უფრო მეტს გააკეთებენ ქვეყნისთვის ვიდრე ის ბედოვლათები ფულის გულისთვის ჯარში წასულები რომ დაგვარქვეს, მე მიყვარდა ჩემი საქმე და ისევ მიყვარს, ჩემს მეთაურს უყვარდა თავის საქმე და ისევ ეყვარებოდა ცოცხალი რომ იყოს. შეურაცხყოფილი რამდენი ვეტერანი მხვდება ქუჩაში ზოგი ინვალიდი შემწეობას ითხოვს კითხვა მაქვს რატომ? მათ ხომ ქვეყნისთვის თავი გაწირეს, ხომ შეიძლება ისინი მაინც არ იტხოვდნენ მოწყალებას ხო შეიძლება არ დავაჭირვოთ? მაგრამ არა. ვეტერანი მხოლოდ ქაღალდზეა ვეტერანი აი ესაა რეალობა
  7. მოგესალმებით, არ შეგაწუხებდით რომ არა ერთი მოულოდნელობა. მცირედ მოგიყვებით ჩემს შესახებ: პირობითად ranger, დავიბადე 1986 წლის 16 აპრილს, ვარ დედისერთა. მივიღე სრული საშუალო განათლება. 2007 წლის ოქტომბერში ჩავირიცხე საკონტრაქტო სამსახურში, შეიარაღებული ძალების რიგებში არტილერიის მზვერავად. 2008 წელს მივიღე მონაწილეობა ცხინვალის რეგიონში განვითარებულ საომარ მოქმედებებში, 9 აგვისტოს ერთერთი დავალებისას მივიღე მაჯის მოტეხილობა, ასეულის მეთაურმა ჰოსპიტალში გამგზავნა რათა ხელი თაბაშირში ჩამესვა, პოზიციას არ ვტოვებდი მაგრამ შემპირდა აუცილებლად დაგაბრუნებ უკან გპირდებიო, რადგან დამპირდა დავტოვე პოზიცია წავედი ჰოსპიტალში თანმხლებ ფერშალთან ერთად, ჰოსპიტალში რენტგენი გადამიღეს თაბაშირს ველოდი, დაჭრილები შემოჰყავდათ ჩემს თვალწინ.. გორიც დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ. სწრაფად ჩავიცვი ერთერთი დაჭრილის ჯავშანჟილეტი, რეზერვისტის ჩაფხუტი დავიფარე რადგან ჩემი პოზიციაზე მქონდა დატოვილი და დაჭრილი სამოქალაქო პირების შემოყვანის მიზნით დავტოვე ჰოსპიტლის ეზო რამდენიმე შემოყვანის შემდგომ ერთერთ გასვლაზე მეც მიწია ჭურვის ნამსხვრებმა ჩაფხუტი მომაძრო სადგაც მომისროლა წამებში ავდექი უბრალოდ ყველაფერი წუოდა თითქოს, ისევ დაჭრილები მოვათავსეთ პიკაპზე და ერთერთი საკაცით მივიყვანეთ ჰოსპიტლის ეზოში, იქ მინახეს ჯავშანში ძურგის არეში 3 მოზრდილი ნამსხვრევი, არადა ჯავშანი შემთვევით მეცვა.. პოზიციაზე აგარ დამაბრუნეს ასეულის მეთაური ტელეფონს აგარ პასუხობდა თურმე უკვე მოეკლათ, ჩემი შემცვლელი მზვერავიც დაჩრილი იყო მე კი პოზიციაზე აგარ მიშვებდნენ და მპიდებოდნენ თვითნებურად ეზოს ტუ დავტოვებდი დამიჩერდნენ დეზერტირობის ბრალდებით, ეს ჩემთის სიკვდილზე მეტი იყო, საღამოს უკვე ტბილისში ჩამომიყვანა დაჭრილების ავტობუსმა და გამიშვეს სახლში, ეს აბსურდი იყო, სახლში წასვლა თუ შეიძლებოდა რატომ პოზიციაზე არ გამიშვეს? 