Metalhead Posted September 11, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted September 11, 2013 მთავრობა ვერტმფრენების გაყიდვას აპირებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ადასტურებს, რომ მთავრობა SUPER PUMA–ს ტიპის ვერტმფრენების გაყიდვას აპირებს.ეკონომიკის სამინისტრო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ანდრო ბარნოვს "მთელი რიგი მცდარი ცნობების" გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ვერტმფრენების გაყიდვის აკრძალვის თაობაზე გამოცემული ბრძანებულების აქტი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია."2010 წელს საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ EUROCOPTER-თან ხელი მოაწერა 2 ერთეული არა სამხედრო დანიშნულების, არამედ სამოქალაქო დანიშნულების ვერტფრენის შესყიდვას, კერძოდ, საუბარია SUPER PUMA–ს ტიპის ვერტფრენებზე, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდა ა/წლის ზაფხულში.უნდა აღინიშნოს, რომ ვერტფრენები არ არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, არამედ მათ განკარგვაზე, როგორც სახელმწიფო ქონებაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელზე დაყრდნობითაც ის კრძალავს ვერტფრენების გასხვისებას, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული და მას არ ჰქონდა მსგავსი ტიპის სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლება.აქვე, განცხადებაში მოცემული ფაქტი, რომ თითქოს პრეზიდენტ სარკოზის ძალისხმევით გადმოეცა საქართველოს ოთხი ერთეული სამხედრო ვერტმფრენი, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან საქართველოს მთავრობის სახელით ხელშეკრულება გაფორმებული იყო მხოლოდ 2 სამოქალაქო დანიშნულების ვერტფრენზე, რომლის ღირებულება საერთო ჯამში აღწევს 55 მილიონ ევროს. თანხის დიდი ნაწილი კი, გადახდილია საგარეო ვალიდან მოზიდული რესურსით და აღნიშნული სესხის უკან დაბრუნების ვადა ჯერ არ დამდგარა.საქართველოს მთავრობას მართლაც აქვს გადაწყვეტილი, რომ მოხდეს ზემოაღნიშნული 2 SUPER PUMA–ს ტიპის ვერტფრენის გასხვისება, თუმცა მათში გადახდილი ფასი იმდენად მაღალია, რომ პოტენციური მყიდველის მოძიება გართულებულია და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ცნობილი დილერები უარს ამბობენ ამ ფასის ფარგლებში მათ შესყიდვაზე.აღსანიშნავია ისიც, რომ შესყიდული ერთ–ერთი ვერტმფრენი არის VIP კატეგორიის, რომლის სალონი საქართველოს პრეზიდენტის გემოვნების შესაბამისად, სპეციალური შეკვეთით არის მოწყობილი და თავიდანვე განკუთვნილი იყო მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილებისათვის.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება შეიცავს მთელ რიგ უზუსტობებს და მიზნად ისახავს საზოგადოების მიზნობრივად შეცდომაში შეყვანას, ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული კანონიერ საფუძველს მოკლებული ბრძანება ემსახურება მხოლოდ ერთჯერად პიარკამპანიას,-" ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის საკუთრებაში არსებული ორი ფრანგული წარმოების ვერტმფრენის გასხვისების აკრძალვის ბრძანება გამოსცა.ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა გააკეთა. მისი თქმით, ქვეყნის პირველ პირს აღნიშნული ვერტმფრენების გასხვისებით სამხედრო ძალების დასუსტება დაუშვებლად მიაჩნია. როგორც ბარნოვმა აღნიშნა, საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და ამ ტიპის ტექნიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამაშველო ოპერაციების საწარმოებლად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted September 11, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted September 11, 2013 ფული გჭირდებათ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Metalhead Posted September 11, 2013 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 11, 2013 კი, 51 მილიონი ვიღაცას რო შეტენეს ეხლა ჩვენც ხო გვინდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted September 11, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted September 11, 2013 კი, 51 მილიონი ვიღაცას რო შეტენეს ეხლა ჩვენც ხო გვინდა რა ვის შეთენეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
BEST_GEORGIA Posted September 11, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted September 11, 2013 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროჯერ ის არ იციან ამ სირებმა რომ მდგრადი განვითარება იგივეა რომ თქვა მაგალიტად ცხელი სიცივე ანუ ეს სიტყვები ერთმანეთის ანტონიმებია და ბოდიში და ####ურად ჟღერს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted September 11, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted September 11, 2013 BEST_GEORGIAხო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
BEST_GEORGIA Posted September 11, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted September 11, 2013 Giorgi Kiskeidzeრახან ესე გაგეცინა მეორესაც გეტყვი:სასჯელ აღსრულების სამინისტრო რაა ჩემი ####ა?სასჯელის აღსრულება არ ხდება, სასჯელის დაკისრება ხდება აღსრულება ხდება განაჩენის, მე 9 კლასი ხათრით დავამთავე და მაგდენი მაინც ვიცი და ამ სირებმა კი ან არიციან ან თავს ი####ვებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted September 11, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted September 11, 2013 სასჯელის აღსრულება არ ხდება, სასჯელის დაკისრება ხდება აღსრულება ხდება განაჩენის, მე 9 კლასი ხათრით დავამთავე და მაგდენი მაინც ვიცი და ამ სირებმა კი ან არიციან ან თავს ი####ვებენ. ეგაა რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted September 11, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted September 11, 2013 ერთი გაყიდონ, მეორე დავიტოვოთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Proessor Posted September 12, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted September 12, 2013 (edited) პროსტა ვერ ყიდიან Edited September 12, 2013 by Proessor Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted September 12, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted September 12, 2013 ამათ, შევარდნაძე ენატრებათ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.