Jump to content
Planeta.Ge

რა ენაზე მეტყველებდნენ აიეტი და მედეა?


Recommended Posts

Shaten

მეგრული ხო იცი. მართლა მილიარდზე მეტი სიტყვაა?

სხვათაშორის, მეგრული - სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თითქმის არცერთმა მეგრელმა არ იცის.. თან მეგრულის ცოდნა იმას არ ნიშნავს, რომ იცოდე - რამდენი სიტყვაა მეგრულში.. მართალი გითხრა - არ დამითვლია.. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 58
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მართალი გითხრა - არ დამითვლია..

რას დაითვლი მილიარდამდე დათვლას რამდენიმე სიცოცხლე არ ეყოფა :))

 

მაგრამ მაინც გვატყუებს პატივცემული odabade , მისსავე დადებულ ვიდეოში ამტკიცებენ რომ 102 მილიონი სიტყვაა და ეს სიტყვები წარმოშობილია 2202 ძირი ფორმიდან :)

odabade თავადაც რომ უყურო ხოლმე შენს დადებულ ვიდეოებს არ იქნება ცუდი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

odabade კიდო ერთხელ ვამბობ :facepalm: მეგრული, სვანური, და სხვა არის ქართული ენა (ძველქართული) და ხო მათ აქვთ დიდი და მნიშვნელობა არავინ ამას არ უარყოფს, მაგრამ ეს “შეკრეფა” სეპარატიზმის გაღვივებას უფრო გავს, და რაც შეეხება გამოკლევვას ყველა იცის რო ადამიანი იმას ხედავს რაც უნდა, მაგამ ეს ფაქტი არაა!!!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს “შეკრეფა” სეპარატიზმის გაღვივებას უფრო გავს

მართალი ხარ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

მეგრელი-ეს ქართულად არის. მეგრეულად არის მარგალ, სიტყვასიტყვით მიწაზე მომუშავე. (მარგუალი, შეადარეთ გიორგის ბერძულ მნიშვნელობას. –მიწაზე მომუშავე)

 

რაც შეეხება რა ენაზე ლაპარაკობდა აიეტი და მედეა. ამაზე პასუხი აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ უკვე გასცა, და მას ედავეთ.

 

რა ენაზე მეტყველებდნენ აიეტი და მედეა?

 

თუ რა მოსახლეობა დახვდათ კოლხეთში არგონავტებს და რა ენაზე მეტყველებდნენ აიას ქვეყანაში, სადაც გავრცელებული იყო ოქროს საწმისის კულტი, ამის დადგენა შეიძლება ბერძნულ ტექსტებში შემონახული ერთი სიტყვითაც კი.

 

ცხვრის კულტი ჩვენში დღემდეა შემორჩენილი, ხოლო ბერძნულ ტექსტებში შემონახული სიტყვა გახლავთ ოქროს საწმისის ბერძნული სახელწოდება კოვო/კოვა.

 

ქართული სიტყვის ტყავ-ის მეგრულ-ლაზური ვარიანტი უნდა ყოფილიყო ტყოვ/ტკოვ ფორმა (თანამედროვე მეგრული ”ტყები”, ლაზური - ”ტკები”).

 

ბერძნებმა ეს სიტყვა გამოიყენეს სიტყვა ”ტყავის” მნიშვნელობით იმ სპეციფიკური ”ცხვრის ტყავის” აღსანიშნავად, რომელსაც განსაკუთრებული საკულტო მნიშვნელობა ჰქონდა.

 

სავარაუდოა, რომ ოქროს საწმისის და,

საერთოდ, ტყავის აღსანიშნავად ბერძნები საკუთარი ”დერმას” გვერდით იყენებდნენ კოვ-ს. ეს სიტყვა უთუოდ შეითვისეს იმ ქვეყანაში, სადაც გავრცელებული იყო ცხვრის ტყავის კულტი.

ეს კი ნიშნავს, რომ ბერძნების მოსვლის ეპოქაში დასავლეთ საქართველოში გავრცელებული იყო დიალექტი - მეგრულ-ლაზურის წინაპარი, რომელზედაც ტყავი აღინიშნებოდა ტყოვ-ტკოვ ფორმით.

 

ამ დიალექტის დღევანდელი გაგრძელებაა მეგრული და ლაზური.

