Jump to content
Planeta.Ge

55 მილიონ ევროდ შეძენილი ვერტმფრენი გაიყიდება !


Recommended Posts

მთავრობა ვერტმფრენების გაყიდვას აპირებს

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ადასტურებს, რომ მთავრობა SUPER PUMA–ს ტიპის ვერტმფრენების გაყიდვას აპირებს.

ეკონომიკის სამინისტრო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ანდრო ბარნოვს "მთელი რიგი მცდარი ცნობების" გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ვერტმფრენების გაყიდვის აკრძალვის თაობაზე გამოცემული ბრძანებულების აქტი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

"2010 წელს საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ EUROCOPTER-თან ხელი მოაწერა 2 ერთეული არა სამხედრო დანიშნულების, არამედ სამოქალაქო დანიშნულების ვერტფრენის შესყიდვას, კერძოდ, საუბარია SUPER PUMA–ს ტიპის ვერტფრენებზე, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდა ა/წლის ზაფხულში.

უნდა აღინიშნოს, რომ ვერტფრენები არ არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, არამედ მათ განკარგვაზე, როგორც სახელმწიფო ქონებაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელზე დაყრდნობითაც ის კრძალავს ვერტფრენების გასხვისებას, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული და მას არ ჰქონდა მსგავსი ტიპის სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლება.

აქვე, განცხადებაში მოცემული ფაქტი, რომ თითქოს პრეზიდენტ სარკოზის ძალისხმევით გადმოეცა საქართველოს ოთხი ერთეული სამხედრო ვერტმფრენი, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან საქართველოს მთავრობის სახელით ხელშეკრულება გაფორმებული იყო მხოლოდ 2 სამოქალაქო დანიშნულების ვერტფრენზე, რომლის ღირებულება საერთო ჯამში აღწევს 55 მილიონ ევროს. თანხის დიდი ნაწილი კი, გადახდილია საგარეო ვალიდან მოზიდული რესურსით და აღნიშნული სესხის უკან დაბრუნების ვადა ჯერ არ დამდგარა.

საქართველოს მთავრობას მართლაც აქვს გადაწყვეტილი, რომ მოხდეს ზემოაღნიშნული 2 SUPER PUMA–ს ტიპის ვერტფრენის გასხვისება, თუმცა მათში გადახდილი ფასი იმდენად მაღალია, რომ პოტენციური მყიდველის მოძიება გართულებულია და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ცნობილი დილერები უარს ამბობენ ამ ფასის ფარგლებში მათ შესყიდვაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ შესყიდული ერთ–ერთი ვერტმფრენი არის VIP კატეგორიის, რომლის სალონი საქართველოს პრეზიდენტის გემოვნების შესაბამისად, სპეციალური შეკვეთით არის მოწყობილი და თავიდანვე განკუთვნილი იყო მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილებისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება შეიცავს მთელ რიგ უზუსტობებს და მიზნად ისახავს საზოგადოების მიზნობრივად შეცდომაში შეყვანას, ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული კანონიერ საფუძველს მოკლებული ბრძანება ემსახურება მხოლოდ ერთჯერად პიარკამპანიას,-" ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის საკუთრებაში არსებული ორი ფრანგული წარმოების ვერტმფრენის გასხვისების აკრძალვის ბრძანება გამოსცა.

ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა გააკეთა. მისი თქმით, ქვეყნის პირველ პირს აღნიშნული ვერტმფრენების გასხვისებით სამხედრო ძალების დასუსტება დაუშვებლად მიაჩნია. როგორც ბარნოვმა აღნიშნა, საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და ამ ტიპის ტექნიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამაშველო ოპერაციების საწარმოებლად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ჯერ ის არ იციან ამ სირებმა რომ მდგრადი განვითარება იგივეა რომ თქვა მაგალიტად ცხელი სიცივე ანუ ეს სიტყვები ერთმანეთის ანტონიმებია და ბოდიში და ####ურად ჟღერს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidze

რახან ესე გაგეცინა მეორესაც გეტყვი:

სასჯელ აღსრულების სამინისტრო რაა ჩემი ####ა?

სასჯელის აღსრულება არ ხდება, სასჯელის დაკისრება ხდება აღსრულება ხდება განაჩენის, მე 9 კლასი ხათრით დავამთავე და მაგდენი მაინც ვიცი და ამ სირებმა კი ან არიციან ან თავს ი####ვებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სასჯელის აღსრულება არ ხდება, სასჯელის დაკისრება ხდება აღსრულება ხდება განაჩენის, მე 9 კლასი ხათრით დავამთავე და მაგდენი მაინც ვიცი და ამ სირებმა კი ან არიციან ან თავს ი####ვებენ.
ეგაა რა :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...