10-ში ისევ დავბრუნდი გორში დიდი აურზაურის შემწრე გავხდი ვეღარავის ვუკავშირდებოდი.. საკუტარ ნაწილს დაუკავშირდი მიტხრეს ვაზიანში დაბრუნდი დამატებით ზალებში ჩაგსვამთ და დაგაბრუნებთ შენს ასეულთანო ჩავედი ვაზიანში და უკანდახევის ბრძანებაც გაიცა.. შემდგომ დღეებში რესპუბლიკურში მმკურნალობდნენ ხერხემლისა და თავის ქალის ტრამვებზე, მოტეხილ ხელზე, გამოკვლევები დაზღვევამ დამიფინანსა მაგრამ წამლებზე არ მოქმედებდა ძვირი გირდა და ვერ დავასრულე მკურნალობა, შჰოსპიტალი როგორც კი აღდგა ჩავედი იქ კი.. დამცირებულად ვიგრძენი თავი, თურმე მე მხოლოდ მელისალი მჩირდებოდა და სხვა არაფერი, თურმე არც ხელი მქონდა მოტეხილი და არც არაფერი, ისევ ჩემი სახსრებით განვაგრძე მკურნალობა ვალებით, ასეტუისე გამოვკეთდი და განვაგრძე სამსახური.. 2010-2011 ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც ვიმსახურე და ოქტომბერში კონტრაქტი დავასრულე აღარ გავაგრძელე რდგან საკმაოდ მაწუხებდა ხერხემალი, დღემდე გარკვეული უკეთესობა მქონდა, აღარ მაწუხებდა თითქოს, გადავწყვიტე საოფიცრო კურზე წასვლა თუკი უკეთ ვარ დაუბრუნდები ჩემს სამსახურსთქო და ბედის ირონია,.. ისევ ხერხემალმა შემაწუხა, მომანიჭეს სტატუსი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ტელევიზია აცხადებს რომ ვეტერნები იღებენ სრულ დაზღვევასო და მივაკითხე საავადმყოფოს, ფორმა ასი გამატანეს დაზგვევამ უნდა დაგიფინანსოსო წავიღე იმედით რომ ვეტერნებს სრული დაზღვევა გვქონდა და.. ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალური უარიც კი მომწერა არ ითვალისწინებს შენი დაზღვევა იმ კვლევას რაც გჭირდება და მოიძიე სხვა საშუალებაო. აი ეს არის ჩემი და არა მარტო ჩემი გასაჭირი, ახლა მინდა გკითხოთ რატომ არის ვეტერანთა სრული დაძღვევა არასრული? და რატომ გვეუბნებიან რომ ჩვენ 100%იანი დაზღვევით ვსარგებლობთ? გთხოვთ პასუხისმგებელ პირებს გამოასწოროთ აღნიშნული სრული დაზღვევა სანამ გვყავს ერს ვეტერნები და ხალხი რომელიც მზადაა თავი გადადოს სამშობლოსათვის!!! მე კი მოვითმენ ტკივილს, ამ ტკივილით გავივლი საოფიცრო კურსს თუკი ამ წერილის შემდეგ საერთოდ მიმიღებენ კურსზე, ისევ ვიმსახურებ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ისევ სამშობლოს სიყვარულით და ერთ წესს გავიხდი ცხოვრების წესდებად: თუ არ გაცვია ჯავშანი დაბომბვივას არ ჩაიცვა! და რომც გეცვას ჯავშანი გაიხედე! რადგან თურმე ჯობია მოკვდე, ვიდრე სამკურნალო დარჩე, იმიტომ რომ ვეტერანთა “სრული დაზვევა” არ ითვალისწინებს ვეტერნის ჯანმრთელობის გადარჩენას!!!
×
×
  • შექმენი...