Jump to content
Planeta.Ge

შს სამინისტრომ სქესობრივი დანაშაულისისთვის სასჯელის გამკაცრების შესახებ კანონპროექტი მოამზადა


Recommended Posts

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და საქართველოს მთავრობაში წარადგინა კანონპროექტი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე". კანონპროექტი ითვალისწინებს სქესობრივი დანაშაულებისთვის დაწესებული სასჯელების არსებითად გადასინჯვას. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის "სისხლის სამართლის კოდექსის" ისეთ მუხლებში, როგორიც არის გაუპატიურება, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება, სქესობრივი კავშირი 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან და გარყვნილი ქმედება.

მაგალითად, მოქმედი კოდექსის მიხედვით, გაუპატიურებისთვის დადგენილი სასჯელის ოდენობა შეადგენს 4-დან 6 წელს, ხოლო შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით იქნება - 6-დან 8 წელი, ასევე გაუპატიურება ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიკვდილი, დაისჯება ნაცვლად 15 წლისა 20 წლით, 16 წლამდე ასაკის პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებისთვის დადგენილი იქნება თავისუფლების აღკვეთა 5-დან 7- წლამდე, ნაცვლად 1-დან 3 წლამდე, ხოლო ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირთან გარყვნილი ქმედების ჩადენა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 - 7 წლამდე, ნაცვლად 2 წლისა.

http://www.interpressnews.ge/ge/samartali/252197-shs-saministrom-sqesobrivi-danashaulisthvis-sasjelis-gamkacrebis-shesakheb-kanonproeqti-moamzada.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაფერი ბუნდოვანია ამ "ცვლილებაში" :facepalm: ისე გასაგებია, პრო-რუსულობაა და პრო-დასავლორობაა. მაგრამ მოდით, "თვინის პროინპანტეტობა" არ გვინდა :facepalm:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან კარგია, უფრო მეტი სასჯელი უნდა იყოს, 5-7 წელი არაფერია.. პედოფილებს კი სამუდამო !!!!!!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან კარგია, უფრო მეტი სასჯელი უნდა იყოს, 5-7 წელი არაფერია.. პედოფილებს კი სამუდამო !!!!!!

გეთანხმებით.პედოფილები და ეგეთი ავადმყოფები საზოგადოებისთვის საშიშები არიან?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...