Metalhead Posted August 3, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted August 3, 2013 2013 წლის პირველ ექვს თვეში, საქართველოს ეკონომიკა მინიმუმ 1.8%-ით გაიზარდა. აღნიშნულ საკითხზე ერთობლივ განცხადებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გავნითარების და ფინანსთა სამინისტროები ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ივნისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებელი საბოლოო არ არის და ის კიდევ ორჯერ უნდა დაზუსტდეს. ასევე ცნობილია, რომ შეფასების მაჩვენებელი არ შეიცავს სოფლის მეურნეობის მაჩვენებლებს. რისი დამატებაც, მხოლოდ ივნისში მშპ-ს დაახლოებით 1%-1.5%-იან ზრდას გამოიწვევს, რასაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც ადასტურებს. განცხადებაში ასევე საუბარია 2013 წლის პირველ შვიდ თვეში, გადასახადების მობილიზების კუთხით ბიუჯეტში შესულ საგადასახადო შემოსავლებზე და აღნიშნულია, რომ ის 2012 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 32 მლნ ლარით აღემატება. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს, ეს 3 მილიარდ 558 მლნ ლარია, რაც 28 მლნ ლარით არემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში საუბარი ეხება წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებს, რომლებიც მათი აზრით, მოსახლეობის კეთილდრეობაზე არანაირად არ აისახებოდა. უცვლელად გთავაზობთ ნაწყვეტს განცხადებიდან: "სწორედ არასაწარმოო ინფრასტრუქტურული პროექტები (პარლამენტის ახალი შენობა ქუთაისში, ბათუმი თაუერი, ანბანის კოშკი და ა.შ.), ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება ტექნიკურ-ეკონომიკური სარგებლიანობის შესწავლის გარეშე დაიწყო (მაგალითად თბილისის შემოვლითი რკინიგზა) და რომლებზეც მილიარდზე მეტი დაიხარჯა, ქმნიდა ეკონომიკური ზრდის მხოლოდ მოკლევადიან, მყისიერ ეფექტს და არ ემსახურებოდა ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესს.ეკონომიკური ზრდის ხელოვნური, არასწორი მეთოდებით პროვოცირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა იყო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების „მითითებით“ ბიზნესის მიერ განხორციელებული, არაპროფილური, ძვირადღირებული და ეკონომიკურად დაუსაბუთებელი პროექტები, რამაც ეს ბიზნესები ხშირ შემთხვევაში გაკოტრებამდე მიიყვანა. მოჩვენებითი ეკონომიკური წარმატების მისაღწევად „ნაციონალური“ მთავრობის „კრეატიული“ გადაწყვეტილებით იქმნებოდა საშუამავლო ფირმები (მაგალითად საშუამავლო ნავთობკომპანიები), რომლებიც ასრულებდნენ ბაზრის კონტროლის ფუნქციას, არ ქმნიდნენ რეალურ ღირებულებას და მხოლოდ ბერავდნენ ბრუნვებს. აღნიშნული საშუამავლო ფირმები დღეს აღარ არსებობენ და ბუნებრივია, მაჩვენებლებზე ესეც აისახა.'' - აღნიშნულია განცხადებაში.სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკონომიკა გამოდის „ნაციონალური შოკიდან“ და ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების შეუქცევადი, მდგრადი პროცესი დაწყებულია. "შემდეგი ეტაპი, ჯანსაღი, ბუნებრივი ზრდაა. ამ ეტაპზე უკვე გაუმჯობესებულია საგარეო სავაჭრო სალდო ექსპორტის ზრდის და იმპორტის შემცირების ხარჯზე." - აღნიშნულია განცხადებაში.http://news.ge/ge/news/story/60963-saministroebis-ertoblivi-gantskhadeba-ekonomika-minimum-1.8-it-gaizarda Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.