 

არგონავტების გემ ”არგოს” სახელს საფუძვლად უდევს, სერგი ჯიქიას გონებამახვილური მიხვედრით, ეგრ-ის-ი, ქვეყნის სახელწოდების დასავლურ ქართული აგრ/არგ ვარიანტი, რომლისგანაც ეთნონიმი მ-არგ-ალ-ი წარმოდგება.

მაშასადამე, მედეა და აიეტი, აიას ქვეყნის ხალხი მეტყველებდა მეგრულ-ლაზურის წინაპარ, კოლხურ ენაზე. სახელი, კოლხური, მართებულად უწოდა ამ წინაპარ ენას აკაკი შანიძემ.

 

 

თამაზ გამყრელიძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

საინტერესო არარის რასაც თქვენ ამბობთ. ხოლო მეგრული ენის არსებობა თუ მეგრული სეპარაიზმის წინაპირობაა, მეგრული ენის დიალექტობის მტკიცება შოვინიზმის წინაპირობაა. არჩევანი თქვენზეა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეგრელი-ეს ქართულად არის

მეც ეს ავღნიშნე, მემგონი..

მეგრეულად არის მარგალ, სიტყვასიტყვით მიწაზე მომუშავე. (მარგუალი, შეადარეთ გიორგის ბერძულ მნიშვნელობას. –მიწაზე მომუშავე)

ეს მართლა არ ვიცოდი.. მადლობა, რომ განმანათლე..

არგონავტების გემ ”არგოს” სახელს საფუძვლად უდევს, სერგი ჯიქიას გონებამახვილური მიხვედრით, ეგრ-ის-ი, ქვეყნის სახელწოდების დასავლურ ქართული აგრ/არგ ვარიანტი,

მეც ეს არ ვთქვი..?! :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

odabade ერთი მითხარით, თქვენ რისი დამტკიცება გინდათ? რო მეგრული, სვანური, ლაზური და სხვა ქართულის წინაფარი ენა არა და იქნებ მერე თქვათ, სამეგრელო ცალკე სახელმწიფო უნდა იყოს ? ეგეთები ჩვენ ვიცით კარგად, არუნდა ამას ხმამაღალი სიტყვები :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქნებ მერე თქვათ, სამეგრელო ცალკე სახელმწიფო უნდა იყოს ?

ამაზე ხუმრობითაც არ მინდა არაფრის გაგონება..!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამეგრელო ცალკე სახელმწიფო უნდა იყოს ?

მე იმის თქმა მინდა , რომ ისტორიის და სხვა კულტირული მემკვიდრეობის პროფანაცია არარის საჭირო. ამის საჭიროებას ვერ ვხედავ.მაგრამ თუ მსგავსი გაგრძელდა , ეს სიკეთეს ვერ მოიტანს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე იმის თქმა მინდა , რომ ისტორიის და სხვა კულტირული მემკვიდრეობის პროფანაცია არარის საჭირო. ამის საჭიროებას ვერ ვხედავ.მაგრამ თუ მსგავსი გაგრძელდა , ეს სიკეთეს ვერ მოიტანს.

ვინ ან რას შეურაწყოფს ასეთი ვაი-მეცნიერების გარდა? :facepalm:

ისე რომ იცოდეთ, ასეთი თქვენი დამოკიდებულობა კი შეურაწყოფს! არ ვიცი რამდენის ხართ, მაგრამ ყველაფერი გასაგებია და თქვენი დიაგნოზი დასმულია! :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეგრული ენის გადიალექტება , უკვე შეურაწყოფაა. თუმცა თქვენ ეს არ მიგაჩნიათ ასეთად. დღეს საქართელოში მიდის ისტორიის მასიური პროფანაცია. რაც შეეხება ჩემს დიაგნოზ, ეს არის თქვენი დამოკიდებულება. განსხვავებული აზრი თქვენთვის მიუღებელია. ყველგან გრუ და კგბ აგენტები გელანდებათ. გაიგეთ. საქართველოს სსრ არარის. სტალინი კი მოკვდა. არარის ცოცხალი. ვიტყვი პირდაპირ. დამოუკიდებელ საქართველოში იდევნება მეგრული ენა. ამაზე მეტი რა უნდა გითხრათ. იდევნება წმინდა ნინოს ღვიძლი ენა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეგრული ქართული არა, პირამიდები აშენეს სომხებმა, ქართველები ესპანეთიდან არიან :facepalm: :dash2: ვაი რამდენი ასეთი ვაი მეცნიერები არიან :))
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...